ახალი მოდელები, ფლიტ მენეჯმენტი და B2B მიმართულების გაფართოება - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ 2026 წლის პირველ კვარტალში რეკორდული შედეგები აჩვენა
საქართველო, თბილისი - 14:03 | 08.04.2026 ნანახია: 1858
კორპორაციულ სეგმენტში გაყიდული 50-მდე Geely-ს ბრენდის ავტომობილი, B2B პარტნიორები და ახალი ავტომობილები ბრენდის სამოდელო რიგში - „ჯილი ცენტრი თეგეტამ" 2026 წლის პირველ კვარტალში მნიშვნელოვანი შედეგები დააფიქსირა. ამ პერიოდში კომპანიამ სხვადასხვა ორგანიზაციას 25 ერთეულზე მეტი ელექტრული Geely GeoMe და 18 ერთეული შიგაწვისძრავიანი Geely Emgrand გადასცა. მათ შორის არის ავტოგაქირავების კომპანია Europcar Georgia, რომელიც შეძენილ ავტომობილებს ფლიტ მენეჯმენტის მიმართულებით გამოიყენებს.

გიორგი შაქარაშვილი, „ჯილი ცენტრი თეგეტას“ კომერციული დირექტორი: „2026 წლის პირველი კვარტალი „ჯილი ცენტრი თეგეტასთვის“ საქართველოს ბაზარზე განსაკუთრებული მნიშვნელობისაა. მოხარულები ვართ, რომ ამ პერიოდში გაყიდვების მიმართულებით კარგი მაჩვენებლები გვაქვს. ჩვენ მოკლე დროში შევძელით და ბაზარს სამივე ტიპის ავტომობილები შევთავაზეთ - ელექტრული, დამუხტვადი ჰიბრიდი და შიგაწვისძრავიანი. ეს არა მხოლოდ პორტფელის გაფართოება, არამედ ჩვენი სტრატეგიის ნაწილია, რომ მომხმარებლებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, არჩევანი სასურველ მოდელზე გააკეთონ, მათივე ინტერესების გათვალისწინებით.
ფინანსური მაჩვენებელი ნებისმიერი ბიზნესისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, შესაბამისად, კომპანიები ყურადღებას უთმობენ საწვავის ხარჯს. ამიტომაც მათ დივერსიფიცირებულ სამოდელო რიგს ვთავაზობთ, რათა თავად გადაწყვიტონ, რა არის მათთვის პრიორიტეტული და ჰქონდეთ შესაძლებლობა, ერთი მხრივ, ხარჯები შეამცირონ, მეორე მხრივ კი, ეფექტიანობა გაზარდონ. მნიშვნელოვანია ჩვენი ფლიტ მენეჯმენტის მიმართულებაც - „ჯილი ცენტრი თეგეტა“ ქმნის ინფრასტრუქტურას, რომელიც კორპორაციულ მომხმარებელს გრძელვადიანი და ეფექტური ექსპლუატაციის შესაძლებლობას აძლევს“.
სწორედ მომხმარებლისთვის მეტი კომფორტის შექმნასა და ხარჯების შემცირებას ისახავს მიზნად კომპანიის მიერ მოწყობილი ელექტროდამტენების ინფრასტრუქტურა - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ თბილისსა და ბათუმში, სხვადასხვა ლოკაციაზე, ფიზიკურ პირებსა და პარტნიორ ორგანიზაციებს საოფისე შენობების, ავტოსადგომებისა თუ სასაწყობე ტერიტორიებზე 7- და 22-კილოვატიანი ორიგინალი დამტენები დაუმონტაჟა და, ყოველგვარი ფინანსური სარგებლის გარეშე, ექსკლუზიური ბარათები გადასცა, რაც მომხმარებელს ავტომობილის მინიმალური ტარიფით დამუხტვის შესაძლებლობას აძლევს. შედეგად, ყოველ 100 კილომეტრზე ხარჯი, შიგაწვისძრავიან ავტომობილთან შედარებით, სამჯერ მცირდება.

2026 წლის დასაწყისი „ჯილი ცენტრი თეგეტასთვის“ სამოდელო ხაზის გაფართოების თვალსაზრისითაც გამორჩეული იყო - პირველად ბრენდის ისტორიაში ქართულ ბაზარზე ერთდროულად სამი სხვადასხვა ტიპის ძრავის მქონე მოდელი გახდა ხელმისაწვდომი. მათ შორის:
- Geely GeoMe - განახლებული ელექტრომობილი
პირველ კვარტალში „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ საოპერაციო ლიზინგით კომპანიებს 25-ზე მეტი Geely GeoMe-ის განახლებული ვერსია გადასცა. 2025 წელს ქართულ ბაზარზე შემოსული ეს მოდელი ახლა უკვე რესტაილინგ ვერსიით არის წარმოდგენილი.
- Geely Starship 7 - ევროპული Plug-in ჰიბრიდი
2026 წლის პირველ კვარტალში ბაზარს წარედგინა Geely Starship 7-ის ევროპული ვერსია - ბრენდის სამოდელო ხაზის პირველი Plug-in ჰიბრიდი, რომელიც სპეციალურად ევროპული ბაზრისთვის შეიქმნა. მოდელი ერთი დამუხტვით 120 კილომეტრს გადის, საწვავის საშუალო მოხმარება კი 100 კილომეტრზე 2-3 ლიტრია.
- Geely Preface - პრემიუმ სედანი შიგაწვის ძრავით
მნიშვნელოვანი სიახლეა Geely Preface - ბრენდის სამოდელო ხაზიდან სრულიად ახალი, პრემიუმ კლასის სედანი 2.0 ტურბო ძრავით, რომელიც ერთნაირად მიმზიდველია როგორც კორპორაციული, ისე საცალო მომხმარებლებისთვის.

„ჯილი ცენტრი თეგეტა“ პორტფელის გაფართოებას კვლავაც აგრძელებს. წლის მეორე ნახევარში ბაზარზე პრემიუმ მოდელი Geely Galaxy M9 გამოჩნდება, ასევე Geely Battleship - დიდი ზომის 7-ადგილიანი 4x4 დამუხტვადი ჰიბრიდი. მანამდე კი, აპრილიდან კომპანია ბაზარს „ჯილი ჰოლდინგში“ შემავალ კიდევ ერთ ახალ ბრენდს, Farizon-ს, წარუდგენს - სრულად ელექტრული კომერციული ავტომობილების ხაზს (მცირე და დიდი ზომის ფურგონები, პიკაპები, დახურული სატვირთოები და ავტომობილები, რომლებშიც ქარხნულად ინტეგრირებული მაცივარია მოთავსებული -18°C-მდე). Farizon საქართველოში პირველი ბრენდი იქნება, რომელიც ბიზნესს, მათ შორის, სადისტრიბუციო კომპანიებს, ჰიპერმარკეტებსა და სუპერმარკეტების ქსელებს ასეთი ტიპის სპეციალიზებულ კომერციულ ელექტრომობილებს შესთავაზებს.
Geely ზრდის სწრაფი ტემპით გამოირჩევა როგორც გლობალურ, ისე საქართველოს ბაზარზე. ბრენდმა 2025 წელი რეკორდული შედეგებით დაასრულა, ხოლო 2026 წლის პირველი კვარტალი ისტორიული მნიშვნელობის იყო - პირველად ჩინეთში, მსოფლიოს უდიდეს საავტომობილო ბაზარზე, სწორედ Geely გახდა ყველაზე გაყიდვადი ჩინური ავტომწარმოებელი.
--
„თეგეტა ჰოლდინგის“ ერთ-ერთ მიმართულებაში, „თეგეტა ქარსში“ შემავალი კომპანია „ჯილი ცენტრი თეგეტა“ ქართულ ბაზარზე 2023 წლიდან ოპერირებს. ის ჩინური ავტოგიგანტის Geely Auto-ს ერთადერთი ავტორიზებული იმპორტიორია საქართველოში. კომპანია ქართველ მომხმარებელს, Geely Auto-ს ბრენდის ახალი ავტომობილების გარდა, ორიგინალ ნაწილებსა და საგარანტიო სერვისსაც სთავაზობს. Geely Auto-ს ავტომობილები გამოირჩევა გამძლეობით, უსაფრთხოების სისტემებით, თანამედროვე ტექნოლოგიების ინტეგრაციითა და ხელმისაწვდომი ფასებით.
პოლიტიკა
- კვერცხის ფასთან ბრძოლაში გმირულად დაცემული პრემიერის ტყუილების კონა - გრიგოლ გეგელია ირაკლი კობახიძის ანგარიშზე
- აშშ-ის წინა ადმინისტრაცია ყველაფერს აკეთებდა იმისათვის, რომ ოპოზიციას არ ესარგებლა საკუთარი მანდატებით, მოხარულები ვართ, რომ ახალი ადმინისტრაციის მიდგომა არის განსხვავებული - ირაკლი კობახიძე
- EU-ის წერილი ალიანსს: საქართველოს მთავრობამ უნდა შეცვალოს მოქმედების კურსი
- ამ ადამიანს აუხსნას ვინმემ, რომ საქართველო არ აპირებს, დაადგეს არც უკრაინის და არც მოლდოვის მიერ არჩეულ ევროკავშირისკენ მიმავალ გზას - შალვა პაპუაშვილი პეტერ ფიშერზე
მსოფლიო
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
- რუსეთის მასირებული თავდასხმის შედეგად, დნიპროში დაღუპულთა რაოდენობა 12-მდე გაიზარდა, მათ შორის 2 ბავშვია
- რუსულ დრონთან დაკავშირებული ინციდენტი ნატო-ს ხელშეკრულების მე-4 მუხლის გააქტიურების საფუძველს იძლევა - რუმინეთის საგარეო უწყება
- რუსეთის აგრესიულმა ომმა კიდევ ერთი ზღვარი გადალახა, სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ რუმინეთს, ვამზადებთ სანქციების 21-ე პაკეტს - ურსულა ფონ დერ ლაიენი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
- „თეგეტამ“ Datamind-თან პარტნიორობით მონაცემთა მართვის სისტემა გარდაქმნა
- „გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტას“ ახალი კამპანია საგზაო უსაფრთხოების კულტურის გასაძლიერებლად
- RECSOL – „თეგეტას“ პროექტი, რომელიც საქართველოში ნარჩენების მართვის სისტემას ცვლის
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















