დსთ-ის ქვეყნებთან საგარეო სავაჭრო ბრუნვა 15 %-ით შემცირდა

საქართველო, თბილისი - 11:43 | 19.04.2016
ნანახია: 1372

დსთ-ის ქვეყნებთან საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2016 წლის იანვარ-მარტში 574 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა (2015 წლის იანვარ-მარტთან შედარებით 15 პროცენტით ნაკლები). აქედან ექსპორტი 129 მლნ. აშშ დოლარი (26 პროცენტით ნაკლები), ხოლო იმპორტი 445 მლნ. აშშ დოლარი იყო (11 პროცენტით ნაკლები). საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში დსთ-ის ქვეყნების წილი 27 პროცენტი იყო, მათ შორის ექსპორტში 29 პროცენტი და იმპორტში 26 პროცენტი (2015 წლის იანვარ-მარტში  შესაბამისად 29, 35 და 28 პროცენტი). 2016 წლის იანვარ-მარტში დსთ-ის ქვეყნებზე მოდიოდა სავაჭრო დეფიციტის 25 პროცენტი (2015 წლის იანვარ-მარტში ასევე 25 პროცენტი).


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე