კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ „ბათუმი 777” მაუწყებლობის სფეროში ავტორიზებულ პირად დაარეგისტრირა

საქართველო, თბილისი - 16:18 | 22.04.2016
ნანახია: 1274

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ შპს „ბათუმი 777“-ის მაუწყებლობის სფეროში საქმიანობის ავტორიზაციის გადაწყვეტილება მიიღო.

კომპანია კერძო საერთო ტელემაუწყებლობის დაწყებას ინტერნეტ ტექნოლოგიით და საკაბელო ქსელის გამოყენებით 2016 წლის 18 ივნისიდან გეგმავს. მაუწყებლობის მინიმალური ხანგრძლივობა დღე-ღამის განმავლობაში 12 საათი იქნება, სამაუწყებლო ენები კი - ქართული და რუსული.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე