მინსკში აჭარის სტენდმა ინდივიდუალური სტილისა და პრეზენტაციის მაღალი ხარისხისთვის სპეციალური ჯილდო მიიღო
საქართველო, თბილისი - 15:31 | 11.04.2016 ნანახია: 1519
აჭარის სტენდმა ბელარუსის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე „Leisure 2016“ ინდივიდუალური სტილისა და პრეზენტაციის მაღალი ხარისხისთვის სპეციალური ჯილდო მიიღო.
როგორც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში განმარტავენ, გამოფენაზე რეგიონის სტენდი განსაკუთრებული ხალმრავლობით გამოირჩეოდა. აჭარის სტენდი გამოფენაზე მოინახულა საქართველოს ელჩმა ბელარუსში დავით კოტარიამაც, რომელმაც აჭარის სტენდს განსაკუთრებულად საინტერესო და ტურისტებისთვის მიმზიდველი უწოდა.
წელს, პირველად ქართულ ტრადიციულ სტილში მოწყობილ აჭარის საგამოფენო სტენდთან ვიზიტორებს საშუალება ჰქონდათ ქართული, ხალხური სიმღერები მოესმინათ და ტრადიციული კერძები დაეგემოვნებინათ, ასევე მონაწილეობა მიეღოთ აჭარული ხაჭაპურის დამზადების კულინარიულ მასტერკლასში. გამოფენის მსვლელობისას განსაკუთრებულ ყურადღებას ხელვაჩაურის ფოლკლორული ანსამბლ „ათძალი“-ს მიერ შესრულებული ქართული, ხალხური სიმღერები იპყრობდა.
„სასიხარულოა, რომ გამოფენის განმავლობაში არ წყდებოდა ვიზიტორთა ნაკადი ჩვენს სტენდთან. ისინი მოხიბლულები იყვნენ ჩვენი ფოლკლორითა და სამზარეულოთი. სპეციალური ჯილდოც, რომელიც გამოფენის ორგანიზატორებისგან მივიღეთ მეტყველებს იმაზე, რომ გამოფენაზე რეგიონი ღირსეულად წარვადგინეთ ჩვენი არამატერიაური კულტურითა და ტურისტული პოტენციალით. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი გამოფენის ვიზიტორთა უმრავლესობა მიმდინარე წელს არჩეევანს აჭარაზე შეაჩერებს, რათა უკვე ჩვენს სამშობლოში მიიღონ ის დადებითი ემოციები, რაც გამოფენაზე ვაჩუქეთ მათ,“ განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე მამუკა ბერძენიშვილმა.
აჭარის ტურიზმის დეპარტარტამენტის ვიზიტი მინკში რეგიონის ტურისტული პოტენციალის მიზნით წარმატებით დასრულდა. დეპარტამენტის წარმომადგენლები ბელარუსში 5-9 აპრილის განმავლობაში იმყოფებოდნენ. დეპარტამენტთან ერთად გამოფენაზე რეგიონს პოპულარიზაციას ტურისტული კომპანიები „აჭარა ტური“ და „ქეფითალ ჯორჯია თრეველი“ და „მიმინო თრეველი“ უწევდნენ.
ბელორუსი აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტისთვის უმნიშვნელოვანეს ტურისტული ბაზარს წარმოადგენს, სადაც ტურისტების მოზიდვის მიზნით პიარ და მარკეტინგული ღონისძიებები მეოთხე წელია ხორციელდება. 2016 წლის სეზონისთვის აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტემანტმა უკვე დაწყო პიარ-აქტივობები ბელარუსიაში, რაც როგორც გარე და ონლაინ რეკლამას, ასევე პრესს და ინფო ტურების ორგანიზებას და აჭარის შესახებ სპეციალური გადაცემების მომზადებას ითვალისწინებს.
პოლიტიკა
- სპეცრაზმელების დაკავება ცალსახად კავშირშია აშშ-ს სახელმწიფო მდივნის წარმომადგენლის ვიზიტთან, სავარაუდოდ, ცდილობენ ამერიკელებს მიყიდონ, რომ მოძალადეები დააკავეს - ზურაბ ჯაფარიძე
- ჩვენ გვაქვს ჩვენი ხელწერა, ამბიცია, რომ ვიმოქმედოთ ევროპულზე და ამერიკულზე მაღალი სტანდარტით - ირაკლი კობახიძე ძალოვანების დაკავებაზე
- 300 ათასი ქართველი რომ არა, არანაირი ევროკავშირი და ევროპის დღე არ იარსებებდა - პაპუაშვილი
- პაპუაშვილი ერთი ზვიგენიანი მილიარდერის მონაა და იძულებულია ყოველ მეორე დღეს დებილობები ილაპარაკოს - ზურაბ ჯაფარიძე
მსოფლიო
- უკრაინის ძალებმა დაარტყეს იაროსლავლში ნავთობობიექტს, რომელიც საზღვრიდან 700 კილომეტრში მდებარეობს, უკრაინის "შორი მოქმედების სანქციები" გრძელდება - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაარღვია, სამხედრო და სადაზვერვო ანგარიშების საფუძველზე მივიღებთ გადაწყვეტილებებს შემდგომ ნაბიჯებზე - ვოლოდიმირ ზელენსკი
- პუტინის არმიამ აპრილში, უკრაინაში 120 კმ²-ით უკან დაიხია, დროა, კრემლმა თვალები გაახილოს და თავისი გაუმართლებელი და აგრესიული ომი დაასრულოს - ჟან-ნოელ ბარო
- ირანი შერცხვენილია, ის ჰორმუზის სრუტის კონტროლს ვერ ახერხს - პიტ ჰეგსეტი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- "გაიარე მეტი" Bridgestone-თან ერთად - თბილისში "თეგეტა მოტორსის" მასშტაბური ინსტალაციები გამოჩნდა
- „გაიარე მეტი“ – „თეგეტა მოტორსმა“ მომხმარებელს მაისში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა
- „საუკეთესო სანახაობა შენ წინაა“ - Steelcraft-მა ახალი კამპანია დაიწყო
- საკულტო მოდელით შთაგონებული: ახალი Cayenne Coupé Electric
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა

















