„საქართველო - სანდო ბიზნეს პარტნიორი აღმოსავლეთ ევროპაში“ - დუბლინში გამართულ ბიზნეს კონფერენციაზე საქართველოს შესახებ პრეზენტაცია გაიმართა
საქართველო, თბილისი - 12:16 | 04.06.2016 ნანახია: 1662
2016 წლის 2 ივნისს, ირლანდიაში საქართველოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა, გიორგი ზურაბაშვილმა მონაწილეობა მიიღო ირლანდიის მეწარმეობის ხელშეწყობის სააგენტოსა (Enterprise Ireland) და ირლანდია-ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის სავაჭრო პალატის (i-Cham) ერთობლივ ბიზნეს კონფერენციაში, რომელიც ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ეკონომიკური და საინვესტიციო პოტენციალის წარმოჩენას მიეძღვნა.
საქმეთა დროებითმა რწმუნებული კონფერენციის მონაწილეების წინაშე წარსდგა მოხსენებით „საქართველო - სანდო ბიზნეს პარტნიორი აღმოსავლეთ ევროპაში“. გია ზურაბაშვილმა საკუთარ გამოსვლაში ისაუბრა საქართველოში საერთაშორისო ბიზნესისა და ინვესტიციებისთვის არსებულ ხელსაყრელ გარემოზე, ბიზნეს საქმიანობის სიმარტივეზე, მოქნილ საგადასახადო სისტემაზე, კორუფციის დაბალი დონეზე, სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და სხვა მნიშვნელოვანი ასპექტებზე, რაც საქართველოს მიმზიდველს ხდის საერთაშორისო ბიზნესისთვის. მან ასევე ვრცლად ისაუბრა ქვეყანაში უცხოური ინვესტიციების მოზიდვისა და ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით გატარებულ წარმატებულ რეფორმებზე.
საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა გამოხატა მზადყოფნა, შესაძლებლობების ფარგლებში, ხელი შეუწყოს საქართველოში საქმიანობის დაწყების მსურველ ირლანდიელ ბიზნესმენებს.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ირლანდიის ბიზნეს წრეების, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში მოღვაწე საერთაშორისო კომპანიებისა და ირლანდიაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.
პოლიტიკა
- სიმართლე არაა „ოცნების“ განცხადება, რომ ევროპარლამენტის გადაწყვეტილება ზღუდავს თავისუფალ მედიას, ეს ტელევიზიები დეზინფორმაციას ავრცელებენ - გიორგი შარაშიძე
- სპეცრაზმელების დაკავება ცალსახად კავშირშია აშშ-ს სახელმწიფო მდივნის წარმომადგენლის ვიზიტთან, სავარაუდოდ, ცდილობენ ამერიკელებს მიყიდონ, რომ მოძალადეები დააკავეს - ზურაბ ჯაფარიძე
- ჩვენ გვაქვს ჩვენი ხელწერა, ამბიცია, რომ ვიმოქმედოთ ევროპულზე და ამერიკულზე მაღალი სტანდარტით - ირაკლი კობახიძე ძალოვანების დაკავებაზე
- 300 ათასი ქართველი რომ არა, არანაირი ევროკავშირი და ევროპის დღე არ იარსებებდა - პაპუაშვილი
მსოფლიო
- კიევში, რუსეთის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 7-მდე გაიზარდა, მათ შორის ერთი ბავშვია, დაშავებულია 44, კიდევ 20-ს ეძებენ
- უკრაინის ძალებმა დაარტყეს იაროსლავლში ნავთობობიექტს, რომელიც საზღვრიდან 700 კილომეტრში მდებარეობს, უკრაინის "შორი მოქმედების სანქციები" გრძელდება - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაარღვია, სამხედრო და სადაზვერვო ანგარიშების საფუძველზე მივიღებთ გადაწყვეტილებებს შემდგომ ნაბიჯებზე - ვოლოდიმირ ზელენსკი
- პუტინის არმიამ აპრილში, უკრაინაში 120 კმ²-ით უკან დაიხია, დროა, კრემლმა თვალები გაახილოს და თავისი გაუმართლებელი და აგრესიული ომი დაასრულოს - ჟან-ნოელ ბარო
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ სრულიად ახალი, მე-6 თაობის Toyota RAV4 წარადგინა
- "გაიარე მეტი" Bridgestone-თან ერთად - თბილისში "თეგეტა მოტორსის" მასშტაბური ინსტალაციები გამოჩნდა
- „გაიარე მეტი“ – „თეგეტა მოტორსმა“ მომხმარებელს მაისში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა
- „საუკეთესო სანახაობა შენ წინაა“ - Steelcraft-მა ახალი კამპანია დაიწყო
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა

















