დღეიდან საქართველოს ცა დაზღვეულია
საქართველო, თბილისი - 14:36 | 25.05.2016 ნანახია: 1648
თბილისის სასტუმრო „რუმსში“ ხელი მოეწერა შეთანხმებას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „საქაერონავიგაციასა“ და სადაზღვევო კომპანია „უნისონს“ შორის, რომლის თანახმადაც თუ საქართველოს საჰაერო სივრცეში, „საქაერონავიგაციის“ ბრალეულობით, მოხდება რაიმე საავიაციო ინციდენტი, დაზარალებულის უფლებები ყოველმხრივ დაცული, ხოლო ზარალი ანაზღაურებული იქნება.
ხელმოწერას ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი დაესწრო. მან დადებითად შეაფასა შეთანხმების გაფორმების ფაქტი და განაცხადა, რომ საქართველოს საჰაერო სივრცის დაზღვევა ჩვენს ქვეყნას კიდევ უფრო მიმზიდველს გახდის უცხოეთის არაერთი ქვეყნის სააერნაოსნო სერვისის პროვაიდერებისთვის და შესაბამისად, ავიაკომპანიებისთვის. ეს ახალი სტიმული და მოტივაცია იქნება მათი ჩვენს ქვეყანასთან თანამშრომლობის მიმართულებით.
„საქაერონავიგაციამ“ საჰაერო სივრცის დაზღვევის ვალდებულება 2014 წელს, ევროკონტროლში გაწევრიანების შემდეგ აიღო, ამ რეკომენდაციას მას საერთაშორისო საავიაციო ორგანიზაციებიც აძლევდნენ.
აღნიშნულ პროექტზე მუშაობა 2 წლის წინ დაიწყო. პროცესი რთული იყო, გამოცდილება ამ კუთხით არ ჰქონდა არც „საქაერონავიგაციას“ და არც სადაზღვევო კომპანიებს. საერთაშორისო საავიაციო ორგანიზაციების მხრიდან მოთხოვნები და პირობები კი მკაცრად იყო გაწერილი. „საქაერონავიგაცია“ დაეყრდენო ევროპულ გამოცდილებას, მენეჯმენტმა აგრეთვე გაიარა კონსულტაცები სხვადასხვა ქვეყნის საჰაერო სერვისის პროვადერებთან.
2016 წელს გამოცხადებულ ღია ტენდერში გაიმარჯვა სადაზღვევო კომპანიამ „უნისონი,“ რომელმაც აიღო ვალდებულება და სამოქალაქო პასუხისმგებლობა 500 მილიონი აშშ დოლარის ფარგლებში 100%-ით გადააზღვია. გადამზღვევი კომპანიები, “საქაერონავიგაციის” მოთხოვნის შესაბამისად, დარეგისტრირებული არიან OECD (ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია) წევრ ქვეყანაში და მათი საერთაშორისო სარეიტინგო შეფასებაა არანაკლებ Standard & Poor’s: A-. ეს კომპანიებია StarStone Insurance Services Limited, Lloyd’s Syndicate 1301; Allied World Syndicate 2232, London, UK; RONSHORE Europe Limited; APOLLO 1969 at Lloyd’s; Swiss Re International SE, UK Branch და სხვა.
გადამზღვეველმა კომპანიებმა დაადასტურეს, რომ მზღვეველის გაკოტრების ან ლიკვიდაციის შემთხვევაში, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებაზე თავად არიან პასუხისმგებლები.
პროექტი ასევე არის სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის აქტი, რომელიც საქართველოს მთავრობას ათავისუფლებს შესაძლო საავიაციო ინციდენტის შედეგად წარმოშობილი ფინანსური პასუხისმგებლობისგან 500 მილიონი დოლარის ფარგლებში.
შპს „საქაერონავიგაციის” საქმიანობის არეალია საქართველოს საჰაერო სივრცე, ასევე, საქართველოს ტერიტორიაზე არსებული სამოქალაქო აეროპორტების (ქ. თბილისი, ქ. ქუთაისი, ქ. ბათუმი და დაბა მესტია) აფრენა-დაფრენის ზონები. კომპანია ვერ ოპერირებს მხოლოდ ოკუპირებული აფხაზეთის საჰაერო სივრცის დაბალ სიმაღლეებზე და თავის საქმიანობას მხოლოდ მაღალ ეშელონებზე (FL-280 და ზევით) ახორციელებს. პასუხისმგებლობის ლიმიტი არის 500,000,000 აშშ დოლარი.
დამატებითი ინფორმაცია დაზღვევის დეტალების შესახებ
სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაზღვევა გულისხმობს, “უნისონის” მოვალეობას, გაათავისუფლოს შპს „საქაერონავიგაცია“ იმ ვალდებულებისგან, რომელიც მას შესაძლოა დაეკისროს მესამე პირთა წინაშე დაზღვევის პერიოდში წარმოშობილი პასუხისმგებლობის გამო.
დაზღვევის პირობების შესაბამისად, სადაზღვევო კომპანიის მიერ ანაზღაურებას ექვემდებარება ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში დამდგარი სადაზღვევო შემთხვევით გამოწვეული ზარალი.
სადაზღვეო კომპანიის მიერ ანაზღაურდება:
- პიროვნებისათვის მიყენებული ზიანი (სხეულის დაზიანება, გარდაცვალება)
- მესამე პირის ქონების დაზიანება ან დაკარგვა
- ფინანსური ზიანი, რომელიც წარმოადგენს პიროვნების სხეულის დაზიანების/გარდაცვალების ან ქონების დაზიანების/დაკარგვის პირდაპირ შედეგს
- ზიანი, რომელიც არ კლასიფიცირდება, როგორც სხეულის დაზიანება/გარდაცვალება AVN 60A-ს შესაბამისად (მაგ: მცდარი დაკავება, შეზღუდვა, სასამართლო დევნა, პირადი სივრცის ხელყოფა, სამედიცინო შეცდომა რომელიც ხორციელდებოდა დაზღვეულის - შპს „საქაერონავიგაციის“ დაკვეთით და ა.შ.) სადაზღვევო ლიმიტით 25,000,000 აშშ დოლარი
- პასუხისმგებლობა, რომელიც არ არის დაკავშირებული ავიაციასთან სადაზღვევო ლიმიტით 25,000,000 აშშ დოლარი
- გამოძალვასთან და გამოსყიდვასთან დაკავშირებული პასუხისმგებლობა სადაზღვევო ლიმიტით 1,000,000 აშშ დოლარი
- სადაზღვევო შემთხვევა, რომელიც შესაძლოა დადგეს ომის, ქვეყანაში ძალისმიერი შემოჭრის, უცხო მტრის ქმედებების, საომარი მოქმედებების შედეგად (მიუხედავად იმისა არის თუ არა ომი დეკლარირებული), ასევე სამოქალაქო ომის, აჯანყების, რევოლუციის და ა.შ. შედეგად გამოწვეული სადაზღვევო შემთხვევები სადაზღვევო ლიმიტით 50,000,000 აშშ დოლარი
- სასამართლო და არასასამართლო ხარჯები, რომლებიც მესამე პირის მოთხოვნისაგან დასაცავად შეიძლება იქნას გაწეული, თუ საქმის გარემოებიდან გამომდინარე აუცილებელია ასეთი ხარჯების გაწევა. ანაზღაურებას ექვემდებარება ყველა ხარჯი, რომელიც უკავშირდება დამზღვევის წინააღმდეგ აღძრულ სამართლებრივ დავას შესაბამის ორგანოში და სადაზღვევო შემთხვევის გამოძიების შედეგად მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებას.
ფრანშიზა არის ნულოვანი, გარდა გამოძალვასთან და გამოსყიდვასთან დაკავშირებული დამზღვევის სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობისა, სადაც ფრანშიზის მაქსიმალური ოდენობა შეიძლება შეადგენდეს არაუმეტეს 100,000 აშშ დოლარს.
პოლიტიკა
- ევროსაბჭოს რეზოლუცია არის კიდევ ერთი „ქოცური“, რეკორდული მონაპოვარი საგარეო ასპარეზზე - გრიგოლ გეგელია
- „ნაციონალური მოძრაობა“ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, „მოქმედების სტრატეგიულ მიმართულებებს“ აყალიბებს
- ნანუკა ჟორჟოლიანმა წლების თავზე აღმოაჩინა, რომ ქართულ სუფრასთან პირველ სადღეგრძელოს უფლის სადიდებელს ამბობენ, ამან გვაჩვენა რამხელა უფსკრულია აგენტურულ პოლიტიკურ ჯგუფებსა და ქართველ ხალხს შორის - შალვა პაპუაშვილი
- კორუფცია ყოველთვის იყო, არის და იქნება, ჩვენ ამას ვერ ამოვწურავთ - გიორგი გვარაკიძე
საზოგადოება
- „როცა უბრალოდ ერთად ვართ“ - „თეგეტაში“ მამის დღე აღნიშნეს
- ისრაელის ბიზნესსაზოგადოებასთან თანამშრომლობა - მზადება იერუსალიმის ბიზნესფორუმისთვის საქართველოში
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
სამართალი
- 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ მარიამ მეყანწიშვილს 5000-ლარიანი ჯარიმა, ნანა სანდერს - 7 წლით, ანტონ უპერსა და აბო ნავერიანს კი 5-5 წლით პატიმრობა მიესაჯა
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
- აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
- სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით შვიდი პირი დააკავეს, ამოღებულია ნახევარ კილოგრამამდე „მეთადონი“
მსოფლიო
- უკრაინის საკითხთან დაკავშირებით ევროპისა და აშშ-ის პოზიციები დაახლოვდა - ემანუელ მაკრონი
- ვოლოდიმირ ზელენსკი საკმაოდ კარგად უმკლავდება, ყოველ შემთხვევაში, პოზიციებს ინარჩუნებს, უნდა ვაღიაროთ, რომ ის მამაცია - დონალდ ტრამპი
- რუსეთმა საჰაერო თავდაცვის ძალები მოსკოვისა და ქერჩის ხიდის დასაცავად გადაისროლა - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსულმა ავიაკომპანია „აზიმუტმა“ განაცხადა, რომ ქვეყანაში ავიასაწვავის მხრივ კრიტიკული ვითარება შეიქმნა და დაგეგმილი რეისების შესრულება ეკონომიკურ აზრს მთლიანად კარგავს
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტამ“ „დეილი ჯგუფს“ საოპერაციო ლიზინგის ფარგლებში FAW-ის 50 სატვირთო ავტომობილი მიაწოდა
- „თეგეტა“ კავკასიის რეგიონში UD Trucks-ის ოფიციალური იმპორტიორი გახდა
- „გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტა მოტორსის“ საგზაო უსაფრთხოების კამპანია სკოლებში
- „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალში მომსახურების უნივერსალიზებული მოდელი დაინერგა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















