„საირმეს რეკრეაციულ ფერმაში“ ეკოგანათლების პროექტი იწყება: პრაქტიკაზე დაფუძნებული სწავლება და სახალისო აქტივობები
საქართველო, თბილისი - 18:52 | 31.03.2026 ნანახია: 1825
საირმის უნიკალური ეკოსისტემა, რომელიც წლებია, ვიზიტორებისთვის გამორჩეული და საინტერესო ადგილია, ახალ ფუნქციას იძენს. „საირმეს რეკრეაციული ფერმა“ ეკოსაგანმანათლებლო პროექტს იწყებს, რომელიც სკოლის მოსწავლეებს საშუალებას მისცემს, საკლასო ოთახებში მიღებული თეორიული ცოდნა რეალურ ბუნებრივ გარემოში პრაქტიკული კვლევებითა და სახალისო თავგადასავლებით განამტკიცონ. პროექტი სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამის ფარგლებში დაიგეგმა და მხოლოდ შემეცნებითი ტურების მოწყობას არ ითვალისწინებს. ეს არის ინტეგრირებული სასწავლო პროცესი, რომელიც საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკასა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სტანდარტებს ეფუძნება.
თენგიზ ცერცვაძე, „საირმეს რეკრეაციული ფერმის“ დირექტორი: „წელიწადზე მეტია, „საირმეს რეკრეაციულ ფერმაში“ აქტიურად მიმდინარეობს სამუშაოები, რომლებიც ისტორიული პროექტის მთავარ მიზანს - ბუნების აღდგენას, მდგრად განვითარებასა და ადგილობრივი თემის გაძლიერებას ემსახურება. ეკოსაგანმანათლებლო პროექტიც ამ წამოწყების ლოგიკური გაგრძელებაა, სადაც ეკოსისტემის აღდგენა და ეკოგანათლება ერთი კონცეფციის ნაწილია. მიგვაჩნია, რომ ეს არა ერთჯერადი აქტივობების ერთობლიობა, არამედ გრძელვადიანი სტრატეგიის შემადგენელია. გვსურს, მომავალ თაობას ნათლად დავანახოთ, რამდენად მნიშვნელოვანია ეკოლოგიაზე ზრუნვა და პასუხისმგებლობა, რომელიც ამ პროცესში თითოეულ მოქალაქეს ეკისრება. ვფიქრობთ, საირმის უნიკალური გეოგრაფიული მდებარეობა და რესურსები ამ მისიის შესასრულებლად საუკეთესო პლატფორმაა“.

პროექტი სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფზეა მორგებული და სკოლებს შესაბამის სილაბუსს სთავაზობს. დაწყებითი საფეხურისთვის, მცენარეთა აგებულებასთან ერთად, აქცენტი ბუნებრივი რესურსების მნიშვნელობასა და დაკვირვების უნარების განვითარებაზე კეთდება. ბიოლოგიისა და გეოგრაფიის ინტეგრირებული გაკვეთილები ღია სივრცეში საბაზისო საფეხურისთვის განისაზღვრა. მე-6-7 კლასის მოსწავლეები სახეობების იდენტიფიცირებასა და რუკაზე მუშაობის პროცესზე კონცენტრირდებიან. საშუალო საფეხურის მოსწავლეებისთვის კი პროგრამა უფრო კომპლექსურია და ბიომრავალფეროვნების შენარჩუნების სტრატეგიას, კლიმატის ცვლილების ანალიზსა და მდგრადი განვითარების პრინციპებს მოიცავს.
გიორგი დიასამიძე, ეკოგანათლების სპეციალისტი: „პროექტის მთავარი ღირებულება პრაქტიკული გამოცდილებაა. სპეციალურად შემუშავებული ეკოსიმულაციები და სტრატეგიული თამაშები ბავშვებს გუნდური და კრიტიკული აზროვნების განვითარებაში დაეხმარება. მოსწავლეებს ექნებათ შესაძლებლობა, იმუშაონ პროფესიონალ რეინჯერებთან ერთად, ისწავლონ ცხოველთა მონიტორინგი და გაიგონ მეტი მათი ქცევების შესახებ. პროგრამის მნიშვნელოვანი და განუყოფელი ნაწილია სალაშქრო განათლება: მარშრუტების დაგეგმვა, პირველადი დახმარება, უსაფრთხოების წესები და ბანაკის მოწყობა. გვსურს, მოსწავლეებს კვლევაზე დაფუძნებული სწავლება გავუზიაროთ და დავეხმაროთ, რომ სკოლის სივრცეში მიღებული ცოდნა რეალურ გარემოში ბუნებასთან უშუალო შეხებით თავად გამოცადონ“.
საირმის ბიომრავალფეროვნება, პროფესიონალი რეინჯერების გამოცდილება და სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფზე მორგებული პროგრამა ქმნის შესაძლებლობას, რომ მოზარდებმა ისწავლონ მთავარი - პასუხისმგებლობა საკუთარ ქმედებებსა და გარე სამყაროზე.
„საირმეს რეკრეაციული ფერმის“ პროექტის მიზანი გადაშენების პირას მყოფი ცხოველების პოპულაციის აღდგენაა. ისტორიული პროექტის ჯამური საინვესტიციო მოცულობა 4 მილიონი ლარია. ამასთან ერთად, გათვალისწინებულია ფერმის შემადგენლობაში არსებული 13 000 ჰექტარი ტერიტორიის დაცვა, ეკოტურიზმის განვითარება და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა.
პოლიტიკა
- კვერცხის ფასთან ბრძოლაში გმირულად დაცემული პრემიერის ტყუილების კონა - გრიგოლ გეგელია ირაკლი კობახიძის ანგარიშზე
- აშშ-ის წინა ადმინისტრაცია ყველაფერს აკეთებდა იმისათვის, რომ ოპოზიციას არ ესარგებლა საკუთარი მანდატებით, მოხარულები ვართ, რომ ახალი ადმინისტრაციის მიდგომა არის განსხვავებული - ირაკლი კობახიძე
- EU-ის წერილი ალიანსს: საქართველოს მთავრობამ უნდა შეცვალოს მოქმედების კურსი
- ამ ადამიანს აუხსნას ვინმემ, რომ საქართველო არ აპირებს, დაადგეს არც უკრაინის და არც მოლდოვის მიერ არჩეულ ევროკავშირისკენ მიმავალ გზას - შალვა პაპუაშვილი პეტერ ფიშერზე
მსოფლიო
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
- რუსეთის მასირებული თავდასხმის შედეგად, დნიპროში დაღუპულთა რაოდენობა 12-მდე გაიზარდა, მათ შორის 2 ბავშვია
- რუსულ დრონთან დაკავშირებული ინციდენტი ნატო-ს ხელშეკრულების მე-4 მუხლის გააქტიურების საფუძველს იძლევა - რუმინეთის საგარეო უწყება
- რუსეთის აგრესიულმა ომმა კიდევ ერთი ზღვარი გადალახა, სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ რუმინეთს, ვამზადებთ სანქციების 21-ე პაკეტს - ურსულა ფონ დერ ლაიენი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
- „თეგეტამ“ Datamind-თან პარტნიორობით მონაცემთა მართვის სისტემა გარდაქმნა
- „გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტას“ ახალი კამპანია საგზაო უსაფრთხოების კულტურის გასაძლიერებლად
- RECSOL – „თეგეტას“ პროექტი, რომელიც საქართველოში ნარჩენების მართვის სისტემას ცვლის
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















