მინდია ჯანელიძე: დევდორაკის ხეობიდან 180 ადამიანის ევაკუაცია დროულად და წარმატებით განხორციელდა
საქართველო, თბილისი - 14:42 | 24.06.2016 ნანახია: 1620
დევდორაკის ხეობიდან 180 ადამიანის ევაკუაცია დროულად და წარმატებით მოხდა, - ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს ხელმძღვანელმა განაცხადა. მინდია ჯანელიძის თქმით, დროულად მოხდა გზის გადაკეტვა და მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველყოფა. ჯანელიძემ ოპერატიული და კარგი მუშაობისთვის მადლობა ყველა იმ უწყების თანამშრომლებს გადაუხადა, რომლებიც სტიქიის ზონაში მუშაობდნენ.
"მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ გასულ წელს დანერგილმა წინასწარი შეტყობინების სისტემამ წარმატებით იმუშავა. შედეგად, დროულად მოხდა გზის გადაკეტვა, მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველყოფა გეგმის მიხედვით და მსხვერპლის თავიდან აცილება. რაც შეეხება ხეობაში ამჟამად არსებულ ვითარებას, შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებმა და დამოუკიდებელმა ექსპერტებმა დღეს დილით ვერტმფრენის საშუალებით დაათვალიერეს სტიქიის ზონა, დევდორაკის მყინვარი და მდინარე დევდორაკის კალაპოტი. შედეგად მოხდა სტიქიის გამომწვევი მიზეზების დადგენა და მოსალოდნელი საფრთხის შეფასება. არსებული ინფორმაციით, ხეობის ტრანზიტულ ზონაში დარჩენილია დაახლოებით 150 ათასი კუბური მეტრი ნაშალი ქანების მასა, რომლის დაძვრაც შესაძლებელია ინტენსიური ნალექის პირობებში, საათში 20 მილიმეტრი ან მეტი", - განაცხადა მინდია ჯანელიძემ.
ამას გარდა, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს ხელმძღვანელის ინფორმაციით, დაწყებულია აღდგენითი სამუშაოების პროექტის შემუშავება. მინდია ჯანელიძის განცხადებით, მოსალოდნელი საფრთხის გათვალისწინებით, გზის აღდგენითი სამუშაოების წარმოება შესაძლებელი იქნება მხოლოდ დღისით, მუდმივი დაკვირვების რეჟიმში. ადგილზე კი მობილიზებულია საჭირო ტექნიკა. ჯანელიძის ინფორმაციით, გზის აღდგენითი სამუშაოების დასრულების სავარაუდო ვადა დაახლოებით სამი კვირაა.
პოლიტიკა
- სიმართლე არაა „ოცნების“ განცხადება, რომ ევროპარლამენტის გადაწყვეტილება ზღუდავს თავისუფალ მედიას, ეს ტელევიზიები დეზინფორმაციას ავრცელებენ - გიორგი შარაშიძე
- სპეცრაზმელების დაკავება ცალსახად კავშირშია აშშ-ს სახელმწიფო მდივნის წარმომადგენლის ვიზიტთან, სავარაუდოდ, ცდილობენ ამერიკელებს მიყიდონ, რომ მოძალადეები დააკავეს - ზურაბ ჯაფარიძე
- ჩვენ გვაქვს ჩვენი ხელწერა, ამბიცია, რომ ვიმოქმედოთ ევროპულზე და ამერიკულზე მაღალი სტანდარტით - ირაკლი კობახიძე ძალოვანების დაკავებაზე
- 300 ათასი ქართველი რომ არა, არანაირი ევროკავშირი და ევროპის დღე არ იარსებებდა - პაპუაშვილი
მსოფლიო
- კიევში, რუსეთის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 7-მდე გაიზარდა, მათ შორის ერთი ბავშვია, დაშავებულია 44, კიდევ 20-ს ეძებენ
- უკრაინის ძალებმა დაარტყეს იაროსლავლში ნავთობობიექტს, რომელიც საზღვრიდან 700 კილომეტრში მდებარეობს, უკრაინის "შორი მოქმედების სანქციები" გრძელდება - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაარღვია, სამხედრო და სადაზვერვო ანგარიშების საფუძველზე მივიღებთ გადაწყვეტილებებს შემდგომ ნაბიჯებზე - ვოლოდიმირ ზელენსკი
- პუტინის არმიამ აპრილში, უკრაინაში 120 კმ²-ით უკან დაიხია, დროა, კრემლმა თვალები გაახილოს და თავისი გაუმართლებელი და აგრესიული ომი დაასრულოს - ჟან-ნოელ ბარო
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ სრულიად ახალი, მე-6 თაობის Toyota RAV4 წარადგინა
- "გაიარე მეტი" Bridgestone-თან ერთად - თბილისში "თეგეტა მოტორსის" მასშტაბური ინსტალაციები გამოჩნდა
- „გაიარე მეტი“ – „თეგეტა მოტორსმა“ მომხმარებელს მაისში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა
- „საუკეთესო სანახაობა შენ წინაა“ - Steelcraft-მა ახალი კამპანია დაიწყო
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა

















