ვიწყებთ, ერთობლივ, ეროვნული მობილიზაციის კამპანიას - „ოპოზიციის ალიანსი“
საქართველო, თბილისი - 11:35 | 31.03.2026 ნანახია: 775
35 წლის წინ, დღევანდელ დღეს, 31 მარტს საქართველოს მოქალაქეებმა, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მათ შორის, აფხაზეთსა და სამაჩაბლოში გამოხატეს თავიანთი ურყევი ნება, აღდგეს საქართველოს დამოუკიდებლობა, რომელიც ჯერ კიდევ 1918 წლის 26 მაისს გამოცხადდა, – ამის შესახებ „ოპოზიციის ალიანსის“ განცხადებაშია ნათქვამი.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ორივე ეს თარიღი, 31 მარტი და 26 მაისი, არის უმნიშვნელოვანესი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, ორივე დაკავშირებულია ქართველი ერის უმნიშვნელოვანეს გამოწვევასთან – სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის საკითხთან.
„ჩვენ გვჯერა, რომ დღესაც საქართველო იდენტური გამოწვევის წინაშე დგას. სწორედ ამიტომ დღეს, 31 მარტს ოპოზიციის ალიანსი ვიწყებთ, ერთობლივ, ეროვნული მობილიზაციის კამპანიას. ეს არის „ოპოზიციის ალიანსის“ ინიციატივა, მაგრამ ეს საქმე არ არის ექსკლუზიურად ჩვენი გასაკეთებელი, ეს არის ყველას გასაკეთებელი საქმე.
ჩვენი მიზნები ძალიან მარტივია: პირველი, უნდა გავზარდოთ პირდაპირი, პირისპირი კომუნიკაცია მოქალაქეებთან; მეორე, უნდა გავანეიტრალოთ რეჟიმის პროპაგანდა. დღეს ორი მთავარი იარაღი, რაც ამ რეჟიმს აქვს, არის ტყუილი და შიში; მესამე, ის ბრაზი, პროტესტი და ცვლილების სურვილი, რომელიც უკვე წლებია, არსებობს საზოგადოებაში, უნდა გადავაქციოთ რეალურ პოლიტიკურ ქმედებად; მეოთხე, უნდა დავამარცხოთ შიში, რომელიც ამ რეჟიმმა წლების განმავლობაში მიზანმიმართულად დანერგა. უნდა გავზარდოთ პროტესტში ჩართული ადამიანების რაოდენობა, ცვლილება არ ხდება მხოლოდ საუბრით, ცვლილებისთვის აუციელებელია, რომ ყველა ერთად დავდგეთ, ზუსტად ისე, როგორც ეს მოხდა 35 წლის წინ, 31 მარტის რეფერენდუმზე.
ეს კამპანია გაგრძელდება ორი თვის განმავლობაში და მისი სიმბოლური კულმინაცია იქნება 26 მაისს – საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს თბილისში დაგეგმილი დიდი, ხალხმრავალი აქცია.
ჩვენთვის, საქმისთვის, გამარჯვებისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ კამპანიაში ჩაერთონ სხვა პოლიტიკური თუ სამოქალაქო ჯგუფებიც, ისევე როგორც აქტიური მოქალაქეები. გვინდა, მადლობა ვუთხრათ იმ ადამიანებს, ვინც დღეს პატიმრობაში, ტყვეობაში იმყოფებიან, ვინც იყვნენ ტყვეობაში და გათავისუფლდნენ, ვინც აწამეს, მოწამლეს, ფიზიკურად გაუსწორდნენ, ვინც დაკარგეს სამსახური, შემოსავალი, ვისაც ცხოვრება დაუნგრიეს; ყველას, ვინც ყოველდღე დგას რუსთაველზე, ბათუმში, ქუთაისში, ზუგდიდში, გორში, ჩხოროწყუში თუ სხვა ქალაქებში; ყველას, ვინც მონაწილეობას იღებს შაბათის მარშებში თბილისში. ჩვენთვის პატივია, ვიყოთ ამ ბრძოლაში თქვენთან ერთად.
ჩვენ არავის ვპირდებით მარტივ გზას, არავის ვპირდებით სასწაულებს. მაგრამ ერთი რამ ვიცით ზუსტად: თუ ჩვენ გავჩერდებით, ცვლილება არ იქნება, თუ ვიმოქმედებთ, რეჟიმის ცვლილება იქნება მხოლოდ დროისა და ფასის საკითხი. ამიტომ ყველას გთავაზობთ, აქტიურად ჩაერთოთ ამ კამპანიაში, ხოლო ორი თვის თავზე, 26 მაისს ყველანი კიდევ ერთხელ შევიკრიბოთ თბილისში“, – ნათქვამია „ოპოზიციის ალიანსის“ განცხადებაში.
პოლიტიკა
- საგამოძიებო სამსახურმა 19 ტონა ვადაგასული და ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცპროდუქტის რეალიზაციის ფაქტი გამოავლინა
- არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, თუ რას გვიპირებს ივანიშვილი, მნიშვნელოვანია, ჩვენ რას ვუპირებთ მას - ელენე ხოშტარია
- ტრამპის წერილის შემდეგ, შეიძლება, ოპოზიციას ძილი გაუქრა, მაგრამ ფაქტია, ორმხრივი ურთიერთობები ვითარდება, ურთიერთობების გადატვირთვაზე ორივე მხარეს პოზიტიური დამოკიდებულება აქვს გამოხატული - ლევან მახაშვილი
- როგორ წარმოგიდგენიათ, ჟორჟოლიანის შექმნილი გმირი მართლა გმირი იქნება? გმირების ქვეყანაში თუ მან უნდა შექმნას გმირები, კარგად ყოფილა საქმე - თენგიზ შარმანაშვილი
მსოფლიო
- ირანი ძალიან, ძალიან სერიოზულად დაზიანდა, მათ სამხედრო თვალსაზრისით თითქმის ყველაფერი დაკარგეს - დონალდ ტრამპი
- აშშ-მა ირანზე ხუთსაათიანი იერიშების სერია დაასრულა - აშშ-ის ცენტრალური სარდლობა
- ევროკავშირის საბჭომ უნგრეთისთვის აღდგენისა და მდგრადობის ახალი გეგმა დაამტკიცა
- უკრაინას ჩვენი არსენალებიდან უკვე გადავეცით ყველაფერი, რის გადაცემაც შეგვეძლო, ახლა საჭიროა, სხვა ქვეყნებმაც მეტი წვლილი შეიტანონ - ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსმა“ გეზის ფილიალში JCB-ს სააკრედიტაციო ტრენინგს უმასპინძლა
- „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ ახალი Toyota RAV4 ოფიციალურად წარადგინა
- „Geely - შენი სპონტანური მოგონებებისთვის“ - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ საზაფხულო კამპანია დაიწყო
- უმსხვილესი მაღალტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა რეგიონში - „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალი სრული დატვირთვით მუშაობს
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















