Apple-ს კომპიუტერის მართვა „ჟესტების ენით“ იქნება შესაძლებელი

საქართველო, თბილისი - 11:59 | 17.03.2016
ნანახია: 1597

 

აშშ-ს პატენტისა და სავაჭრო ნიშნების ბიურომ კომპანია Apple-ის 40-ზე მეტი ახალი პატენტი გამოაქვეყნა.
გამოქვეყნებული მასალიდან, ერთ-ერთი პატენტი ე.წ. „ჟესტების ენით“ „ჩაკბეჩილი ვაშლის“ პროდუქციის მართვას ითვალისწინებს, საუბარია ტელევიზორის და კომპიუტერის მართვაზე.

უნდა აღინიშნოს, რომ მსგავსი ადრე Microsoft-საც სურდა, თუმცა მისმა პროექტმა Kinect-ი სათანადო მხარდაჭერა ვერ პოვა.

აღნიშნული ფუნქციის მიღწევას კუპერდინოში სპეციალური კამერისა და სენსორებით გეგმავენ, რომლებიც ერთდროულად რამდენიმე ფუნქციას შეასრულებენ.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე