Apple Inc-ი iPhone-ის წარმოების დაბალ მაჩვენებელს მეორე კვარტალშიც შეინარჩუნებს

საქართველო, თბილისი - 12:16 | 19.04.2016
ნანახია: 1469

კორპორაცია Apple Inc- iPhone-ის წარმოების დაბალ მაჩვენებელს მეორე კვარტალშიც შეინარჩუნებს, რაც თავის მხრივ შესუსტებულ გაყიდვებს უკავშირდება, წერს გაზეთი  Nikkei.

გამოცემის ინფორმაციითცვე, Apple არ აპირებს ახალი მოდელების iPhone SE-ის წარმოებას ისე, რომ არსებული მოთხოვნა დააკმაყოფილოს.

შეგახსენებთ, რომ ჯერ კიდევ იანვარში Nikkei წერდა, რომ პირველ კვარტალში Apple iPhone 6s-სა და iPhone 6s Plus-ის წარმოებას 30 %-ით შეამცირებდა. გამოცემა პროგნოზირებს, რომ გაყიდვებიცა და წარმოებას ნორმაში აპრილ-ივლისისთვის დაბრუნდება.

სტატისტიკა აჩვენებს, რომ 2016 წელს მსოფლიოში სმარტფონების რეალიზაციის მაჩვენებელი,, პირველად ისტორიაში 10 %-მდე შემცირდება.

ანალიტიკური კომპანია Gartner Inc-ის პროგნოზით გაყიდვები 7 %-ით, 1,5 მლრდ ერთეულამდე შემცირდება.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე