მაგდა პაპიძის საქმეზე ნაფიცი მსაჯულების შერჩევა იწყება

საქართველო, თბილისი - 09:56 | 07.04.2016
ნანახია: 1926

ნაფიცი მსაჯულების შერჩევა იწყება დღეს მაგდა პაპიძის საქმეზე. ბრალდებულმა წინა სასამართლო სხდომაზე თავად მოითხოვა, რომ ეს საქმე ნაფიცმა მსჯულებმა განიხილონ.

დღეს პირველი შესარჩევი სხდომა გაიმართება. ნაფიც მსაჯულთა სასამართლო არა უმეტეს 12 მსაჯულისგან და 2 სათადარიგო მსაჯულისგან შედგება.

მაგდა პაპიძეს მეუღლისა და შვილის მკვლელობისთვის აქვს ბრალი წარდგენილი. ის თავს დამნაშავედ არ ცნობს. გამოძიებას უნდობლობას უცხადებენ მისი ოჯახის წევრები



მსოფლიო



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე