მთავრობა ტრანსპორტის პოლიტიკის დოკუმენტისა და სამოქმედო გეგმის შემუშავებაზე მუშაობს
საქართველო, თბილისი - 11:39 | 09.04.2016 ნანახია: 1535
ქვეყნის გეოპოლიტიკური მდებარეობიდან გამომდინარე, ქვეყნის სატრანსპორტო და სატრანზიტო პოტენციალის სრულად რეალიზება საქართველოს მთავრობის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს.
როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვიტარების სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, დარგის შემდგომი განვითარებისთვის დიდი მნიშვნელობა ენიჭება ტრანსპორტის პოლიტიკის დოკუმენტისა და მისი სამოქმედო გეგმის შემუშავებას საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით.
აღნიშნული მიზნით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო აქტიურად თანამშრომლობს აზიის განვითარების ბანკთან, რომელმაც ტრანსპორტის პოლიტიკის დოკუმენტისა და მისი სამოქმედო გეგმის შემუშავების მიზნით საქართველოს ტექნიკური დახმარების პროექტის ფარგლებში 750 000$ აშშ დოლარის ოდენობის გრანტი გამოუყო.
დოკუმენტზე აღნიშნული ტექნიკური დახმარების ფარგლებში დაქირავებული საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტები ერთობლივად მუშაობდნენ.
მუშაობის პროცესში ექსპერტებმა შეხვედრები გამართეს, როგორც სახელმწიფო, ასევე, კერძო სექტორის წარმომადგენლებთან. ექსპერტებმა უკვე მოამზადეს დოკუმენტის პროექტი, რომელშიც გაერთიანებულია მიღებული შენიშვნები და ბოლო ცვლილებები.
ტრანსპორტის პოლიტიკის დოკუმენტისა და სამოქმედო გეგმის იმპლემენტაცია ხელს შეუწყობს სატრანსპორტო სექტორის მუშაობის ეფექტიანობის დონის ამაღლებას, ქვეყნის ინტეგრაციას საერთაშორისო სატრანსპორტო სისტემებში და ტრანსპორტის სფეროში დამატებითი ინვესტიციების მოზიდვას.
პოლიტიკა
- სპეცრაზმელების დაკავება ცალსახად კავშირშია აშშ-ს სახელმწიფო მდივნის წარმომადგენლის ვიზიტთან, სავარაუდოდ, ცდილობენ ამერიკელებს მიყიდონ, რომ მოძალადეები დააკავეს - ზურაბ ჯაფარიძე
- ჩვენ გვაქვს ჩვენი ხელწერა, ამბიცია, რომ ვიმოქმედოთ ევროპულზე და ამერიკულზე მაღალი სტანდარტით - ირაკლი კობახიძე ძალოვანების დაკავებაზე
- 300 ათასი ქართველი რომ არა, არანაირი ევროკავშირი და ევროპის დღე არ იარსებებდა - პაპუაშვილი
- პაპუაშვილი ერთი ზვიგენიანი მილიარდერის მონაა და იძულებულია ყოველ მეორე დღეს დებილობები ილაპარაკოს - ზურაბ ჯაფარიძე
მსოფლიო
- უკრაინის ძალებმა დაარტყეს იაროსლავლში ნავთობობიექტს, რომელიც საზღვრიდან 700 კილომეტრში მდებარეობს, უკრაინის "შორი მოქმედების სანქციები" გრძელდება - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაარღვია, სამხედრო და სადაზვერვო ანგარიშების საფუძველზე მივიღებთ გადაწყვეტილებებს შემდგომ ნაბიჯებზე - ვოლოდიმირ ზელენსკი
- პუტინის არმიამ აპრილში, უკრაინაში 120 კმ²-ით უკან დაიხია, დროა, კრემლმა თვალები გაახილოს და თავისი გაუმართლებელი და აგრესიული ომი დაასრულოს - ჟან-ნოელ ბარო
- ირანი შერცხვენილია, ის ჰორმუზის სრუტის კონტროლს ვერ ახერხს - პიტ ჰეგსეტი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- "გაიარე მეტი" Bridgestone-თან ერთად - თბილისში "თეგეტა მოტორსის" მასშტაბური ინსტალაციები გამოჩნდა
- „გაიარე მეტი“ – „თეგეტა მოტორსმა“ მომხმარებელს მაისში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა
- „საუკეთესო სანახაობა შენ წინაა“ - Steelcraft-მა ახალი კამპანია დაიწყო
- საკულტო მოდელით შთაგონებული: ახალი Cayenne Coupé Electric
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა

















