განსაკუთრებული შეთავაზება "თეგეტა მოტორსისგან" - PETLAS-ის საბურავები სპეციალურ ფასად
საქართველო, თბილისი - 12:21 | 25.03.2026 ნანახია: 5311
დახვეწილი ტექნოლოგია, მაღალი ხარისხი, ეკოლოგიურობა და ხელმისაწვდომობა - ეს PETLAS-ია, საბურავების ბრენდი, რომელიც საერთაშორისო ბაზრებზე მაღალი რეიტინგითა და რეპუტაციით სარგებლობს. სწორედ PETLAS-ის საბურავებზე "თეგეტა მოტორსში" 31 მარტის ჩათვლით განსაკუთრებული შეთავაზება მოქმედებს. სპეციალური პირობები ბრენდის სხვადასხვა მოდელზე ვრცელდება - მაგალითად, იმ საბურავების შეძენა, რომელთა საწყისი ღირებულება 189 ლარია, მომხმარებელს 129 ლარად შეუძლია, 125 ლარიანი მოდელის ფასი კი, შეთავაზების ფარგლებში, 89 ლარია.
PETLAS-ის წარმატება ინოვაციურ წარმოებასა და მომხმარებელზე ორიენტირებულ სტრატეგიაზეა დაფუძნებული. კომპანია მუდმივად აფართოებს პროდუქციის ასორტიმენტს და სრულად პასუხობს საერთაშორისო ბაზრის მოთხოვნებს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ბრენდი აქტიურად მიმართავს მეორადი ნედლეულის გადამუშავებას. მსუბუქი ავტომობილების გარდა, კომპანია საბურავებს აწარმოებს სატვირთო, ინდუსტრიული, საავიაციო და სასოფლო-სამეურნეო ტექნიკისთვისაც.

PETLAS-ის უპირატესობები
PETLAS საბურავების ფართო ასორტიმენტით გამოირჩევა. ბრენდი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს გარემოსდაცვით წარმოებას. თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი საწარმო და მეორადი ნედლეულის გადამუშავება კომპანიის ეკოლოგიურ პასუხისმგებლობაზე მიუთითებს - მოდერნიზაციის შედეგად გარემოზე ნეგატიური ზემოქმედება ბრენდმა მნიშვნელოვნად შეამცირა. PETLAS-ის საბურავები გამოირჩევა განსაკუთრებული გამძლეობითა და სანდოობით, ხოლო წარმოებაში დანერგილი მოწინავე ტექნოლოგიები პროდუქციას ბაზარზე კონკურენტუნარიანს ხდის.
ბრენდის ისტორია
PETLAS-ის ისტორია 1976 წელს იწყება, როდესაც კომპანია თურქეთის საჰაერო ძალების საბურავების მწარმოებლის სახით ფუნქციონირებდა და იმ პერიოდში სტრატეგიული სახელმწიფო საწარმო იყო. კომპანიის პრივატიზაციის შემდეგ PETLAS-მა ყურადღება პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესებაზე გადაიტანა, რამაც ბრენდის შემდგომი წარმატება განაპირობა - დღეს კომპანია ISO ხარისხის სერტიფიკატს ფლობს.
2007 წლიდან PETLAS-მა ახალი ტექნოლოგიების დანერგვა დაიწყო, რის შედეგადაც ბრენდის ზამთრისა და ზაფხულის საბურავების ხაზი კიდევ უფრო დაიხვეწა. დილერების ფართო ქსელის წყალობით კი PETLAS-ის პროდუქცია 100-ზე მეტ ქვეყანაშია წარმოდგენილი.
გლობალური ბრენდი ადგილობრივ ბაზარზე
თურქული ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში კომპანია „თეგეტა მოტორსია“, რომელიც მომხმარებლებს PETLAS-ის საბურავების სრულ ასორტიმენტს სთავაზობს. ავტომობილისთვის ყველაზე ოპტიმალური საბურავების შერჩევა პროფესიონალი კონსულტანტების დახმარებით შესაძლებელია „თეგეტა მოტორსის“ ფილიალებში, ასევე ცხელი ხაზის საშუალებით, ნომერზე 032 2 264444 დარეკვით. PETLAS-ის საბურავები ხელმისაწვდომია ონლაინ tegetashop.ge-ზეც.
"თეგეტა მოტორსის" შესახებ: "თეგეტა ჰოლდინგში" შემავალი კომპანია „თეგეტა მოტორსი“ 1995 წლიდან ოპერირებს ბაზარზე მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების სერვისის მიმართულებით. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 ფილიალი აქვს, რომლებიც 500 000-მდე საცალო და 35 000-მდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. "თეგეტა მოტორსი" არაერთი პრემიუმ ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა.
პოლიტიკა
- საგამოძიებო სამსახურმა 19 ტონა ვადაგასული და ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცპროდუქტის რეალიზაციის ფაქტი გამოავლინა
- არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, თუ რას გვიპირებს ივანიშვილი, მნიშვნელოვანია, ჩვენ რას ვუპირებთ მას - ელენე ხოშტარია
- ტრამპის წერილის შემდეგ, შეიძლება, ოპოზიციას ძილი გაუქრა, მაგრამ ფაქტია, ორმხრივი ურთიერთობები ვითარდება, ურთიერთობების გადატვირთვაზე ორივე მხარეს პოზიტიური დამოკიდებულება აქვს გამოხატული - ლევან მახაშვილი
- როგორ წარმოგიდგენიათ, ჟორჟოლიანის შექმნილი გმირი მართლა გმირი იქნება? გმირების ქვეყანაში თუ მან უნდა შექმნას გმირები, კარგად ყოფილა საქმე - თენგიზ შარმანაშვილი
მსოფლიო
- ირანი ძალიან, ძალიან სერიოზულად დაზიანდა, მათ სამხედრო თვალსაზრისით თითქმის ყველაფერი დაკარგეს - დონალდ ტრამპი
- აშშ-მა ირანზე ხუთსაათიანი იერიშების სერია დაასრულა - აშშ-ის ცენტრალური სარდლობა
- ევროკავშირის საბჭომ უნგრეთისთვის აღდგენისა და მდგრადობის ახალი გეგმა დაამტკიცა
- უკრაინას ჩვენი არსენალებიდან უკვე გადავეცით ყველაფერი, რის გადაცემაც შეგვეძლო, ახლა საჭიროა, სხვა ქვეყნებმაც მეტი წვლილი შეიტანონ - ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსმა“ გეზის ფილიალში JCB-ს სააკრედიტაციო ტრენინგს უმასპინძლა
- „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ ახალი Toyota RAV4 ოფიციალურად წარადგინა
- „Geely - შენი სპონტანური მოგონებებისთვის“ - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ საზაფხულო კამპანია დაიწყო
- უმსხვილესი მაღალტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა რეგიონში - „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალი სრული დატვირთვით მუშაობს
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















