მალე პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის დაწვასაც დამაბრალებენ - ალეკო ელისაშვილი ახალ ბრალდებაზე
საქართველო, თბილისი - 16:43 | 31.03.2026 ნანახია: 2383
თბილისის საქალაქო სასამართლოში, დღეს, ალეკო ელისაშვილის ორი პროცესი არის ჩანიშნული. ტერორისტული აქტის მცდელობის საქმეზე, მხარეები ჯერ შესავალ სიტყვებს იტყვიან, ამის შემდეგ კი ახალი სხდომა გაიხსნება, სადაც უკვე მეორე სისხლის სამართლის საქმეზე დაკავებული ოპოზიციონერი პოლიტიკოსის აღკვეთის ღონისძიების საკითხზე იმსჯელებენ.
ალეკო ელისაშვილის ადვოკატის, გიორგი რეხვიაშვილის განცხადებით, პოლიტიკოსს ახალ ბრალდებაზე ეღიმება - "ამბობს, რომ მალე დამაბრალებენ ალბათ რომის გადაწვასაც, პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის დაწვასაცო".
"საქმე იყო სხვისი ნივთის დაზიანების მუხლით, თუმცა შემდგომ როცა ჩიხში შევიდა გამოძიება, ჩათვალეს საჭიროდ, რომ მოდი ეს საქმეც, რადგან ვერ გამოიძიეს, ვერ დაადგინეს ვინ იყო ეს პირი, ოდოროლოგიური კვლევის ნიმუშის აღების შემდგომ ბრალი წაუყენეს ალექსანდრე ელისაშვილს.
ალეკო ელისაშვილი იღიმის, რა თქმა უნდა და ეცინება ამ საქმეზე იმიტომ, რომ არანაირი შემხებლობა იმ სხვა ეპიზოდთან არ აქვს. ის ამბობს, რომ მალე დამაბრალებენ ალბათ რომის გადაწვასაც, პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის დაწვასაც, რა ხანძარიც გაჩენილა თბილისში ალბათ ყველაფერი ჩემი ბრალი იქნება. რა თქმა უნდა, უარყოფს.
თავიანთივე ექსპერტიზის დასკვნაც ადასტურებს, რომ ვიდეოჩანაწერებიც, რომელიც ახლა, ამ შემთხვევაში პროკურატურამ გაავრცელა, ვერ დგინდება ვინ არის კონკრეტულად ის პირი.
პოლიტიკური თანამდებობის პირების მიერ გაკეთდა განცხადება, რომ ეს არ არის სხვისი ნივთის დაზიანება და ეს არის ტერორიზმი, მოხდა გადაკვალიფიცირება აღნიშნულის და გახდა 187-ე მუხლი 323-ე, ანუ ტერორისტული აქტი," - აცხადებს გიორგი რეხვიაშვილი.
პროკურატურამ ალეკო ელისაშვილს 2025 წლის 4 მაისს ჩადენილი ტერორისტული აქტის, მეორე ეპიზოდზე ბრალდება წარუდგინა
პოლიტიკა
- საგამოძიებო სამსახურმა 19 ტონა ვადაგასული და ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცპროდუქტის რეალიზაციის ფაქტი გამოავლინა
- არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, თუ რას გვიპირებს ივანიშვილი, მნიშვნელოვანია, ჩვენ რას ვუპირებთ მას - ელენე ხოშტარია
- ტრამპის წერილის შემდეგ, შეიძლება, ოპოზიციას ძილი გაუქრა, მაგრამ ფაქტია, ორმხრივი ურთიერთობები ვითარდება, ურთიერთობების გადატვირთვაზე ორივე მხარეს პოზიტიური დამოკიდებულება აქვს გამოხატული - ლევან მახაშვილი
- როგორ წარმოგიდგენიათ, ჟორჟოლიანის შექმნილი გმირი მართლა გმირი იქნება? გმირების ქვეყანაში თუ მან უნდა შექმნას გმირები, კარგად ყოფილა საქმე - თენგიზ შარმანაშვილი
მსოფლიო
- ირანი ძალიან, ძალიან სერიოზულად დაზიანდა, მათ სამხედრო თვალსაზრისით თითქმის ყველაფერი დაკარგეს - დონალდ ტრამპი
- აშშ-მა ირანზე ხუთსაათიანი იერიშების სერია დაასრულა - აშშ-ის ცენტრალური სარდლობა
- ევროკავშირის საბჭომ უნგრეთისთვის აღდგენისა და მდგრადობის ახალი გეგმა დაამტკიცა
- უკრაინას ჩვენი არსენალებიდან უკვე გადავეცით ყველაფერი, რის გადაცემაც შეგვეძლო, ახლა საჭიროა, სხვა ქვეყნებმაც მეტი წვლილი შეიტანონ - ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსმა“ გეზის ფილიალში JCB-ს სააკრედიტაციო ტრენინგს უმასპინძლა
- „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ ახალი Toyota RAV4 ოფიციალურად წარადგინა
- „Geely - შენი სპონტანური მოგონებებისთვის“ - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ საზაფხულო კამპანია დაიწყო
- უმსხვილესი მაღალტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა რეგიონში - „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალი სრული დატვირთვით მუშაობს
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















