პრემიერ-მინისტრი: ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ყველა მიმდინარე პროექტს დღეიდან თავი მოვუყაროთ ერთიან აგროპროექტში
საქართველო, თბილისი - 13:16 | 21.06.2016 ნანახია: 1361
კომუნიკაციის გაზრდის, მოსარგებლეთათვის საჭირო პროექტების ამოცნობის გამარტივებისა და ერთიანი სტრატეგიის წარმოჩენის მიზნით, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები ერთი ქუდის ქვეშ ერთიანდება - „ერთიანი აგროპროექტის“ პრეზენტაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაესწრო.
პრემიერ-მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ მასშტაბური პროექტი მთავრობის მუშაობას უფრო ეფექტიანს გახდის და ხალხს მეტ სიკეთეს მოუტანს. მისი თქმით, სოფლებში ჯერ კიდევ ბევრი პრობლემაა გადასაჭრელი, რასაც ხელისუფლება ეტაპობრივად მოაგვარებს. გიორგი კვირიკაშვილი დარწმუნებულია, რომ საქართველოში წარმოებული მაღალი ხარისხის პროდუქტი სულ მალე საკუთარ ადგილს დაიმკვიდრებს ევროპისა თუ სხვა საერთაშორისო ბაზრებზე.
“ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ყველა მიმდინარე პროექტს დღეიდან თავი მოვუყაროთ ერთიან აგროპროექტში, რათა ჩვენი მუშაობა გახდეს კიდევ უფრო ეფექტიანი და სახელმწიფო პროექტებით სარგებლობამ ხალხს უფრო მეტი სიკეთე მოუტანოს. მიგვაჩნია, რომ ერთიანი აგროპროექტი, როგორც ერთი მასშტაბური პროექტი, მოემსახურება მნიშვნელოვან სასიკეთო ცვლილებებს, რომლებსაც ვგეგმავთ სოფლის მეურნეობის დარგში, და ხელს შეუწყობს მათ წარმატებით განხორციელებას. რა თქმა უნდა, სოფლებში კიდევ ბევრი პრობლემაა გადასაჭრელი, მაგრამ ეტაპობრივად ყველაფერს მოვაგვარებთ. ჩვენ ნამდვილად გვაქვს საკმარისი რესურსი საიმისოდ, რომ გავაძლიეროთ სოფელი, განვავითაროთ ჩვენი სოფლის მეურნეობა, ჩვენი პროდუქცია გავხადოთ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი და ჩვენ ამ მიზანს ნამდვილად მივაღწევთ - საქართველოში წარმოებული მაღალი ხარისხის პროდუქტი საკუთარ ადგილს დაიმკვიდრებს ევროპისა და სხვა საერთაშორისო ბაზრებზე, ქართული სოფელი გახდება ეკონომიკურად ძლიერი და ჩვენი ხალხი წელში გამართული,” - განაცხადა პრემიერმა სიტყვით გამოსვლისას.
გიორგი კვირიკაშვილის თქმით, საქართველოს მთავრობამ საქმით დაადასტურა, რომ სოფლის მეურნეობა ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. მისი განმარტებით, პრაქტიკულად განადგურებული დარგის ასაღორძინებლად ხელისუფლებამ პირველი რიგის უმნიშვნელოვანესი ნაბიჯები უკვე გადადგა.
“უკვე თითქმის 4 წელია ვახორციელებთ არაერთ მნიშვნელოვან პროექტს, რომლებმაც უკვე გამოიღო თავისი კონკრეტული შედეგები. ეს პროექტები მუდმივად იხვეწება, სულ უფრო ფართოვდება და ემატება ახალი მიმართულებები. ჩვენი მიზანია ხელი შევუწყოთ ჩვენი გლეხების, ფერმერების საქმიანობას, როგორც პირველად წარმოებაში, ასევე მოსავლის გადამუშავებასა და რეალიზებაში, ხელი შევუწყოთ ახალი წარმოებების და საწარმოების გაჩენას, ადგილობრივი წარმოების განვითარებას, ექსპორტის გაზრდას. ხოლო, ეს ყველაფერი ერთად არის სოფლად ახალი სამუშაო ადგილების შექმნის მყარი გარანტია,” - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
პრემიერის განცხადებით, საქართველოს მთავრობა აქტიურად თანამშრომლობს კერძო სექტორთან, საერთაშორისო და დონორ ორგანიზაციებთან და ამ თანამშრომლობის შედეგად სახეზეა მნიშვნელოვანი ძვრები წარმოების ზრდის, საექსპორტო ბაზრების გაფართოებისა და სოფლის მეურნეობის სექტორში ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრისით. გიორგი კვირიკაშვილმა მადლობა გადაუხადა საერთაშორისო პარტნიორებს საქართველოს აგრარული სექტორის მხარდაჭერისთვის.
“მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ფერმერებისა და მეწარმეებისათვის მაქსიმალურად ხელმისაწვდომი გახდა ფინანსური რესურსი. ახალი საწარმოების შექმნამ განაპირობა აგრარული დარგის განვითარების სტიმულირება, განვითარდა სასოფლო-სამეურნეო ინფრასტრუქტურა, გაიზარდა ექსპორტზე ორიენტირებული პროდუქციის წარმოება. ტურიზმი და სოფლის მეურნეობა საქართველოსთვის ყოველთვის იქნება სტრატეგიული მიმართულებები და არც ერთ სხვა დარგში არ არის ამხელა ეფექტი დასაქმების კუთხით. თითოეული ლარი, დახარჯული სახელმწიფოს მხრიდან სასოფლო სამეურნეო ინფრასტრუქტურაში, ირიგაციის სისტემების აღორძინებაში, არის ქართული ოჯახის ბედნიერება სოფლად. წელში გამართული სოფელი საქართველოში არის ჩვენი ქვეყნის ძლიერების საწინდარი,” - განმარტა გიორგი კვირიკაშვილმა.
გამოსვლის დასასრულს, პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა სოფლის მეურნეობის მინისტრს ოთარ დანელიას და მის გუნდს საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის გაწეული მნიშვნელოვანი სამუშაოსთვის.
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიცირებით, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო ახორციელებს არაერთ მასშტაბურ პროექტს, რომელთა მიზანიც ახალი სასოფლო-სამეურნეო საწარმოების შექმნის ხელშეწყობაა. განხორციელებული პროექტების ფარგლებში, დაფინანსებულია 150 ახალი საწარმო და გაფართოებულია - 700 საწარმო. 2013 წლიდან, ყოველწლიურად დახმარებას იღებს 700 000 - ზე მეტი ფერმერი და ყოველწლიურად მუშავდება 200 ათას ჰექტარზე მეტი მიწა. მოხდა აგრარული დარგის განვითარების სტიმულირება, განვითარდა სასოფლო-სამეურნეო ინფრასტრუქტურა, გაიზარდა პირველადი და გადამამუშავებელი, ექსპორტზე ორიენტირებული პროდუქციის წარმოება, დასაქმდა ათასობით ადამიანი.
დღეისთვის მიმდინარე სახელმწიფო პროექტებია: შეღავათიანი აგროკრედიტი, საწარმოთა თანადაფინანსება, აგროდაზღვევა, დანერგე მომავალი, მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობა, ქართული ჩაი.
პოლიტიკა
- ევროსაბჭოს რეზოლუცია არის კიდევ ერთი „ქოცური“, რეკორდული მონაპოვარი საგარეო ასპარეზზე - გრიგოლ გეგელია
- „ნაციონალური მოძრაობა“ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, „მოქმედების სტრატეგიულ მიმართულებებს“ აყალიბებს
- ნანუკა ჟორჟოლიანმა წლების თავზე აღმოაჩინა, რომ ქართულ სუფრასთან პირველ სადღეგრძელოს უფლის სადიდებელს ამბობენ, ამან გვაჩვენა რამხელა უფსკრულია აგენტურულ პოლიტიკურ ჯგუფებსა და ქართველ ხალხს შორის - შალვა პაპუაშვილი
- კორუფცია ყოველთვის იყო, არის და იქნება, ჩვენ ამას ვერ ამოვწურავთ - გიორგი გვარაკიძე
საზოგადოება
- „როცა უბრალოდ ერთად ვართ“ - „თეგეტაში“ მამის დღე აღნიშნეს
- ისრაელის ბიზნესსაზოგადოებასთან თანამშრომლობა - მზადება იერუსალიმის ბიზნესფორუმისთვის საქართველოში
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
სამართალი
- 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ მარიამ მეყანწიშვილს 5000-ლარიანი ჯარიმა, ნანა სანდერს - 7 წლით, ანტონ უპერსა და აბო ნავერიანს კი 5-5 წლით პატიმრობა მიესაჯა
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
- აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
- სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით შვიდი პირი დააკავეს, ამოღებულია ნახევარ კილოგრამამდე „მეთადონი“
მსოფლიო
- უკრაინის საკითხთან დაკავშირებით ევროპისა და აშშ-ის პოზიციები დაახლოვდა - ემანუელ მაკრონი
- ვოლოდიმირ ზელენსკი საკმაოდ კარგად უმკლავდება, ყოველ შემთხვევაში, პოზიციებს ინარჩუნებს, უნდა ვაღიაროთ, რომ ის მამაცია - დონალდ ტრამპი
- რუსეთმა საჰაერო თავდაცვის ძალები მოსკოვისა და ქერჩის ხიდის დასაცავად გადაისროლა - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსულმა ავიაკომპანია „აზიმუტმა“ განაცხადა, რომ ქვეყანაში ავიასაწვავის მხრივ კრიტიკული ვითარება შეიქმნა და დაგეგმილი რეისების შესრულება ეკონომიკურ აზრს მთლიანად კარგავს
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტამ“ „დეილი ჯგუფს“ საოპერაციო ლიზინგის ფარგლებში FAW-ის 50 სატვირთო ავტომობილი მიაწოდა
- „თეგეტა“ კავკასიის რეგიონში UD Trucks-ის ოფიციალური იმპორტიორი გახდა
- „გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტა მოტორსის“ საგზაო უსაფრთხოების კამპანია სკოლებში
- „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალში მომსახურების უნივერსალიზებული მოდელი დაინერგა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















