უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2016 წლის იანვარ-მარტში სამკურნალო საშუალებები იყო

საქართველო, თბილისი - 11:12 | 19.04.2016
ნანახია: 1514

უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2016 წლის იანვარ-მარტში სამკურნალო საშუალებები იყო, რომლის იმპორტმა 260 მლნ. აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 15 პროცენტი შეადგინა. მეორე ადგილზე იმყოფებოდა ნავთობის აირების და აირისებრი ნახშირწყალბადების სასაქონლო ჯგუფი 124 მლნ. აშშ დოლარით, რაც იმპორტის 7 პროცენტი იყო. მესამე ადგილზე მსუბუქი ავტომობილების სასაქონლო ჯგუფი დაფიქსირდა 99 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 6 პროცენტი).    


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე