ბაქოდან ბათუმის მიმართულებით ავტობუსი იმოძრავებს

საქართველო, თბილისი - 11:01 | 05.07.2016
ნანახია: 1350

ბაქოდან ბათუმის მიმართულებით ავტობუსი იმოძრავებს. როგორც აზერბაიჯანული მედია წერს, აზერბაიჯანისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დედაქალაქებს შორის რეგულარული საავტომობილო ხაზი ამოქმედდება.

რეისები ყოველ ორშაბათს, ოთხშაბათსა და პარასკევს შესრულდება. ავტობუსი ბაქოს ავტოსადგურიდან, აზერბაიჯანის დროით, 18:00 საათზე გამოვა და ბათუმში, საქართველოს დროით, 09:00 საათზე იქნება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე