ბათუმში, გმირთა ხეივანში კიდევ ერთი სასტუმროს მშენებლობა დაიწყება
საქართველო, თბილისი - 13:24 | 05.07.2016 ნანახია: 1465
ბათუმში, გმირთა ხეივანში კიდევ ერთი სასტუმროს მშენებლობა დაიწყება. პირობებიანი აუქციონი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ უკვე გამოაცხადა და 15 ივლისისთვის ჩანიშნულ აუქციონზე ტბ. აბუსერიძის ქუჩა N15/ ქ. ბათუმში, ფიროსმანის ქუჩა N5/ქ. ბათუმში, ტბ. აბუსერიძის ქუჩა N17-ში მდებარე 3047 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის გასხვისება იგეგმება, რომლის საწყისი ღირებულებაც 1 მლნ 138 ათასი ლარია. აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია, მრავალფუნქციური შენობა-ნაგებობა ექსპლუატაციაში, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 54 თვის ვადაში შეიყვანოს. მრავალფუნქციური შენობა-ნაგებობა უნდა შეიცავდეს:
ა) სასტუმროს , რომელიც არანაკლებ 60 ნომერზე იქნება გათვლილი - მყიდველის სურვილის შემთხვევაში შენობის ნაწილში დასაშვებია დამატებით საცხოვრებელი აპარტამენტების განთავსება;
ბ) მიწისქვეშა ავტოსადგომს, არანაკლებ 1500 კვ.მ ფართისა, და სტილობატს (ე.წ "პოდიუმი"), რომელიც გამოყენებულ უნდა იქნას საზოგადოებრივი და კომერციული დანიშნულებით);
ინვესტორის ვალდებულებაა ასევე შენობა-ნაგებობის ნაწილში, არანაკლებ 1 500 კვ.მ ფართზე საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტ(ებ)ის და არანაკლებ 1000 კვ.მ საბავშვო გასართობი ცენტრის მოწყობა.
პროექტში ინვესტორმა არანაკლებ 10 მლნ 700 ათასი აშშ დოლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს.
შეგახსენებთ, რომ გმირთა ხეივნის განვითარების კონცეფციაზე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ იმუშავა. ტერიტორიის ფართობია 3 ჰა. დაგეგმარების მიხედვით ხეივანი 14 საინვესტიციო მიწის ნაკვეთად დაიყო, რომლის ათვისება 3 ეტაპად განხორციელდება.
კონცეფციის მიხედვით შენობის მაქსიმალური სიმაღლე 140, ხოლო მინიმალური 30 მეტრი განისაზღვრა. ტერიტორიაზე სასტუმროების, აპარტამენტების, რესტორნების, სხვადასხვა გასართობი ობიექტებისა და სპორტული ცენტრების განთავსება იქნება შესაძლებელი. გმირთა ხეივნის განვითარების კონცეფციის მიზანი საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესება, ბიზნესის/ტურიზმის ხელშეწყობა,სამუშაო ადგილების შექმნა და ქალაქის ინფრასტრუქტურის განვითარებაა.
იმავდროულად, გმირთა ხეივანში 3 ახალი ინვესტიციის განხორციელება უკვე დაიწყო.
პოლიტიკა
- სიმართლე არაა „ოცნების“ განცხადება, რომ ევროპარლამენტის გადაწყვეტილება ზღუდავს თავისუფალ მედიას, ეს ტელევიზიები დეზინფორმაციას ავრცელებენ - გიორგი შარაშიძე
- სპეცრაზმელების დაკავება ცალსახად კავშირშია აშშ-ს სახელმწიფო მდივნის წარმომადგენლის ვიზიტთან, სავარაუდოდ, ცდილობენ ამერიკელებს მიყიდონ, რომ მოძალადეები დააკავეს - ზურაბ ჯაფარიძე
- ჩვენ გვაქვს ჩვენი ხელწერა, ამბიცია, რომ ვიმოქმედოთ ევროპულზე და ამერიკულზე მაღალი სტანდარტით - ირაკლი კობახიძე ძალოვანების დაკავებაზე
- 300 ათასი ქართველი რომ არა, არანაირი ევროკავშირი და ევროპის დღე არ იარსებებდა - პაპუაშვილი
მსოფლიო
- კიევში, რუსეთის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 7-მდე გაიზარდა, მათ შორის ერთი ბავშვია, დაშავებულია 44, კიდევ 20-ს ეძებენ
- უკრაინის ძალებმა დაარტყეს იაროსლავლში ნავთობობიექტს, რომელიც საზღვრიდან 700 კილომეტრში მდებარეობს, უკრაინის "შორი მოქმედების სანქციები" გრძელდება - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაარღვია, სამხედრო და სადაზვერვო ანგარიშების საფუძველზე მივიღებთ გადაწყვეტილებებს შემდგომ ნაბიჯებზე - ვოლოდიმირ ზელენსკი
- პუტინის არმიამ აპრილში, უკრაინაში 120 კმ²-ით უკან დაიხია, დროა, კრემლმა თვალები გაახილოს და თავისი გაუმართლებელი და აგრესიული ომი დაასრულოს - ჟან-ნოელ ბარო
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ სრულიად ახალი, მე-6 თაობის Toyota RAV4 წარადგინა
- "გაიარე მეტი" Bridgestone-თან ერთად - თბილისში "თეგეტა მოტორსის" მასშტაბური ინსტალაციები გამოჩნდა
- „გაიარე მეტი“ – „თეგეტა მოტორსმა“ მომხმარებელს მაისში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა
- „საუკეთესო სანახაობა შენ წინაა“ - Steelcraft-მა ახალი კამპანია დაიწყო
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა

















