მინსკში ჩატარებულ „აჭარის დღე“-ს მედიაში დიდი გამოხმაურება მოყვა (VIDEO)
საქართველო, თბილისი - 12:08 | 27.04.2016 ნანახია: 1791
აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის მიერ მინსკში გამართულ „აჭარის დღე“-ს ბელარუსულ მედია სივრცეში დიდი გამოხმაურება მოყვა. აჭარის ტურისტული პოტენციალისა და მინსკში დეპარტამენტის მიერ განხორციელებული პიარ კამპანიების შესახებ რადიოში, ტელევიზიაში, ბეჭდურ და ონლაინ მედია საშუალებებში გამოქვეყნებული სტატიების, ბლოგებისა და ტელე-რადიო სიუჟეტების საერთო წვდომამ 7 685 000 მიაღწია.
დეპარტამენტის მიერ “აჭარის დღეზე” წარმოდგენილი ფოლკლორის, სამზარეულოს, ღვინოსა და რეგიონის ტურისტული პოტენციალს 30-მდე ვრცელი სტატია და ტელე-რადიო სიუჟეტი მიუძღვნეს ჟურნალისტებმა, რომლებიც რეგიონისადმი მიძღვნილ საღამოს ესწრებოდნენ.
https://www.youtube.com/watch?v=lmaJs0LE1Uc
http://www.holiday.by/blog/33989
აჭარის დღეებს გამოხმაურება მოჰყვა ადგილობრივ ტელევიზიაშიც. ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე სოფიკო ლაზიშვილი და ფოლკლორული გუნდი „ათძალი“ მიწვეულები იყვნენ ბელარუსში ერთ-ერთ ყველაზე რეიტინგული ტელეარხის „ბელარუს 1“-ის დილის გადაცემაში „დილა მშვიდობისა ბელარუსია“, სადაც აჭარის დღის, გამოფენის, დეპარტამენტის მიერ ბელარუსში დაგეგმილი პიარ კამპანიებისა და რეგიონის ტურისტული პოტენციალის შესახებ ისაუბრეს. ხელვაჩაურის გუნდმა კი პირდაპირ ეთერში შეასრულა ბელარუსული ხალხური სიმღერა „კუპალენკა“ და მრავალჟამიერი.
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა აჭარის დღეს მინკში წელს პირველად უმასპინძლა. საღამოზე, რომელსაც მედიის, ტურისტული სააგენტოებისა და დიპლომატიური კორპუსის 100-მდე წარმომადგენელი ესწრებოდა პოპულარიზაცია გაეწია საქართველოს მდიდარ არამატერილურ კულტურულ მემკვიდრეობას, სამზარეულოს, ღვინოსა და აჭარის ტურისტულ პოტენციალს. რეგიონისადმი მიძღვნილი საღამოსა და აჭარის შესახებ ბელარუსულ მედიაში რამდენიმე კვირის განმავლობაში წერდნენ.
http://dt.by/2016/04/11/dni-batumi-v-belarusi-proshli-v-minske-s-pesnyami-tancami-i-xachapuri/
http://telegraf.by/2016/04/8/318586-tanci-pesni-kuhnya-i-vino-v-minske-vpervie-proshli-dni-batumi
http://mamuli.by/krome-chernogo-morya-u-nas-est-eshhe-more-emotsiy/
http://naviny.by/rubrics/tourism/2016/04/07/ic_news_126_473139/
პოლიტიკა
- სიმართლე არაა „ოცნების“ განცხადება, რომ ევროპარლამენტის გადაწყვეტილება ზღუდავს თავისუფალ მედიას, ეს ტელევიზიები დეზინფორმაციას ავრცელებენ - გიორგი შარაშიძე
- სპეცრაზმელების დაკავება ცალსახად კავშირშია აშშ-ს სახელმწიფო მდივნის წარმომადგენლის ვიზიტთან, სავარაუდოდ, ცდილობენ ამერიკელებს მიყიდონ, რომ მოძალადეები დააკავეს - ზურაბ ჯაფარიძე
- ჩვენ გვაქვს ჩვენი ხელწერა, ამბიცია, რომ ვიმოქმედოთ ევროპულზე და ამერიკულზე მაღალი სტანდარტით - ირაკლი კობახიძე ძალოვანების დაკავებაზე
- 300 ათასი ქართველი რომ არა, არანაირი ევროკავშირი და ევროპის დღე არ იარსებებდა - პაპუაშვილი
მსოფლიო
- კიევში, რუსეთის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 7-მდე გაიზარდა, მათ შორის ერთი ბავშვია, დაშავებულია 44, კიდევ 20-ს ეძებენ
- უკრაინის ძალებმა დაარტყეს იაროსლავლში ნავთობობიექტს, რომელიც საზღვრიდან 700 კილომეტრში მდებარეობს, უკრაინის "შორი მოქმედების სანქციები" გრძელდება - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაარღვია, სამხედრო და სადაზვერვო ანგარიშების საფუძველზე მივიღებთ გადაწყვეტილებებს შემდგომ ნაბიჯებზე - ვოლოდიმირ ზელენსკი
- პუტინის არმიამ აპრილში, უკრაინაში 120 კმ²-ით უკან დაიხია, დროა, კრემლმა თვალები გაახილოს და თავისი გაუმართლებელი და აგრესიული ომი დაასრულოს - ჟან-ნოელ ბარო
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ სრულიად ახალი, მე-6 თაობის Toyota RAV4 წარადგინა
- "გაიარე მეტი" Bridgestone-თან ერთად - თბილისში "თეგეტა მოტორსის" მასშტაბური ინსტალაციები გამოჩნდა
- „გაიარე მეტი“ – „თეგეტა მოტორსმა“ მომხმარებელს მაისში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა
- „საუკეთესო სანახაობა შენ წინაა“ - Steelcraft-მა ახალი კამპანია დაიწყო
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა

















