თიბისი ბანკი, პირველად საქართველოში, ფინანსური აქტივების პროფესიონალურ მართვას ნერგავს
საქართველო, თბილისი - 11:36 | 04.07.2016 ნანახია: 1645საქართველოში პირველად, თიბისი ბანკი მომხმარებელს თავისუფალი ფულადი რესურსების პროფესიონალების მიერ მართვის შესაძლებლობას აძლევს. ამ მიზნით, თიბისი ბანკის ხელშეწყობით შეიქმნა საინვესტიციო ფონდი, რომელიც წინასწარ, მკაცრად განსაზღვრული სტრატეგიის მიხედვით, თანხებს დააბანდებს ობლიგაციებსა და სასესხო ვალდებულებებში, როგორც საქართველოში ასევე საზღვარგარეთ. დივერსიფიცირებული ინვესტირება უზრუნველყოფს მაღალ მომგებიანობას დაბალი რისკით.
ფონდის სტრუქტურა ევროპულია და მას ევროპაში ლიცენზირებული კომპანია მართავს, რომლის ხელმძღვანელები მრავალწლიანი გამოცდილების მქონე პროფესიონალები, თემო ჭეიშვილი და ვასილ რევიშვილი არიან.
თემო ჭეიშვილი 2000 წლიდან სხვადასხვა პოზიციაზე საქმიანობდა მსოფლიოში წამყვანი ბანკების Barings-ისა და ING-ის სტრუქტურებში, მათ შორის ისეთ პოზიციებზე, როგორიცაა საინვესტიციო მართვის დირექტორი, კორპორატიული ფინანსების ვიცე-პრეზიდენტი, საინვესტიციო პროდუქტების უფროსი მენეჯერი და სტრატეგიული კონსულტანტი. აქტიური მოღვაწეობის გეოგრაფია მოიცავს ნიდერლანდებს, საფრანგეთს, შვეიცარიას, სინგაპურს, იაპონიას, სამხრეთ კორეასა და აღმოსავლეთ ევროპას.
მისი კარიერა დაიწყო სახელმწიფო ბანკების სასესხო პორტფელისა და აქტივების რესტრუქტურიზაციით, რაც მან წარმატებით განახორციელა, როგორც ევროპის, ასევე აზიის რამდენიმე ქვეყანაში. 2004 წლიდან თემო ჭეიშვილი საინვესტიციო ბიზნესშია ჩართული, იგი წარმატებით ხელმძღვანელობდა ოცამდე საინვესტიციო ფონდს ლუქსემბუგში, ჰოლანდიაში, აშშ-სა და სინგაპურში, რის შედეგადაც მოზიდულ იქნა რამდენიმე ათეული მილიარდი ევრო.
2007 წლიდან თემო ჭეიშვილის საქმიანობას განეკუთვნება საინვესტიციო პორტფელების შემუშავება და მართვა საობლიგაციო, სააქციო, წარმოებულებისა და სასესხო ფინანსური ინსტრუმენტების გამოყენებით, ცენტრალური და კომერციული ბანკებისა და უმსხვილესი საპენსიო ფონდებისათვის (გერმანია, იაპონია, ყაზახეთი, მონღოლეთი, რუსეთის ფედერაცია, სამხრეთ აფრიკა, ბოცვანა, ტაივანი, არაბეთის გაერთიანებული საემიროები). თემო ჭეიშვილმა წარმატებით ჩამოაყალიბა და განახორციელა სტრატეგიული ალიანსები საფინანსო ინსტიტუტებთან ახლო აღმოსავლეთსა და აზიაში, იგი არჩეულ იქნა ერთობლივი საინვესტიციო კომპანიის ხელმძღვანელად საუდის არაბეთში.
თემო ჭეიშვილი ფლობს შვედეთის ლუდინის უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხს და გავლილი აქვს London Business School-ის, Amsterdam Institute of Finance-ის, INSEAD-ის, Chartered Alternative Investment Association-ის, და Euromoney Singapore-ის საინვესტიციო მართვისა და მაღალი მენეჯმენტისთვის განკუთვნილი მმართველობის და პროფესიული განვითარების სპეციალური პროგრამები. იგი სრულყოფილად ფლობს ქართულ, ჰოლანდიურ, ინგლისურ, ფრანგულ და რუსულ ენებს.
თიბისი ბანკის საინვესტიციო ფონდის თანახელმძღვანელია ვასილ რევიშვილი. ფინანსებში მისი კარიერა დაიწყო ევროკავშირის ფონდის კრედიტის მართვის განყოფილებაში. მოგვიანებით ის შეუერთდა ქართულ საინვესტიციო ცენტრს. მისი პროფესიული გამოცდილება საქართველოში მსოფლიო ბანკში მუშაობასაც მოიცავს. 2004 წლიდან ვასილი შვეიცარული ბანკის აქტივების მართვის კომპანია Pictet Asset Management-ის გუნდის წევრი ხდება და ლონდონში რისკების მაკონტროლებლის, მოგვიანებით კი ჟენევასა და ლონდონში საინვესტიციო რისკების განყოფილების ხელმძღვანელის პოზიცია დაიკავა, სადაც მას 120 მილიარდი აშშ დოლარის ჯამური ღირებულების პორტფელების რისკის მართვა ებარა. ამავე კომპანიაში ვასილი 2007 წლიდან უფროსი საინვესტიციო მენეჯერის პოზიციაზე მუშაობდა და მაკრო კვლევებსა და ალგორითმულ მოდელებზე დაფუძნებულ, 3 მილიარდიან საინვესტიციო ფონდს მართავდა. 2008 წლიდან ის საქართველოში დაბრუნდა და ერთერთი მსხვილი ქართული ბანკის აქტივების და დაგროვილი ქონების მართვის ბიზნეს ჩაუდგა სათავეში. გარდა მდიდარი პროფესიული გამოცდილებისა, ვასილ რევიშვილს მაღალი ხარისხის განათლება აქვს მიღებული მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტში - მან ლონდონის ბიზნეს სკოლაში ფინანსების მაგისტრის ხარისხი მოიპოვა.
თიბისი ბანკის მენეჯმენტი მოხარულია, რომ ბანკი მომხმარებელს პირველად აძლევს საერთაშორისო დონის ფონდში ინვესტირების შესაძლებლობას და ფონდის მმართველების მრავალწლიანი გამოცდილება კლიენტების დაგროვილი ქონების წარმატებულად განკარგვას მოხმარდება.
პოლიტიკა
- სიმართლე არაა „ოცნების“ განცხადება, რომ ევროპარლამენტის გადაწყვეტილება ზღუდავს თავისუფალ მედიას, ეს ტელევიზიები დეზინფორმაციას ავრცელებენ - გიორგი შარაშიძე
- სპეცრაზმელების დაკავება ცალსახად კავშირშია აშშ-ს სახელმწიფო მდივნის წარმომადგენლის ვიზიტთან, სავარაუდოდ, ცდილობენ ამერიკელებს მიყიდონ, რომ მოძალადეები დააკავეს - ზურაბ ჯაფარიძე
- ჩვენ გვაქვს ჩვენი ხელწერა, ამბიცია, რომ ვიმოქმედოთ ევროპულზე და ამერიკულზე მაღალი სტანდარტით - ირაკლი კობახიძე ძალოვანების დაკავებაზე
- 300 ათასი ქართველი რომ არა, არანაირი ევროკავშირი და ევროპის დღე არ იარსებებდა - პაპუაშვილი
მსოფლიო
- კიევში, რუსეთის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 7-მდე გაიზარდა, მათ შორის ერთი ბავშვია, დაშავებულია 44, კიდევ 20-ს ეძებენ
- უკრაინის ძალებმა დაარტყეს იაროსლავლში ნავთობობიექტს, რომელიც საზღვრიდან 700 კილომეტრში მდებარეობს, უკრაინის "შორი მოქმედების სანქციები" გრძელდება - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაარღვია, სამხედრო და სადაზვერვო ანგარიშების საფუძველზე მივიღებთ გადაწყვეტილებებს შემდგომ ნაბიჯებზე - ვოლოდიმირ ზელენსკი
- პუტინის არმიამ აპრილში, უკრაინაში 120 კმ²-ით უკან დაიხია, დროა, კრემლმა თვალები გაახილოს და თავისი გაუმართლებელი და აგრესიული ომი დაასრულოს - ჟან-ნოელ ბარო
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ სრულიად ახალი, მე-6 თაობის Toyota RAV4 წარადგინა
- "გაიარე მეტი" Bridgestone-თან ერთად - თბილისში "თეგეტა მოტორსის" მასშტაბური ინსტალაციები გამოჩნდა
- „გაიარე მეტი“ – „თეგეტა მოტორსმა“ მომხმარებელს მაისში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა
- „საუკეთესო სანახაობა შენ წინაა“ - Steelcraft-მა ახალი კამპანია დაიწყო
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა

















