ურუმჩიში „ქართული ღვინის სახლი“ გაიხსნა
საქართველო, თბილისი - 11:30 | 30.06.2016 ნანახია: 1757
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სინძიანის პროვინციის ქალაქ ურუმჩიში “ქართული ღვინის სახლი” გაიხსნა.
600 მ2-ზე ფართობზე განლაგებული „ქართული ღვინის სახლი“ ადგილობრივ მომხმარებელს ქართული ღვინის მრავალფეროვნებას სთავაზობს. სინძიანის ცნობილი შეფმზარეულები ქართულ ღვინოსთან სპეციალურად შეხამებულ ჩინურ კერძებს ამზადებენ. ურუმჩის „ქართული ღვინის სახლი“, მომხმარებელს ჩინურ კულინარიასა და ქართულ ღვინოსთან ერთად ქართულ კულტურას ეროვნული ცეკვისა და ფოლკლორის თანხლებით გააცნობს.
გახსნის ღონისძიებას ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი სამანიშვილი, ღვინის ეროვნული სააგენტოსა და ქართული ღვინის კომპანიების წარმომადგენლები დაესწრნენ.
“ქართული ღვინის ეს ქსელი, რომელიც დღეს გაიხსნა, გამორჩეულია იმით, რომ აქ წარმოდგენილი იქნება ქართული ღვინო, რომელიც შეხამებული იქნება ჩინურ სამზარეულოსთან. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რაც ადგილობრივ მოსახლეობას გაუადვილებს ქართული ღვინის გაცნობას და მიღებას. წლის ბოლომდე აქ დაგეგმილია კიდევ 4 ქართული ღვინისს სახლის გახსნა. თითოეულ მათგანში 10-12 ათას ბოთლამდე ღვინო იქნება დასაწყობებული- მხოლოდ ქართული ღვინო“ - აღნიშნა გიორგი სამანიშვილმა.
ქართული ღვინის მაღაზია-სალონების ქსელი სახელწოდებით „ქართული ღვინის სახლი“ ჩინეთში თანდათან უფრო პოპულარული ხდება. ეს არის ქართულ-ჩინური ერთობლივი პროექტი - ჩინური მხრიდან კომპანია „სუოლუნი“ და ქართული მხრიდან „თბილინვესტ ჯგუფი“. „სუოლუნ კომპანის“ გენერალური დირექტორი ისიაო ძიუნუმი მიიჩნევს, რომ „ქართული ღვინის სახლის“ რაოდენობის ზრდა ჩინეთში ხელს შეუწყობს ქართული ღვინის პოპულარიზაციას, სადაც მომხმარებელი არა მარტო ღვინოს, არამედ ქართულ კულტურასა და ისტორიას გაეცნობა.
ბრენდი - „ქართული ღვინის სახლი“ ჩინური კომპანია „სუოლუნის“ მიერ პირველად თერთმეტი თვის წინ ჯეძიანის (Zhejiang) პროვინციაში შეიქმნა და ადგილობრივ პარტიორებთან ერთად კომპანია მთელი ჩინეთის მასშტაბით, წლის ბოლომდე 80-მდე ფილიალის გახსნას გეგმავს.
მიმდინარე წლის მაისის თვეში „სუოლუნ კომპანიის“ ინიციატივით ჯეძიანის (Zhejiang) პროვინციის ქალაქ იუს ლოჯისტიკურ ცენტრში, ასევე გაიხსნა ქართული ღვინის საწყობი, საიდანაც „ქართული ღვინის სახლის“ ქსელი სისტემატიურად მომარაგდება ღვინოებით.
ჩინეთის მასშტაბით დღეისათვის სხვადასხვა იმპორტიორი კომპანიიების მიერ ბოლო ორ წელიწადში გახსნილია 35 ქართული ღვინის ობიექტი (მაღაზია, სალონი, პავილიონი, სახლი, ცენტრი, რესტორანი და სხვა) და 300-ზე მეტი დილერია ჩართული ქართული ღვინის ჩინეთის ბაზარზე რეალიზაციაში.
მიმდინარე წლის 6 თვის მონაცემებით ჩინეთში ექსპორტირებულია 1,86 მლნ ბოთლი ღვინო, რაც 148%-ით აღემატება გასულის წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. 2015 წელი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ქართული ღვინის ექსპორტის კუთხით - ზრდამ 2014 წელთან შედარებით 122%-ს მიაღწია, ექსპორტმა ჯამში 2 672 154 ბოთლი (0,75 ლ) შეადგინა. ჩინეთმა ქართული ღვინის ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეულში მეოთხე ადგილი დაიმკვიდრა რუსეთის, ყაზახეთისა და უკრაინის შემდეგ.
პოლიტიკა
- სიმართლე არაა „ოცნების“ განცხადება, რომ ევროპარლამენტის გადაწყვეტილება ზღუდავს თავისუფალ მედიას, ეს ტელევიზიები დეზინფორმაციას ავრცელებენ - გიორგი შარაშიძე
- სპეცრაზმელების დაკავება ცალსახად კავშირშია აშშ-ს სახელმწიფო მდივნის წარმომადგენლის ვიზიტთან, სავარაუდოდ, ცდილობენ ამერიკელებს მიყიდონ, რომ მოძალადეები დააკავეს - ზურაბ ჯაფარიძე
- ჩვენ გვაქვს ჩვენი ხელწერა, ამბიცია, რომ ვიმოქმედოთ ევროპულზე და ამერიკულზე მაღალი სტანდარტით - ირაკლი კობახიძე ძალოვანების დაკავებაზე
- 300 ათასი ქართველი რომ არა, არანაირი ევროკავშირი და ევროპის დღე არ იარსებებდა - პაპუაშვილი
მსოფლიო
- კიევში, რუსეთის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 7-მდე გაიზარდა, მათ შორის ერთი ბავშვია, დაშავებულია 44, კიდევ 20-ს ეძებენ
- უკრაინის ძალებმა დაარტყეს იაროსლავლში ნავთობობიექტს, რომელიც საზღვრიდან 700 კილომეტრში მდებარეობს, უკრაინის "შორი მოქმედების სანქციები" გრძელდება - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაარღვია, სამხედრო და სადაზვერვო ანგარიშების საფუძველზე მივიღებთ გადაწყვეტილებებს შემდგომ ნაბიჯებზე - ვოლოდიმირ ზელენსკი
- პუტინის არმიამ აპრილში, უკრაინაში 120 კმ²-ით უკან დაიხია, დროა, კრემლმა თვალები გაახილოს და თავისი გაუმართლებელი და აგრესიული ომი დაასრულოს - ჟან-ნოელ ბარო
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ სრულიად ახალი, მე-6 თაობის Toyota RAV4 წარადგინა
- "გაიარე მეტი" Bridgestone-თან ერთად - თბილისში "თეგეტა მოტორსის" მასშტაბური ინსტალაციები გამოჩნდა
- „გაიარე მეტი“ – „თეგეტა მოტორსმა“ მომხმარებელს მაისში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა
- „საუკეთესო სანახაობა შენ წინაა“ - Steelcraft-მა ახალი კამპანია დაიწყო
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა

















