გაიგეთ უფრო მეტი უძრავი ქონების ბაზრის შესახებ
საქართველო, თბილისი - 10:38 | 05.05.2016 ნანახია: 1683
უძრავი ქონების ინდექსი (GREI), რომელსაც უძრავი ქონების ბაზრის ლაბორატორია ქმნის, მალე ყველასთვის ხელმისაწვდომი გახდება. REM lab (უძრავი ქონების ბაზრის ლაბორატორია) თიბისი ბანკის და ISET (ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა) ერთობლივი პროექტია, რომელიც JumpStart Georgia-ის მხარდაჭერით ხორციელდება. პროექტის მიზანია ქართული უძრავი ქონების ბაზრის რეგულარული კვლევა და სხვა ინდიკატორებთან ერთად უძრავი ქონების ინდექსის გაანგარიშება.
პროექტს საფუძვლად უდევს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომლის მიხედვითაც ISET თიბისი ბანკის დახმარებით უზრუნველყოფს უძრავი ქონების ბაზრის კვლევისათვის მონაცემთა შეგროვებას, დამუშავებასა და ანალიზს. უფრო ვრცლად ამ პროექტის შესახებ თიბისი ბანკის უზრუნველყოფის მართვისა და შეფასების განყოფილების ხელმძღვანელი ვლადიმერ მაღნარაძე გვესაუბრება.
- რატომ დაინტერესდა თიბისი ბანკი უძრავი ქონების ბაზრის შესახებ კვლევით?
უძრავი ქონების ინდექსი და სხვა ინდიკატორები, რომლებიც უძრავი ქონების ბაზრის ტენდენციებს ასახავენ, ქვეყანაში რეგულარულად არ იწარმოება. ბანკები არ ფლობენ ამ სეგმენტის დეტალურ სტატისტიკურ მონაცემებს და ეპიზოდურად უკვეთავენ სხვადასხვა კომპანიას უძრავი ქონების ბაზრის სეგმენტურ კვლევებს. ცხადია, ბაზრის მაჯისცემის შეგრძნება აუცილებელია სწრაფი და ეფექტური ბიზნეს გადაწყვეტილებების მისაღებად, თუმცა ამას რეგულარული სახე უნდა ჰქონდეს და არა ერთჯერადი ან ეპიზოდური. სწორედ ამ მიზნით შეიქმნა პროექტი უძრავი ქონების ბაზრის ლაბორატორია, რომელიც ორიენტირებულია უძრავი ქონების ბაზრის ინდიკატორების (უძრავი ქონების ინდექსი და ა.შ.) პერიოდულ კვლევასა და რეგულარული პუბლიკაციების გამოცემაზე.
- რას ნიშნავს უძრავი ქონების ინდექსი და რას ვიგებთ ამ ინდექსის მეშვეობით?
ზოგადად, უძრავი ქონების ინდექსი ზომავს უძრავ ქონებაზე ფასების ცვლილებას და გვიჩვენებს ბაზარზე ფასების დინამიკას. უძრავი ქონების ბაზრის კვლევისას თუ ვაკვირდებით 1 კვ. მ.-ის საცხოვრებელი ქონების საშუალო ფასს, ეს ინდიკატორი შეიძლება გაიზარდოს იმ შემთხვევაშიც კი, თუ მიმდინარე თვეში უფრო ძვირი ბინები (პრესტიჟულ უბნებში, საუკეთესო რემონტით და ა.შ.) იყიდება ბაზარზე, ვიდრე წინა თვეს. თუმცა, აღნიშნული არ ნიშნავს, რომ ზოგადად საცხოვრებელი ქონების ფასები გაიზარდა. სწორედ ამისათვისაა საჭირო უძრავი ქონების ინდექსი, რომ მხოლოდ ფასების რეალური ცვლილება დავადგინოთ. GREI-ის მეშვეობით გავიგებთ, გაიზარდა თუ შემცირდა ფიქსირებული უძრავი ქონების ფასი მიმდინარე თვეში, დავინახავთ უძრავი ქონების ფასის რეალურ დინამიკას.
- კვლევის რა მეთოდები იქნება გამოყენებული პროექტში და იქნება თუ არა გათვალისწინებული საერთაშორისო გამოცდილება?
საერთაშორისო პრაქტიკაში უძრავი ქონების ფასებზე დაკვირვებისას იყენებენ ლასპეიერსის, პააშეს და ფიშერის ინდექსებს. ჩვენი პროექტიც ამ საერთაშორისო გამოცდილებას იზიარებს უძრავი ქონების ინდექსის გაანგარიშებისას. ამასთან, სხვადასხვა ინდიკატორის განსასაზღვრად მონაცემთა სხვადასხვა წყაროს ვიყენებთ. მაგალითად, უძრავი ქონების ინდექსისათვის მონაცემები (განთავსებული განცხადებები) ყოველთვიურად მიიღება და მუშავდება უძრავი ქონების ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ვებ საიტიდან. ამ ეტაპზე თბილისის მასშტაბით, საშუალოდ, თვეში 5000 განცხადების დამუშავება მოხდება.
- რა პერიოდულობით გამოქვეყნდება უძრავი ქონების ინდექსი და როდის უნდა ელოდოს საზოგადოება კვლევის პირველ შედეგებს?
უძრავი ქონების ინდექსი გამოქვეყნდება თვეში ერთხელ, კვლევის პირველ შედეგებს კი საზოგადოებას უახლოეს ხანებში წარვუდგენთ. პირველ ეტაპზე მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომი იქნება უძრავი ქონების ინდექსი თბილისის რაიონების, აგრეთვე, საცხოვრებელი და კომერციული ქონებების მიხედვით. კვლევა მოიცავს არა მხოლოდ უძრავი ქონების გაყიდვის, არამედ იჯარის/ ქირავნობის მიმართულებასაც. უძრავი ქონების ბაზრის ლაბორატორია გაიანგარიშებს არა მხოლოდ უძრავი ქონების ინდექსს, არამედ უძრავი ქონების სხვა ინდიკატორებსაც როგორც თბილისის, ისე ქვეყნის მასშტაბით.
- რა მნიშვნელობა აქვს ბიზნესის და ზოგადად ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისათვის უძრავი ქონების ბაზრის რეგულარულ კვლევებს?
ჩვენი პროექტის ერთ-ერთი სამიზნე საბანკო საქმიანობის ეფექტურობის გაზრდა, კვლევისა და ანალიზის ფუნქციის გაძლიერებაა, თუმცა უძრავი ქონების ბაზრის რეგულარული კვლევა უფრო გლობალურ მიზნებსაც ემსახურება. ადგილობრივ ბიზნესს თუ უცხოელ ინვესტორებს (დეველოპერები და სხვა) სჭირდებათ ქართული უძრავი ქონების ბაზრის რეალური სურათი ბიზნეს გადაწყვეტილების მისაღებად. ბაზრის იმ სეგმენტში, რომლის შესახებაც სტატისტიკური მონაცემები არ მოიპოვება ან მწირია, ინვესტირება მნიშვნელოვან ბიზნეს რისკებს უკავშირდება და ამიტომაც შესაძლოა შეფერხდეს კიდეც. რეგულარული კვლევები და ხელმისაწვდომი, უტყუარი სტატისტიკური მონაცემები კი ერთგვარი წინაპირობაა და წახალისებაც ამა თუ იმ ბიზნესისათვის და ზოგადად ეკონომიკის განსავითარებლად. გასათვალისწინებელია, რომ REM lab უძრავი ქონების ბაზრის განვითარების მხარდამჭერი პროექტია, რომლიდანაც მნიშვნელოვან სარგებელს მიიღებს არა მხოლოდ ბიზნესი, არამედ სახელმწიფოც და ნებისმიერი დაინტერესებული მოქალაქეც კი.
პოლიტიკა
- ევროსაბჭოს რეზოლუცია არის კიდევ ერთი „ქოცური“, რეკორდული მონაპოვარი საგარეო ასპარეზზე - გრიგოლ გეგელია
- „ნაციონალური მოძრაობა“ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, „მოქმედების სტრატეგიულ მიმართულებებს“ აყალიბებს
- ნანუკა ჟორჟოლიანმა წლების თავზე აღმოაჩინა, რომ ქართულ სუფრასთან პირველ სადღეგრძელოს უფლის სადიდებელს ამბობენ, ამან გვაჩვენა რამხელა უფსკრულია აგენტურულ პოლიტიკურ ჯგუფებსა და ქართველ ხალხს შორის - შალვა პაპუაშვილი
- კორუფცია ყოველთვის იყო, არის და იქნება, ჩვენ ამას ვერ ამოვწურავთ - გიორგი გვარაკიძე
საზოგადოება
- „როცა უბრალოდ ერთად ვართ“ - „თეგეტაში“ მამის დღე აღნიშნეს
- ისრაელის ბიზნესსაზოგადოებასთან თანამშრომლობა - მზადება იერუსალიმის ბიზნესფორუმისთვის საქართველოში
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
სამართალი
- 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ მარიამ მეყანწიშვილს 5000-ლარიანი ჯარიმა, ნანა სანდერს - 7 წლით, ანტონ უპერსა და აბო ნავერიანს კი 5-5 წლით პატიმრობა მიესაჯა
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
- აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
- სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით შვიდი პირი დააკავეს, ამოღებულია ნახევარ კილოგრამამდე „მეთადონი“
მსოფლიო
- უკრაინის საკითხთან დაკავშირებით ევროპისა და აშშ-ის პოზიციები დაახლოვდა - ემანუელ მაკრონი
- ვოლოდიმირ ზელენსკი საკმაოდ კარგად უმკლავდება, ყოველ შემთხვევაში, პოზიციებს ინარჩუნებს, უნდა ვაღიაროთ, რომ ის მამაცია - დონალდ ტრამპი
- რუსეთმა საჰაერო თავდაცვის ძალები მოსკოვისა და ქერჩის ხიდის დასაცავად გადაისროლა - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსულმა ავიაკომპანია „აზიმუტმა“ განაცხადა, რომ ქვეყანაში ავიასაწვავის მხრივ კრიტიკული ვითარება შეიქმნა და დაგეგმილი რეისების შესრულება ეკონომიკურ აზრს მთლიანად კარგავს
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტამ“ „დეილი ჯგუფს“ საოპერაციო ლიზინგის ფარგლებში FAW-ის 50 სატვირთო ავტომობილი მიაწოდა
- „თეგეტა“ კავკასიის რეგიონში UD Trucks-ის ოფიციალური იმპორტიორი გახდა
- „გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტა მოტორსის“ საგზაო უსაფრთხოების კამპანია სკოლებში
- „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალში მომსახურების უნივერსალიზებული მოდელი დაინერგა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















