Yanair-მა კიევი-თბილისის მიმართულებაზე პრომო ფასები აამოქმედა

საქართველო, თბილისი - 10:35 | 05.07.2016
ნანახია: 1260

Yanair-მა კიევი-თბილისის მიმართულებაზე ავიაბილეთების რეალიზაცია პრომო ტარიფებით დაიწყო.

როგორც ირკვევა პრომო ტარიფები შემოდგომა-ზამთრის რეისებს ეხება და მისი ღირებულება ორი გზა 150 დოლარია. ერთის გზის ღირებულება კი 100 დოლარი. ფასი მოიცავს კვებას და 23 კგ მოცულობის ტვირთის გადაზიდვასაც.

პრომო ტარიფი 20 სექტემბრიდან 20 დეკემბრამდე რეისებზე მოქმედებს, თუმცა ბილეთების შეძენა 18 ივლისამდე უნდა მოხდეს.

დღეისათვის Yanair-ი კიევი-თბილისის მიმართულებაზე ბილეთებს 250 დოლარიდან ყიდის.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე