ნიკოლოზ გაგუა ,,Promoting Responsible Business Conduct in Georgia”-ს დაესწრება
საქართველო, თბილისი - 10:47 | 27.05.2016 ნანახია: 2433
დღეს, 27 მაისს, 15:00 საათიდან 18:00 საათამდე, ქ. თბილისში, სასტუმროში ‘’Tbilisi Marriott“ გაიმართება ღონისძიება ,,Promoting Responsible Business Conduct in Georgia”. ღონისძიება ორგანიზებულია ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მჭიდრო თანამშრომლობით, მას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუა დაესწრება.
საქართველოს მთავრობის დადგენილებით (N100; 26.02.2016წ.) დამტკიცებული „საქართველოს მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების 2016-20120 წლების სტრატეგიის“ 2016-2017 წლების სამოქმედო გეგმა (მე-4 სტრატეგიული მიმართულების ,,ექსპორტის ხელშეწყობა და მცირე და საშუალო საწარმოთა ინტერნაციონალიზაცია“ 4.5 პუნქტი) ითვალისწინებს აქტივობებს ბიზნესის პასუხისმგებლიანი ქცევის (Responsible Business Conduct - RBC) პოპულარიზაციის მიზნით.
„საქართველოს მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების 2016-20120 წლების სტრატეგიის“ თანახმად, ბიზნესის პასუხისმგებლიანი ქცევის (RBC) პრინციპებთან დაკავშირებით ცნობიერების ამაღლება მნიშვნელოვანია როგორც კომპანიების მდგრადი განვითარებისთვის, ასევე უცხოური ინვესტიციების მოზიდვის და საერთაშორისო სავაჭრო ურთიერთობების დამყარების თვალსაზრისით. ამ მიზნით მნიშვნელოვანია OECD-თან თანამშრომლობა, რომელსაც შემუშავებული აქვს კომპანიებში RBC-ს დანერგვის გაიდლაინები.
აღნიშნულიდან გამომდინარე, დაგეგმილი ღონისძიების მიზანია ბიზნესის პასუხისმგებლიანი ქცევის პრინციპებთან დაკავშირებით (RBC) ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) სახელმძღვანელო პრინციპებთან (OECD Guidelines) დაკავშირებით ცნობიერების ამაღლება. ღონისძიებაზე ასევე განხილული იქნება OECD-ის 2016 წლის განახლებული ანგარიში ,,Responsible Business Conduct in Georgia”, რომლის პრეზენტაციის შემდეგ დაგეგმილია დისკუსია აღნიშნულ ანგარიშში საქართველოსთან მიმართებით წარმოდგენილ ინფორმაციასთან დაკავშირებით.
პოლიტიკა
- სიმართლე არაა „ოცნების“ განცხადება, რომ ევროპარლამენტის გადაწყვეტილება ზღუდავს თავისუფალ მედიას, ეს ტელევიზიები დეზინფორმაციას ავრცელებენ - გიორგი შარაშიძე
- სპეცრაზმელების დაკავება ცალსახად კავშირშია აშშ-ს სახელმწიფო მდივნის წარმომადგენლის ვიზიტთან, სავარაუდოდ, ცდილობენ ამერიკელებს მიყიდონ, რომ მოძალადეები დააკავეს - ზურაბ ჯაფარიძე
- ჩვენ გვაქვს ჩვენი ხელწერა, ამბიცია, რომ ვიმოქმედოთ ევროპულზე და ამერიკულზე მაღალი სტანდარტით - ირაკლი კობახიძე ძალოვანების დაკავებაზე
- 300 ათასი ქართველი რომ არა, არანაირი ევროკავშირი და ევროპის დღე არ იარსებებდა - პაპუაშვილი
მსოფლიო
- კიევში, რუსეთის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 7-მდე გაიზარდა, მათ შორის ერთი ბავშვია, დაშავებულია 44, კიდევ 20-ს ეძებენ
- უკრაინის ძალებმა დაარტყეს იაროსლავლში ნავთობობიექტს, რომელიც საზღვრიდან 700 კილომეტრში მდებარეობს, უკრაინის "შორი მოქმედების სანქციები" გრძელდება - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაარღვია, სამხედრო და სადაზვერვო ანგარიშების საფუძველზე მივიღებთ გადაწყვეტილებებს შემდგომ ნაბიჯებზე - ვოლოდიმირ ზელენსკი
- პუტინის არმიამ აპრილში, უკრაინაში 120 კმ²-ით უკან დაიხია, დროა, კრემლმა თვალები გაახილოს და თავისი გაუმართლებელი და აგრესიული ომი დაასრულოს - ჟან-ნოელ ბარო
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ სრულიად ახალი, მე-6 თაობის Toyota RAV4 წარადგინა
- "გაიარე მეტი" Bridgestone-თან ერთად - თბილისში "თეგეტა მოტორსის" მასშტაბური ინსტალაციები გამოჩნდა
- „გაიარე მეტი“ – „თეგეტა მოტორსმა“ მომხმარებელს მაისში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა
- „საუკეთესო სანახაობა შენ წინაა“ - Steelcraft-მა ახალი კამპანია დაიწყო
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა

















