ბათუმში, პუშკინის ქუჩის კეთილმოწყობა დასასრულს უახლოვდება

საქართველო, თბილისი - 12:17 | 26.04.2016
ნანახია: 1332

ბათუმში, პუშკინის ქუჩის კეთილმოწყობა დასასრულს უახლოვდება. სამუშოების მიმდინარეობას ბათუმის მერი გიორგი ერმაკოვი კეთილმოწყობის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო. როგორც ბათუმის მერიაში აცხადებენ, სარეაბილიტაციო სამუშაოები სწრაფი ტემპით ხორციელდება და მაისის ბოლოსთვის დასრულდება.
კეთილმოწყობის სამუშაოები იმ მონაკვეთებზე მიმდინარეობს, სადაც უკვე შეცვლილია წყლის, წყალარინებისა და სანიაღვრე სისტემები.
ჭაობის ქუჩების კეთილმოწყობისთვის ქალაქის ბიუჯეტში 19 მილიონამდე ლარია გათვალისწინებული, რომლის ფარგლებშიც სამუშაოები 3 წლის განმავლობაში, ეტაპობრივად 25 ქუჩაზე უნდა ჩატარდეს.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე