ირმა ქავთარაძემ მცირე და საშუალო მეწარმეობისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა
საქართველო, თბილისი - 16:12 | 22.03.2016 ნანახია: 1479
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD), ევროკომისიიის, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD), ევროპის განათლების ფონდის (EFT) ორგანიზებით 22 მარტს სასტუმროში „თბილისი მარიოტი“ ერთობლივი ღონისძიება გაიმართა, რომლის დროსაც „მცირე და საშუალო მეწარმეობის პოლიტიკის ინდექსის აღმოსავლეთ პარტიორობის ქვეყნებში - 2016“, „საქართველოს მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების სტრატეგიისა 2016 – 2020 წლებისთვის“ და 2016 -2017 წლებში აღნიშნული სტრატეგიის სამოქმედო გეგმის პრეზენტაცია გაიმართა.
ერთობლივ ღონისძიებაში მონაწილეობდნენ საქართველოს მთავრობის, საერთაშორისო საფინანსო და დონორი ორგანიზაციების, სამეცნიერო-ექსპერტული და ბიზნეს წრეების წარმომადგენლები.
აუდიტორიას მისასალმებელით სიტყვით მიმართეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირმა ქავთარაძემ, ევროკავშირის ელჩმა საქართველოში იანოშ ჰერმანმა და OECD-ის კონკურენტუნარიანობის პროგრამის ხელმძღვანელმა ანტონიო სომმამ.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის ირმა ქავთარაძის განცხადებით, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების მიზნით, საქართველოს მთავრობამ განვითარების სტრატეგია 2016 – 2020 წლებისათვის და მისი სამოქმედო გეგმა შეიმუშავა. ირმა ქავთარაძის განცხადებით, ბოლო წლებში საქართველომ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მიიღო მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების მიმართულებით, რის გამოც, მისი პოზიცია საგრძნობლად გაუმჯობესდა OECD-ის ბოლო კვლევაში „მცირე და საშუალო მეწარმეობის ინდექსი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში“. ინდექსის თანახმად, საქართველოს კვლევის 12 კომპონენტიდან 7-ში მოწინავე ადგილი უკავია, აღმოსავლეთ პარტნიორობის ყველა ქვეყანას შორის კი პირველ პოზიციაზე.
კვლევის თანახმად, საქართველომ განახორციელა ცვლილებები სხვადასხვა მიმართულებით (მათ შორის. მცირე და საშუალო ბიზნესის საინოვაციო პოლიტიკა და გაკოტრებისა და რეაბილიტაციის საკითხები). მიუხედავად საგარეო შოკებისა, შეინარჩუნა მაკროეკონომიკური სტაბილურობა, ასევე, მიმზიდველი ბიზნეს-გარემო და გამარტივებული რეგულაციები და პროცედურები. საქართველომ გააფართოვა მიდგომა მცირე და საშუალო საწარმოთა მხარდასაჭერად და განახორციელა მიზნობრივი ღონისძიებები, მათ შორის:
- შეიქმნა ორი ახალი ინსტიტუცია - მეწარმეობის განვითარების და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოები, რომელთა მიზანია მეწარმეებისთვის ფინანსური და ტექნიკური დახმარების უზრუნველყოფა, ინოვაციების და ექსპორტის ხელშეწყობა და სხვა;
- მნიშვნელოვანი პროგრესი იქნა მიღწეული რიგ მაჩვენებლებში, მათ შორის: ბიზნესის მხარდამჭერი ინფრასტრუქტურა, ფინანსებზე ხელმისაწვდომობა, ტექნიკური ბარიერები ვაჭრობაში, მცირე და საშუალო საწარმოთა ინტერნაციონალიზაცია, ინოვაციები;
- 2014 წელს ხელი მოეწერა ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებას, რომლის განუყოფელი ნაწილია DCFTA, რომელიც წარმოადგენს როგორც შესაძლებლობას, ასევე მნიშვნელოვან გამოწვევას მცირე და საშუალო ბიზნესისათვის. შეთანხმებით გათვალისწინებული რეფორმების განხორციელება ხელს შეუწყობს საქართველოში ევროპული ნორმების დანერგვას, რაც თავის მხრივ, განაპირობებს ბიზნესის კონკურენტუნარიანობის ზრდას და მათ ჩაბმას გლობალურ ღირებულებათა ჯაჭვში.
ერთობლივ ღონისძიებაზე ასევე გაიმართა საქართველოს მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების სტრატეგიის 2016 – 2020 წლებისათვის და მისი სამოქმედო გეგმის (2016 – 2017 წლებისათვის) პრეზენტაცია. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ განვითარებულ ქვეყნებში მცირე და საშუალო საწარმოებს მოქმედ ბიზნესში დიდი წილი უკავია და ქმნის სამეწარმეო სექტორის მთლიანი ბრუნვის 50 პროცენტზე მეტს და ყოველი სამი სამუშაო ადგილიდან ორს კერძო სექტორში. რაც შეეხება საქართველოს, სტრატეგიის დოკუმენტის თანახმად, მთავრობა ეკონომიკური განვითარების პროცესში განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარებას და ხელს უწყობს მისი კონკურენტუნარიობის ამაღლებას. მათ შორის, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების (რომლის განუყოფელი ნაწილია ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება (DCFTA)) კონტექსტში. DCFTA-ის მოთხოვნებთან ადაპტაცია და მათი შესრულება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, რათა ბიზნესმა შეძლოს ექსპორტის პოტენციალის შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოყენება. შესაბამისად, გარდა საკანონმდებლო და ინსტიტუციური დაახლოებისა, დიდი მნიშვნელობა ენიჭება კერძო სექტორის, მათ შორის, მცირე და საშუალო საწარმოების მიერ DCFTA-ის მოთხოვნების დაკმაყოფილებას.
წინამდებარე სტრატეგიის, რომელიც ეფუძნება ევროპული მცირე ბიზნესის აქტის „უპირველესად იფიქრე მცირეზე“ (Think Small First ) პრინციპს, მთავარი მიზანი არის მცირე და საშუალო მეწარმეობის სექტორის კონკურენტუნარიანობის გაძლიერება, რაც შექმნის მნიშვნელოვან საფუძველს ინკლუზიური და მდგრადი ეკონომიკური ზრდისთვის. სტრატეგიაში დასახულია მიზნები, რომელთა მიღწევა უნდა მოხდეს 2020 წლისთვის.
პოლიტიკა
- ყველა პირი, რომელსაც F, M ან J არასაიმიგრაციო ვიზებზე შეაქვს განაცხადი, ვალდებულია, შეცვალოს სოციალური ქსელების კონფიდენციალურობის პარამეტრები და გახადოს საჯარო - აშშ-ის საელჩო
- აუცილებელია, 20 ივნისის საქმეზე არა იმის გამოძიება, პოლიციელებმა რატომ გამოიყენეს სპეციალური საშუალებები, არამედ რატომ მოხდა საპოლიციო ოპერაციის ისე დაგეგმვა, რომ ადამიანები დაშავდნენ - გია ვოლსკი
- არაფერი არ უქმდება, ფუნქციები გადანაწილდება სტრუქტურებში - ლევან მაჭავარიანი უსაფრთხოების საბჭოზე
- კიდევ დამიბარეს არალეგიტიმური პარლამენტის არალეგიტიმურ კომისიაში, მგონი მკაფიოდ გითხარით, არ გაღიარებთ, მოსვლას არ ვაპირებ - მამუკა ხაზარაძე
საზოგადოება
- გამოჩნდი! – „ინდიანი“ ახალ მოტომფლობელს ელოდება
- ქობულეთის დაბა ოჩხამურში ჯილეხი დადასტურდა
- ჟურნალისტი დასაჯეს და კიდევ უნდა მიუსაჯონ, ამბობენ, რომ პოლციელს შეურაცხყოფა მიაყენა, რატომ არ დაიჭირეს ისინი, ვინც ჟურნალისტებს ფეხებით შედგნენ და სცემეს? - არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი
- ჯანსუღ კახიძის საიუბილეო კონცერტები რეგიონებში „თეგეტას“ მხარდაჭერით გაიმართება
სამართალი
- ბადრი ჯაფარიძის საქმეზე განაჩენი 23 ივნისს გამოცხადდება
- პროკურატურამ მოსამართლისთვის წყლის შესხმის ფაქტზე ნიკა მელიას ბრალდება წარუდგინა
- ყალბმა კომისიამ პოლიტიკური ნიშნით დამიბარა გამოძიებაზე, არანაირი თანამდებობა მე არ მქონია იმ პერიოდში - ბადრი ჯაფარიძე
- წულუკიანი რატომ არ მოიყვანეთ? ადამიანი, რომელმაც თანაშემწის "სიგნალის" „ჩათით“ დამიბარა, მოდიო, ჩემი დაქალია თუ ვინაა, ვერ გავიგე?! - მამუკა ხაზარაძე
მსოფლიო
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობაში მყოფი მებრძოლების კიდევ ერთი ჯგუფი დაიბრუნა
- ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურასა და მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმებს გამართლება არ აქვს - ემანუელ მაკრონი ისრაელ-ირანზე
- ვაფრთხილებ ხამენეის, კარგად ახსოვდეს, რა დაემართა მეზობელი ქვეყნის დიქტატორს - ისრაელ კაცი
- ეს არის მშვიდობა ძალის მეშვეობით და ამერიკა უპირველეს ყოვლისა, აშშ ახლო აღმოსავლეთში თავდაცვით პოზიციას იკავებს - პიტ ჰეგსეთი ირანზე
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- იტალიური სუპერქარი საქართველოში – Lamborghini-ს შოურუმი თბილისში ოფიციალურად გაიხსნა
- Prime მომსახურება ბიზნესპარტნიორებისთვის - მომხმარებელზე ზრუნვის ახალი სტანდარტი „თეგეტა ბიზნესისგან“
- საქართველოში Lamborghini-ს შოურუმი გაიხსნა - ბრენდი პირველ ეტაპზე 30 ავტომობილის გაყიდვას გეგმავს
- „თეგეტა ბიზნესის“ ფარგლებში Shell-ისა და Mobil-ის პროდუქციაზე განსაკუთრებული შეთავაზება იმოქმედებს
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება