ავიაბილეთები თბილისი-ბათუმი 50 დოლარიდან, ხოლო ნატახტარი-ბათუმი 80 ლარიდან ეღირება
საქართველო, თბილისი - 11:52 | 21.06.2016 ნანახია: 3072
თბილისიდან და ნატახტრიდან ბათუმის მიმართულებით ფრენების ღირებულება უკვე ცნობილია. ბათუმი-თბილისი-ბათუმის მიმართულებით ფრენის ღირებულება, რომელსაც ყაზახური კომპანია Skybus-ი შეასრულებს, 50 (ერთი გზა) დოლარიდან დაიწყება. ხოლო რაც შეეხება ნატახტარი-ბათუმი-ნატახტარის მიმართულებით ფრენებს, ამ შემთხვევაში ფასი, ერთი გზა, 80 ლარიდან ეღირება.
როგორც ცნობილია, Skybus-ი ბათუმი-თბილისი-ბათუმის მიმართულებით შიდა ავიარეისების განხორციელებას 24 ივნისიდან დაიწყებს. უკვე დამტკიცებული გეგმის მიხედვიოთ კომპანია რეისებს 24 ივნისიდან 27 სექტემბრის ჩათვლით ყოველ ორშაბათს, ოთხშაბათსა და პარასკევს 50-ადგილიანი CRJ100ტიპის საჰაერო ხომალდით შეასრულებს.
ნატახტარი-ბათუმი-ნატახტარის მიმართულებით რეისების შესრულება 21 ივნისიდან დაიწყება და მას ავიაკომპანია „სვისეარი” განახორციელებს. კომპანია ყოველ სამშაბათს, ხუთშაბთსა და კვირას 17 ადგილიანი L410 საჰაერო ხომალდით იფრენს.ა
Skybus-ის ფრენების განრიგია:
ოთხშაბათი, ორშაბათი: ბათუმი-თბილისი 07:30
თბილისი-ბათუმი 09:00
პარასკევი: ბათუმი-თბილისი 19:25
თბილისი-ბათუმი 20:50
„სვისეარის“ ფრენების განრიგი:
სამშაბათი, ხუთშაბათი, კვირა:
ნატახტარი-ბათუმი 09:00
ბათუმი-ნატახტარი 11:00
შეგახსენებთ, რომ „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ“ თბილისის აეროპორტიდან ბათუმის მიმართულებით რეგულარული რეისების შესრულებაზე ინტერესთა გამოხატვა აპრილში გამოაცხადა. მასში მონაწილეობის მიღების უფლება ყველა დაინტერესებულ კომპანიას შეეძლო, რომელსაც ფრენების მომხმარებლისთვის ყველაზე დაბალ ფასად შეთავაზება შეეეძლო.
აღსანიშნავია, რომ 1 ივნისიდან, ყაზახურმა ავიაკომპანიამ SkyBus ყაზახეთსა და საქართველოს შორის ჩარტერული ფრენების შესრულება დაიწყო. რეისები კვირაში 8 სიხშირით შემდეგ საჰაერო ხაზებზე ხორციელდება:
აქტობე-ბათუმი-ასტანა;
კიზილორდა-ბათუმი-აქტობე;
შიმკენტი-ბათუმი-კიზილორდა;
აქტაუ-ბათუმი-შიმკენტი;
ატირაუ-ბათუმი-აქტაუ;
ყარაღანდა-ბათუმი-ატირაუ;
კუსტანაი-ბათუმი-ყარაგანდა;
ასტანა-ბათუმი-კუსტანაი
ფრენებს კომპანია Bombardier CRJ100-ის ტიპის საჰაერო ხომალდით ასრულებს.
პოლიტიკა
- ევროსაბჭოს რეზოლუცია არის კიდევ ერთი „ქოცური“, რეკორდული მონაპოვარი საგარეო ასპარეზზე - გრიგოლ გეგელია
- „ნაციონალური მოძრაობა“ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, „მოქმედების სტრატეგიულ მიმართულებებს“ აყალიბებს
- ნანუკა ჟორჟოლიანმა წლების თავზე აღმოაჩინა, რომ ქართულ სუფრასთან პირველ სადღეგრძელოს უფლის სადიდებელს ამბობენ, ამან გვაჩვენა რამხელა უფსკრულია აგენტურულ პოლიტიკურ ჯგუფებსა და ქართველ ხალხს შორის - შალვა პაპუაშვილი
- კორუფცია ყოველთვის იყო, არის და იქნება, ჩვენ ამას ვერ ამოვწურავთ - გიორგი გვარაკიძე
საზოგადოება
- „როცა უბრალოდ ერთად ვართ“ - „თეგეტაში“ მამის დღე აღნიშნეს
- ისრაელის ბიზნესსაზოგადოებასთან თანამშრომლობა - მზადება იერუსალიმის ბიზნესფორუმისთვის საქართველოში
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
სამართალი
- 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ მარიამ მეყანწიშვილს 5000-ლარიანი ჯარიმა, ნანა სანდერს - 7 წლით, ანტონ უპერსა და აბო ნავერიანს კი 5-5 წლით პატიმრობა მიესაჯა
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
- აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
- სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით შვიდი პირი დააკავეს, ამოღებულია ნახევარ კილოგრამამდე „მეთადონი“
მსოფლიო
- უკრაინის საკითხთან დაკავშირებით ევროპისა და აშშ-ის პოზიციები დაახლოვდა - ემანუელ მაკრონი
- ვოლოდიმირ ზელენსკი საკმაოდ კარგად უმკლავდება, ყოველ შემთხვევაში, პოზიციებს ინარჩუნებს, უნდა ვაღიაროთ, რომ ის მამაცია - დონალდ ტრამპი
- რუსეთმა საჰაერო თავდაცვის ძალები მოსკოვისა და ქერჩის ხიდის დასაცავად გადაისროლა - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსულმა ავიაკომპანია „აზიმუტმა“ განაცხადა, რომ ქვეყანაში ავიასაწვავის მხრივ კრიტიკული ვითარება შეიქმნა და დაგეგმილი რეისების შესრულება ეკონომიკურ აზრს მთლიანად კარგავს
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტამ“ „დეილი ჯგუფს“ საოპერაციო ლიზინგის ფარგლებში FAW-ის 50 სატვირთო ავტომობილი მიაწოდა
- „თეგეტა“ კავკასიის რეგიონში UD Trucks-ის ოფიციალური იმპორტიორი გახდა
- „გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტა მოტორსის“ საგზაო უსაფრთხოების კამპანია სკოლებში
- „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალში მომსახურების უნივერსალიზებული მოდელი დაინერგა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















