IFC განვითარებად ქვეყნებს ინვესტიციების მოსაზიდად საჭირო ეკონომიკური პოლიტიკის დანერგვაში ეხმარება
საქართველო, თბილისი - 09:46 | 14.06.2016 ნანახია: 1542
IFC განვითარებად ქვეყნებს ინვესტიციების მოსაზიდად საჭირო ეკონომიკური პოლიტიკის დანერგვაში ეხმარება. ამ მიზნით ბათუმი საინვესტიციო პოლიტიკის შესახებ ორდღიან კონფერენციას მასპინძლობს, რომელიც ევროპის, ცენტრალური აზიის და აფრიკის განვითარებად ქვეყნებში ეკონომიკური ზრდისკენ მიმართული რეფორმების ხელშეწყობას ისახავს მიზნად.
ეს ინიციატივა მსოფლიო ბანკის ჯგუფის იმ ღონისძიებების ნაწილია, რომელიც ინვესტიციების მოზიდვას უწყობს ხელს კერძო სექტორის განვითარებისა და სამუშაო ადგილების შესაქმნელად. განვითარებად ქვეყნებს უდიდესი პოტენციალი აქვთ, მაგრამ ბევრი მათგანი ვერ ახერხებს მის რეალიზაციას ინვესტიციების ნაკლებობის, კონკურენტუნარიანობის დაბალი დონის და მკაცრი რეგულაციების გამო. კონფერენციაზე მსოფლიოს წამყვანი ექსპერტები მთავრობების წარმომადგენლებთან რეფორმების განსახილველად შეიკრიბნენ, რათა უფრო მეტი და უკეთესი ხარისხის პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვა გახდეს შესაძლებელი.
„ჩვენი მიზანია, რომ საქართველო კიდევ უფრო მიმზიდველი ქვეყანა გახდეს უცხოური ინვესტორებისთვის, რაც სამუშაო ადგილების შექმნასა და ეკონომიკურ ზრდას შეუწყობს ხელს, აღნიშნულის მისაღწევად მნიშვნელოვანია ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს და თავისუფალი იქნება ზედმეტი ბარიერებისგან. მოხარულნი ვართ, ამ კონფერენციის ფარგლებში ვიმუშაოთ მსოფლიოს წამყვან ექსპერტებთან და ჩვენს კოლეგებთან სხვადასხვა ქვეყნიდან, რათა შევიმუშაოთ ყველასთვის სასარგებლო მექანიზმები ამ მიზნის მისაღწევად“, აღნიშნა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ქეთევან ბოჭორიშვილმა.
კონფერენცია საშუალებას მისცემს სხვადასხვა ქვეყნის მთავრობების წარმომადგენლებს განიხილონ ისეთი საკითხები, როგორიცაა უცხოური ინვესტიციების როლი განვითარებაში, ინვესტიციების ხელშეწყობის თანამედროვე ტენდენციები და პერსპექტიულ სექტორებში არსებული შესაძლებლობების შესახებ ინფორმირებულობის ამაღლება. მონაწილეები ევროპის, ცენტრალური აზიისა და აფრიკის 20-ამდე ქვეყნიდან ყურადღებას გაამახვილებენ ინვესტიციების სტიმულირების გზებზე, ხელისშემშლელი ბარიერების აღმოფხვრასა და საერთაშორისო სამართლებრივი ბაზის შექმნაზე, აგრეთვე, არსებული ინვესტორების ინტერესების დაცვისა და ინვესტიციების შენარჩუნების სტრატეგიის შემუშავებაზე.
„უცხოელი და ქართველი ინვესტორების მიერ განხორციელებული ინვესტიციები ხელს უწყობს ეკონომიკურ ზრდას, ინოვაციებს და მეწარმეობის განვითარებას, ასევე იმ უნარების ჩამოყალიბებას, რომლებიც აუცილებელია მდგრადი ეკონომიკისა და საზოგადოებისთვის. საინვესტიციო პოლიტიკის შემუშავების სფეროში რეგიონული და საერთაშორისო თანამშრომლობა ახალი შესაძლებლობების გამოყენებას უწყობს ხელს და ეს კონფერენცია სწორედ ამ მიზნის მიღწევაში დაგვეხმარება,“ აღნიშნა IFC-ის რეგიონულმა მენეჯერმა სამხრეთ კავკასიაში იან ვან ბილსენმა.
ეს ინიციატივა მსოფლიო ბანკისა და IFC-ის ვაჭრობისა და კონკურენტუნარიანობის საკითხებზე მომუშავე ერთობლივი ჯგუფის საქმიანობის ნაწილია, რომელიც დახმარებას უწევს ქვეყნებს მარტივი, ეფექტიანი და ბიზნესზე მორგებული რეგულაციების შემუშავებაში, რათა ხელი შეუწყონ კერძო სექტორის ზრდას და ამავდროულად დაიცვან სახელმწიფოს ინტერესები.
აღნიშნული ძალისხმევის ფარგლებში საქართველოს საინვესტიციო გარემოს ხელშეწყობის პროექტი დახმარებას უწევს საქართველოს მთავრობას საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებაში რეგულაციების ეფექტიანობის ამაღლებით სამ სფეროში, ესენია: საგადასახადო, სავაჭრო ლოგისტიკა და საინვესტიციო პოლიტიკა. პროექტი ხორციელდება ავსტრიის ფინანსთა სამინისტროსა და კომპანია BP-ს და ნავთობისა და გაზის პროექტებში მისი პარტნიორების ფინანსური მხარდაჭერით.
2015 ფინანსურ წელს IFC-მ მსოფლიოს განვითარებად ქვეყნებში თითქმის 18 მილიარდი აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიცია ჩადო.
პოლიტიკა
- ევროსაბჭოს რეზოლუცია არის კიდევ ერთი „ქოცური“, რეკორდული მონაპოვარი საგარეო ასპარეზზე - გრიგოლ გეგელია
- „ნაციონალური მოძრაობა“ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, „მოქმედების სტრატეგიულ მიმართულებებს“ აყალიბებს
- ნანუკა ჟორჟოლიანმა წლების თავზე აღმოაჩინა, რომ ქართულ სუფრასთან პირველ სადღეგრძელოს უფლის სადიდებელს ამბობენ, ამან გვაჩვენა რამხელა უფსკრულია აგენტურულ პოლიტიკურ ჯგუფებსა და ქართველ ხალხს შორის - შალვა პაპუაშვილი
- კორუფცია ყოველთვის იყო, არის და იქნება, ჩვენ ამას ვერ ამოვწურავთ - გიორგი გვარაკიძე
საზოგადოება
- „როცა უბრალოდ ერთად ვართ“ - „თეგეტაში“ მამის დღე აღნიშნეს
- ისრაელის ბიზნესსაზოგადოებასთან თანამშრომლობა - მზადება იერუსალიმის ბიზნესფორუმისთვის საქართველოში
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
სამართალი
- 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ მარიამ მეყანწიშვილს 5000-ლარიანი ჯარიმა, ნანა სანდერს - 7 წლით, ანტონ უპერსა და აბო ნავერიანს კი 5-5 წლით პატიმრობა მიესაჯა
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
- აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
- სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით შვიდი პირი დააკავეს, ამოღებულია ნახევარ კილოგრამამდე „მეთადონი“
მსოფლიო
- უკრაინის საკითხთან დაკავშირებით ევროპისა და აშშ-ის პოზიციები დაახლოვდა - ემანუელ მაკრონი
- ვოლოდიმირ ზელენსკი საკმაოდ კარგად უმკლავდება, ყოველ შემთხვევაში, პოზიციებს ინარჩუნებს, უნდა ვაღიაროთ, რომ ის მამაცია - დონალდ ტრამპი
- რუსეთმა საჰაერო თავდაცვის ძალები მოსკოვისა და ქერჩის ხიდის დასაცავად გადაისროლა - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსულმა ავიაკომპანია „აზიმუტმა“ განაცხადა, რომ ქვეყანაში ავიასაწვავის მხრივ კრიტიკული ვითარება შეიქმნა და დაგეგმილი რეისების შესრულება ეკონომიკურ აზრს მთლიანად კარგავს
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტამ“ „დეილი ჯგუფს“ საოპერაციო ლიზინგის ფარგლებში FAW-ის 50 სატვირთო ავტომობილი მიაწოდა
- „თეგეტა“ კავკასიის რეგიონში UD Trucks-ის ოფიციალური იმპორტიორი გახდა
- „გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტა მოტორსის“ საგზაო უსაფრთხოების კამპანია სკოლებში
- „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალში მომსახურების უნივერსალიზებული მოდელი დაინერგა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















