ღვინის ეროვნულ სააგენტოსა და ნანჩანის ქართული ღვინის ცენტრს შორის მემორანდუმი გაფორმდა
საქართველო, თბილისი - 11:29 | 16.04.2016 ნანახია: 1553საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ ღვინის ეროვნულ სააგენტოსა და ჩინეთის პროვინცია ძიანსის ქალაქ ნანჩანის ქართული ღვინის ცენტრს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტი მიზნად ისახავს თანამშრომლობის გაძლიერებას, კოორდინირებული აქტივობების, ერთობლივი საგანმანათლებლო ღონისძიებებისა და პროგრამების განხორციელებას ჩინეთში ქართული ღვინის პოპულარიზაციის, ცნობადობისდა ექსპორტის გაზრდის მიზნით.
მემორანდუმზე ხელი ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, გიორგი სამანიშვილმა და ნანჩანის ქართული ღვინის ცენტრის დირექტორმა, ჯიმინ ლიუმ (Jimin Liu) მოაწერეს. ღონისძიებას საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლევან დავითაშვილი, ასოციაცია „ქართული ღვინო“-ს და „კახეთის მეღვინეთა გილდიის“ წარმომადგენლები დაესწრნენ.
მინისტრის მოადგილის განცხადებით, აღნიშნული მემორანდუმი წინგადადგმული ნაბიჯია ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდისა და პოპულარიზაციის კუთხით.
“საქართველოს მთავრობის თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგია, რომ ჩვენ ვახდენთ ბაზრების დივერსიფიკაციას. ქართული ღვინის ექსპორტი სტაბილურად იზრდება ჩინეთის ბაზარზე. აღმოსავლეთ ევროპის, აშშ-ს და სამხრეთ აზიის ქვეყნებთან ერთად, ჩინეთი არის ერთ-ერთი მიზნობრივი მიმართულება, სადაც ჩვენ თანმიმდევრულად ვმუშაობთ და გვაქვს კიდეც შედეგები. ქართული ღვინის ცენტრში იქნება მუზეუმი, სადაც ქართული ღვინის კულტურის გამოფენა მოეწყობა. ეს ღონისძიებები საბოლოო ჯამში ქართულ ღვინოს საერთაშორისო სახელს მოუტანს და დაამკვიდრებს, როგორც საერთაშორისოდ მნიშვნელოვან კატეგორიას“ - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.
ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ განსაკუთრებით მნიშვნელოვანი უწოდა ქართული ღვინის ცენტრის გახსნას ჩინეთის ისეთ დიდ პროვინციაში, როგორიცაა ძიანსი, სადაც მოსახლეობა 40 მლნ აღწევს. ქალაქი ნანჩანი წარმოადგენს პროვინციის ადმინისტრაციულ ცენტრს.
„ეს არის ყველაზე მასშტაბური ღვინის სახლი, სადაც ძიანსის მომხმარებელს შეეძლება მივიდეს, გაიცნოს ქართული ღვინის კულტურა, გასინჯოს და შეიძინოს ქართული ღვინო. ძიანსის პროვინცია, სადაც დაახლოებით 40 მლნ მოსახლე ცხოვრობს, ქართული ღვინის ჩინეთში ექსპორტის თვალსაზრისით, ზოგადად ძალიან მნიშვნელოვანია“ - აღნიშნა გიორგი სამანიშვილმა.
ნანჩანის ღვინის ცენტრის ხელმძღვანელმა ხაზი გაუსვა, რომ ბოლო წლებში ჩინეთში გაიზარდა მოთხოვნილება ქართულ ღვინოზე.
„მემორანდუმი ემსახურება ქართულ-ჩინური ურთიერთობების განმტკიცებას კულტურისა და ეკონომიკის სფეროების მიმართულებით. ჩემის აზრით, ქართული ღვინო საუკეთესოა მთელს მსოფლიოში და დარწმუნებული ვარ, რომ სულ უფრო და უფრო მეტი ჩინელი გაიგებს ქართული ღვინის და ქართული კულტურის, განსაკუთრებით კი, ქართული წითელი ღვინოების შესახებ“ - აღნიშნა ჯიმინ ლიუმ.
მემორანდუმის გაფორმების შემდეგ ჩინური მხარის დელეგაციის წევრებს შესაძლებლობა მიეცათ დაეგემოვნებინათ სხვადასხვა სტილის ქართული ღვინოები.
ნანჩანის ქართული ღვინის ცენტრის მშენებლობა დასრულებულია და ოფიციალური გახსნა უახლოეს პერიოდში იგეგმება. ცენტრი განთავსებულია 1600 კვადრატულ მეტრ ფართობზე და მოიცავს სადეგუსტაციო ოთახებს, ქართული ღვინის კომპანიების წარმომადგენლობებს, საექსპოზიციო დარბაზებს, მუზუემს, ენოთეკას, ქართულ რესტორანსა და სხვა.
2015 წელი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ქართული ღვინის ექსპორტის კუთხით - ზრდამ 2014 წელთან შედარებით 122%-ს მიაღწია, ექსპორტმა ჯამში 2 672 154 ბოთლი (0,75 ლ) შეადგინა. ჩინეთმა ქართული ღვინის ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეულში მეოთხე ადგილი დაიმკვიდრა რუსეთის, ყაზახეთისა და უკრაინის შემდეგ. ზრდის ტემპები წელსაც შენარჩუნებულია - მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ჩინეთში ექსპორტირებულია 372 ათას ბოთლამდე ღვინო, რაც 2%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.
პოლიტიკა
- როგორც ვიცით, პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით მცირედი უკეთესობა შეინიშნება - მეუფე შიო
- როგორც პოლიტპატიმარი, მკაფიოდ და კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებაზე და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს - ელენე ხოშტარია
- „ქართულ ოცნებას“ მოვუწოდებთ, შეწყვიტოს რეპრესიები,საფრანგეთი მხარს უჭერს ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს, რომელსაც „ქართულმა ოცნებამ“ უღალატა - ბენჟამენ ჰადადი
- ევროკავშირს თუ ნამდვილად სურს საქართველოსთან ურთიერთობის გამოსწორება, გზა მარტივია: პატივი სცეს ქართველ ხალხს, მის დემოკრატიულ არჩევანს და ევროპული ღირებულებებს, სხვა გზა უბრალოდ არ არსებობს - შალვა პაპუაშვილი
საზოგადოება
- მართლმადიდებელი ქრისტიანებისთვის ილია მეორე განსაკუთრებულად დიდი და კეთილი მწყემსია, ახლა უნდა დავეხმაროთ ჩვენი ლოცვით - ეპისკოპოსი ჯუზეპე პაზოტო
- თბილისში, მობილური ტელეფონის ქურდობის ფაქტზე 1 პირი დააკავეს
- რაც ქალებს ყველაზე მეტად სჭირდებათ, ჩვენთან არ იყიდება
- ქალი მართავს – "თეგეტამ" მარტის კამპანია დაიწყო
სამართალი
- უჩა ნანუაშვილი სუს-ში გამოკითხვაზე დაიბარეს, ყოფილი სახალხო დამცველი მაგისტრატი მოსამართლის წინაშე გამოკითხვას ითხოვს
- კახეთში ახალგაზრდა კაცს თანხის გამოძალვის მიზნით, პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალა სოციალურ ქსელში გაუვრცელეს, რის შემდეგაც მან თავი მოიკლა - დაკავებულია 2 პირი
- თბილისში უცხო ქვეყნის მოქალაქეს ყაჩაღურად თავს დაესხნენ
- დააკავეს 4 არასრულწლოვანი, რომელთაც აფთიაქებიდან და მაღაზიიდან პროდუქცია გაიტაცეს
მსოფლიო
- უკრაინა, ნავთობსადენ „დრუჟბას“ აღსადგენად ფინანსური და ტექნიკური დახმარების შესახებ ევროკავშირის შეთავაზებას დათანხმდა
- მჯერა, კუბის აღების პატივი მექნება, ვფიქრობ, შემიძლია, მასთან გავაკეთო ის, რაც მინდა - დონალდ ტრამპი
- ლონდონი მოკავშირეებთან ერთად ჰორმუზის სრუტის ხელახლა გახსნისთვის მუშაობს, თუმცა ეს რთული ამოცანაა - კირ სტარმერი
- სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ბელარუსის მიერ კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი შესაძლო დანაშაულების გამოძიება დაიწყო - Reuters
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- Tegeta Truck & Bus ტრანსპორტისა და ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენაზე MAN-ის ახალი თაობის სატვირთო ავტომობილით წარდგა
- GRAS 2026 - „თეგეტა გრინ პლანეტისა“ და Wasteless-ის ორგანიზებით თბილისში საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა
- საავტომობილო ბრენდების მრავალფეროვანი არჩევანი ერთ სივრცეში - ბათუმში „ავტო გალერის“ შოურუმი გაიხსნა
- „წლის ქალთა გაძლიერების პროექტი“ - „თეგეტა“ EBA-ს ფორუმზე დაჯილდოვდა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება

















