ბათუმში Maroon 5-ის კონცერტზე დასასწრები ბილეთების 79%-ი უკვე გაყიდულია
საქართველო, თბილისი - 12:47 | 02.06.2016 ნანახია: 1607
ბათუმში Maroon 5-ის კონცერტზე დასასწრები ბილეთების 79%-ი უკვე გაყიდულია. როგორც საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში განმარტავენ, დღეის მონაცემებით გაყიდულია 26 ათას 868 ბილეთი. მთლიანობაში კი Maroon 5-ის კონცერტზე დასწრებას 34 ათასი მელომანი შეძლებს და სწორედ ამდენივე ბილეთის გაყიდვა იგეგმება www.tkt.ge-ს მეშვეობით.
7 ივნისს, ბათუმში Maroon 5-ის კონცერტის ბილეთები მოთხოვნადია საზღვარგარეთაც. კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, Maroon 5-ის ბილეთები მყიდველი „TOP-10“ ასე გამოიყურება: აზერბაიჯანი, გერმანია, რუსეთი, სომხეთი, აშშ, დიდი ბრიტანეთი, იტალია, ისრაელი, უკრაინა და საფრანგეთი.
საერთო ჯამში Maroon 5-ის კონცერტის ბილეთების შესაძენად ტრანზაქცია 56 ქვეყნიდანაა განხორციელებული.
Maroon 5-ის კონცერტზე დასწრების მსურველთა რაოდენობა, რომ მაღალია ამას ისიც მოწმობს, რომ მაღალფასიანი ბილეტები tkt.ge-ზე განთავსებიდან 5 წუთში გაიყიდა.
რაც შეეხება Maroon 5-ის მასპინძელ ქალაქს, აქ სასტუმროები მთლიანად დაჯავშნილია.
აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინფორმაციით, 5-8 ივნისს ბათუმში არსებული საშუალო და მაღალი კლასის სასტუმროებში ნომრების უმრავლესობა გაყიდული ან დაჯავშნილია. თავისუფალი ოთახები აღარ აქვთ როგორც არსებულ ბრენდულ სასტუმროებს შერატონს, ჰილტონსა და რედისონს, ასევე ქალაქში არსებულ სხვა მაღალი კლასისა და დაბალბიუჯეტიან სასტუმროებს.
შეგახსენებთ, რომ Maroon 5 ბათუმში სამთავრობო პროექტის „Check in Georgia“-ს ფარგლებში ჩამოდის. თავის მხრივ კი „Check in Georgia“ არის პროექტი, რომელიც ქვეყანას მნიშვნელოვან ეკონომიკურ სარგებელს, მოსახლეობას კი, მეტ შემოსავალს მოუტანს.
პოლიტიკა
- სიმართლე არაა „ოცნების“ განცხადება, რომ ევროპარლამენტის გადაწყვეტილება ზღუდავს თავისუფალ მედიას, ეს ტელევიზიები დეზინფორმაციას ავრცელებენ - გიორგი შარაშიძე
- სპეცრაზმელების დაკავება ცალსახად კავშირშია აშშ-ს სახელმწიფო მდივნის წარმომადგენლის ვიზიტთან, სავარაუდოდ, ცდილობენ ამერიკელებს მიყიდონ, რომ მოძალადეები დააკავეს - ზურაბ ჯაფარიძე
- ჩვენ გვაქვს ჩვენი ხელწერა, ამბიცია, რომ ვიმოქმედოთ ევროპულზე და ამერიკულზე მაღალი სტანდარტით - ირაკლი კობახიძე ძალოვანების დაკავებაზე
- 300 ათასი ქართველი რომ არა, არანაირი ევროკავშირი და ევროპის დღე არ იარსებებდა - პაპუაშვილი
მსოფლიო
- კიევში, რუსეთის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 7-მდე გაიზარდა, მათ შორის ერთი ბავშვია, დაშავებულია 44, კიდევ 20-ს ეძებენ
- უკრაინის ძალებმა დაარტყეს იაროსლავლში ნავთობობიექტს, რომელიც საზღვრიდან 700 კილომეტრში მდებარეობს, უკრაინის "შორი მოქმედების სანქციები" გრძელდება - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაარღვია, სამხედრო და სადაზვერვო ანგარიშების საფუძველზე მივიღებთ გადაწყვეტილებებს შემდგომ ნაბიჯებზე - ვოლოდიმირ ზელენსკი
- პუტინის არმიამ აპრილში, უკრაინაში 120 კმ²-ით უკან დაიხია, დროა, კრემლმა თვალები გაახილოს და თავისი გაუმართლებელი და აგრესიული ომი დაასრულოს - ჟან-ნოელ ბარო
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ სრულიად ახალი, მე-6 თაობის Toyota RAV4 წარადგინა
- "გაიარე მეტი" Bridgestone-თან ერთად - თბილისში "თეგეტა მოტორსის" მასშტაბური ინსტალაციები გამოჩნდა
- „გაიარე მეტი“ – „თეგეტა მოტორსმა“ მომხმარებელს მაისში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა
- „საუკეთესო სანახაობა შენ წინაა“ - Steelcraft-მა ახალი კამპანია დაიწყო
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა

















