“ვაიზერი” პირველი სადაზღვევო კომპანიაა საქართველოში, რომელმაც MedVeritas Global-თან პარტნიორობა დაიწყო

საქართველო, თბილისი - 12:24 | 29.05.2026
ნანახია: 72

ვაიზერი პირველი სადაზღვევო კომპანიაა საქართველოში, რომელმაც MedVeritas Global-თან პარტნიორობა დაიწყო და თავის დაზღვეულებს 20%-იან ფასდაკლებას სთავაზობს უნიკალურ სერვისზე.

პარტნიორობის ფარგლებში “სადაზღვევო კომპანია ვაიზერის” დაზღვეულებს შესაძლებლობა ეძლევათ ამერიკის წამყვანი ექიმების ექსპერტული სამედიცინო კონსულტაცია სწრაფად და უსაფრთხოდ მიიღონ რთული სამედიცინო შემთხვევებისა და დიაგნოზების დროს, როდესაც მნიშვნელოვანია მეორე აზრის მოძიება და საერთაშორისო ექსპერტული ცოდნის გაზიარება.

MedVeritas Global წარმოადგენს კოორდინირებულ სამედიცინო, ტექნოლოგიურ და ოპერაციულ პლატფორმას. პლატფორმა აკავშირებს ქართველ პაციენტებს აშშ-ს წამყვან სპეციალისტებთან და უზრუნველყოფს მაღალი დონის პროფესიულ სამედიცინო კონსულტაციებზე წვდომას.

პლატფორმის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა ექიმების შერჩევის მკაცრი ამერიკული სტანდარტია, სადაც მნიშვნელოვანია არა მხოლოდ კვალიფიკაცია, არამედ ექიმის ემპათია და პაციენტების შეფასება.

“მედვერიტას გლობალის ყველა ექიმი არის სერტიფიცირებული, ლიცენზირებული ამერიკაში და აქვს აქტიური პრაქტიკული გამოცდილება. ჩვენთვის პროფესიინალიზმთან ერთად გადამწყვეტია ყველა ექიმი ჩართული იყოს სამეცნიერო კვლევებში და ჰქონდეს პუბლიკაციები. არანაკლებ მნიშვნელოვანია, როგორი რეპუტაციით სარგებლობენ ეს ექიმები უშუალოდ პაციენტებში. აშშ-ში ათასობით პაციენტის შეფასებაზე დაყრდნობით, ექიმის რეიტინგი ვარსკვლავებით განისაზღვრება. ეს კრიტერიუმები გვაძლევს საშუალებას, პაციენტს შევთავაზოთ არა მხოლოდ მაღალი ხარისხის სამედიცინო მოსაზრება, არამედ განსაკუთრებული მხარდაჭერა.”- აცხადებენ MedVeritas Global-ში.

“სადაზღვევო კომპანია ვაიზერი” დაზღვეულებს მაქსიმალურად კომფორტულ და ინოვაციურ სერვისებს სთავაზობს. მედვერიტასთან თანამშრომლობით ჩვენ დაზღვეულებს შესაძლებლობა ეძლევათ მარტივად მიიღონ პროფესიონალური რჩევა და კონსულტაცია გაიარონ აშშ-ს ცნობილ ექიმებთან და სხვადასხვა სასმედიცინო მიმართულების სპეციალისტებთან. ეს გვაძლევს საშუალებას, მაღალი ხარისხის სადაზღვევო მომსახურებასთან ერთად, ჩვენი დაზღვეულებისთვის ხელმისაწვდომი გავხადოთ უნიკალური და კომფორტული სამედიცინო სერვისი ამერიკელ სპეციალისტებთან”- აცხადებენ სადაზღვევო კომპანია ვაიზერში.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე