სენაკში, უნაგირას მთაზე არსებულ მღვიმეებს კოტიანეთის კირქვის საბადოს აფეთქებებით საფრთხე ემუქრება!
საქართველო, თბილისი - 10:49 | 08.07.2016 ნანახია: 3482
ფლობდა თუ არა ინფორმაციას ლიცენზიის გაცემისას გარემოს ეროვნული სააგენტო და ქართულ-ლიტვური ექსპედიციის რა სკანდალურ დასკვნას აქვეყნებს გაზეთი "ვერსია"
სენაკელები გარემოს დაცვის სამინისტროს კოტიანეთის კირქვის საბადოს ლიცენზიის შეჩერებას სთხოვენ და აცხადებენ, რომ ხელისუფლებამ ლიცენზიის გაცემის მომენტში არ იცოდა, რა საფრთხე შეიძლება შეექმნას უნაგირას მთაზე არსებულ მღვიმეებს, რომელიც აშშ-ს ახალი გეოგრაფიული აღმოჩენების საერთაშორისო ბაზაშია შეტანილი, `პატარა სათაფლიად~ მონათლეს და რომლის არსებობა ფართო საზოგადოებისთვის უცნობია. კოტიანეთის კირქვის საბადოს ამუშავებისას კი საფრთხის წინაშე დგება უნაგირას მთა, რომელის წიაღში, არაერთ მიწისქვეშა წყლის დინებასთან ერთად, კარსტული მღვიმეებია. მღვიმე სენაკელმა მოყვარულმა სპელეოლოგებმა, მურმან და იგორ ბოჯგუებმა აღმოაჩინეს. 2013-15 წლებში კი, კარსტულ-სპელეოლოგიური კვლევები აქ ქართველმა სპეციალისტებმა, ლიტველ კოლეგებთან ერთად აწარმოეს. ექსპედიციაში, რომელსაც დოქტორი კუკური წიქარიშვილი ხელმძღვანელობდა, ზაზა ლეჟავა, თამაზ ქობულაშვილი, ვიტის ვილკასი, დონატას ზვიცევიჩიუსი, ალგირდას ზიბოლისი, რაიმონდას ბარონასი, აგნე გრინცევიჩიუტე და დეივიდას ჯოსიუსი მონაწილეობდნენ. ამ ექსპედიციით პირველად მოხერხდა საადამიოსა და საწულეისკიროს მღვიმეების წყლიანი და მშრალი დერეფნების დაძლევა, ტოპოგრაფიული აგეგმვა და მღვიმეთა აღწერილობა. საექსპედიციო ჯგუფმა, საწულეისკიროს სიფონებიან მღვიმეში, 280 მ სიგრძისა და 39 მ სიღრმის დახრილი წყლიანი დერეფნის აკვალანგებით გაცურეს. საინტერესოა ისიც, რომ აღნიშნული აღმოჩენა დაფიქსირებულია ამერიკის შეერთებული შტატების ახალი გეოგრაფიული აღმოჩენების საერთაშორისო ბაზაში.
უნაგირას მთაზე არსებული მღვიმეები, ნაწილობრივ შესწავლილია. კვლევები გრძელდება. ექსპედიციის მონაწილეების განმარტებით, საკვლევი ტერიტორია, სპელეო-გეომორფოლოგიური თვალსაზრისით, ძალიან საინტერესოა. აქტუალობას კი, მას ის ფაქტი მატებს, რომ აქამდე არ განხორციელებულა აქ გავრცელებული მღვიმური სისტემების მეცნიერული შესწავლა. აქედან გამომდინარე საექსპედიციო ჯგუფის მთავარი მიზანი ეკის მთის კარსტო და სპელეოგენეზისის თავისებურებების ძირეული შესწავლა და ზოგიერთი კანონზომიერების დადგენა, მასივზე არსებული ზედაპირული და მიწისქვეშა კარსტული ფორმების აღწერა-დაფიქსირება და ახალი მღვიმური სისტემების გამოვლენა იყო. საწყის ეტაპზე დადებულ დასკვნაში, რომელიც `ვერსიამ~ მოიპოვა, ვკითხულობთ: `საკვლევი რაიონის მღვიმეების დიდი უმრავლესობა ჩასახულია ფრეატულ ეპოქაში. ამჟამად მათი ნაწილი ვადოზური ეპოქის ვოკლუზურ სტადიაში იმყოფება, თუმცა წნევიანი წყლების გავლენას მღვიმეების განვითარებაში დღესაც მნიშვნელოვანი ადგილი უკავია... ეკის მთა შედის დასავლეთ საქართველოს კარსტული ზოლის დაბალმთიან, კერძოდ, ოდიშის პლატოს (უნაგირას) მასივთა ჯგუფში და მოქცეულია მდინარეების, ცივისა და ტეხურას შორის. მთის თხემური ნაწილი გაწოლილია სამხრეთ-დასავლეთიდან ჩრდილო-აღმოსავლეთისაკენ, კურორტ მენჯიდან დადიანის ტახტას მასივსა და მას შორის მდებარე უნაგირისებურ დადაბლებამდე. ეკის მთის სამხრეთ-დასავლური ნაწილის კალთები უშუალოდ სენაკს დაჰყურებს. გეოტექტონიკურად ეკის მთა ბრაქიანტიკლინურ სტრუქტურას ანუ ისეთ ნაოჭს წარმოადგენს, რომლის სიგრძე დიდად არ განსხვავდება სიგანისაგან და გეგმაში ელიფსურ ფორმას იძლევა. ამ ნაოჭის წარმოშობა დაკავშირებულია სიღრმით რღვევასთან, რომელიც გადის ეკის მთასა და კოლხეთის დაბლობის საზღვარზე. ეკის მთის მასივის ბრაქიანტიკლინური სტრუქტურის ბირთვს აგებენ ზედაცარცული და პალეოცენ-ეოცენური ასაკის კირქვები, ხოლო ფრთები მთლიანად აგებულია ქვედა და შუამიოცენური თიხებით და ქვიშაქვებით. ეკის მთის მასივის გაყოლებით არსებული სიღრმული რღვევა და მისი თანმდევი წყვეტები და ნაპრალები ხელსაყრელ პირობებს ქმნის მისი ბირთვის დაკარსტვისათვის. ზედაპირული კარსტული ფორმები წარმოდგენილია როგორც ჩვეულებრივი „ხეობებით“, მათში განვითარებული ძაბრებით, ჭებით და შახტებით, ისე ფართო და ჩაკეტილი ღრმულებით~.
დასკვნაში ასევე წერია, რომ ეკის მთის თხემური ზოლი, ჩაკეტილი ქვაბულებითა და ძაბრებითაა მდიდარი. ერთ-ერთ ასეთ ძაბრში კი, ტბაა წარმოდგენილი, რომელიც ცნობილია „ფართო წყლის“ სახელწოდებით. ძაბრები და ჩაკეტილი ქვაბულები აქ მოსული ატმოსფერული ნალექების რეზერვუარებს წარმოადგეგნენ, საიდანაც ძირითადად მარაგდება ეკის მთის ფერდობებზე (განსაკუთრებით ჩრდილო ფერდობზე) გამომავალი დიდ დებიტიანი წყაროები. მიწისქვეშა ფორმების (ჭები, შახტები, უფსკრულები), სიღრმე კი, ზოგჯერ რამდენიმე ათეულ მეტრს აღწევს. სპელეოლოგები არ გამორიცხავენ, მომავალში მათმა სიღრმემ ორ ასეულ მეტრსაც გადააჭარბოს. `მღვიმეები განვითარებულია სოფელ სახარბედიოში, საწულეიკიროში, საადამიოში, საგუნიოსა და კვარჩხიღალში. ისინი ხშირად ორ ან სამსართულიანია. ფერდობებზე, სხვადასხვა სიმაღლეებზე წარმოდგენილია მძლავრი ვოკლუზური წყაროები, რომელნიც ზოგჯერ მღვიმის შესასვლელებიდან გადმოსჩქეფს~.
`ფართო წყლის~ ტბის გარდა, აქ კიდევ რამდენიმე ტბაა. ერთ-ერთი ტბის მიღმა, ვიწრო დერეფნის მარცხენა კედელზე, ფსკერიდან 3-4 მ სიმაღლეზე, 3 ადგილას გადმოდის 10-15 ლ/წმ დებიტის მქონე ეფექტური ჩანჩქერი. ჩანჩქერების გაყოლებით ტერასაზე კი მესამე სიფონური ტბაა, რომელიც მღვიმის ბოლოში მდებარე ტბას მიწისქვეშა წყლიანი დერეფნით უკავშირდება (ეს მონაკვეთი გაცურეს ლიტველმა აკვალანგისტებმა). კიდევ ერთი სიფონური ტბა მღვიმის ბოლოშია. მღვიმეში არსებული ორი განშტოების გასაყართან კი, ფსკერზე, კარგად გამორეცხილი, სპირალისებური ჭაა, რომლის სიღრმე 8-10 მეტრს აღწევს. სპელეოლოგების დასკვნის მიხედვით, მასში ქვის ჩაგდების შემდეგ ისმის წყლის დგაფუნი და კედლის ზანზარი, რაც წყლის მიღმა ასევე სიცარიელის არსებობაზე მიუთითებს.
ექსპედიციის მონაწილეები არ გამორიცხავენ ეკის მთის წიაღში კარგად დამუშავებული მღვიმური დერეფნებისა და დარბაზების არსებობასაც. მათ აღმოსაჩენად კი, მთის თხემურ ნაწილსა და ფერდობებზე განვითარებულ ჭებსა და უფსკრულებში მთელი რიგი სამუშაოების ჩატარების აუცილებლობაზე საუბრობენ. მათი თქმით, საჭიროა აღნიშნულ ტერიტორიაზე ინდიკატორული ცდები ჩატარდეს და წყლების ქიმიური მინერალიზაცია განისაზღვროს. სპელეოლოგების მიერ მომზადებულ დასკვნაში კიდევ ერთი საინტერესო პასაჟია: `ეკის მთის ფერდობებზე სხვადასხვა სიმაღლეებზე გამომავალი წყაროები ისეთ შთაბეჭდილბას ქმნის, რომ უნდა არსებობდეს მნიშვნელოვანი დადებითი წყალცვლა მეზობელი ტერიტორიებიდან. რომ არა გარე წყლების ზემოქმედება, სოფელ ზემო სორტის მიდამოებში, კირქვის დელუვიონში გამომავალ ფრონტალურ ნაკადებს, დიდი ხნის წინ უნდა შეეწყვიტათ მოქმედება. ამის თქმის საფუძველს იძლევა ფრონტალური ნაკადების მაღალი ტემპერატურა, რაც ახლოსაა მდინარე ტეხურის წყლის ტემპერატურასთან. ამასთან, აღნიშნული ფრონტალური წყაროებიდან ზოგიერთი გოგირდის დაბალი შემცველობითაც გამოირჩევა, რაც ტეხურის ხეობაში გამომავალი გოგირდის მაღალი შემცველობის და წყლის საკმაოდ მაღალი ტემპერატურის მქონე „დედამოკას“ თერმული წყლების ტეხურთან განზავების და შემდგომ კალაპოტიდან მათი გაჟონვის შედეგია~.
თუკი ეკის მთაზე, მნიშვნელოვანი დადებითი წყალცვლა მართლაც ხდება ახლომდებარე ტერიტორიებიდან, მაშინ სპეციალისტების პროგნოზი, არც თუ სახარბიელოა _ კირქვის მოპოვების დაწყებიდან დაახლოებით 10-20 წელში, დიდი ალბათობით აქ მივიღებთ ჭარბ წყალმოვარდნებსა და ეკოლოგიურ კატასტროფას.
პოლიტიკა
- ევროსაბჭოს რეზოლუცია არის კიდევ ერთი „ქოცური“, რეკორდული მონაპოვარი საგარეო ასპარეზზე - გრიგოლ გეგელია
- „ნაციონალური მოძრაობა“ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, „მოქმედების სტრატეგიულ მიმართულებებს“ აყალიბებს
- ნანუკა ჟორჟოლიანმა წლების თავზე აღმოაჩინა, რომ ქართულ სუფრასთან პირველ სადღეგრძელოს უფლის სადიდებელს ამბობენ, ამან გვაჩვენა რამხელა უფსკრულია აგენტურულ პოლიტიკურ ჯგუფებსა და ქართველ ხალხს შორის - შალვა პაპუაშვილი
- კორუფცია ყოველთვის იყო, არის და იქნება, ჩვენ ამას ვერ ამოვწურავთ - გიორგი გვარაკიძე
საზოგადოება
- „როცა უბრალოდ ერთად ვართ“ - „თეგეტაში“ მამის დღე აღნიშნეს
- ისრაელის ბიზნესსაზოგადოებასთან თანამშრომლობა - მზადება იერუსალიმის ბიზნესფორუმისთვის საქართველოში
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
სამართალი
- 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ მარიამ მეყანწიშვილს 5000-ლარიანი ჯარიმა, ნანა სანდერს - 7 წლით, ანტონ უპერსა და აბო ნავერიანს კი 5-5 წლით პატიმრობა მიესაჯა
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
- აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
- სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით შვიდი პირი დააკავეს, ამოღებულია ნახევარ კილოგრამამდე „მეთადონი“
მსოფლიო
- უკრაინის საკითხთან დაკავშირებით ევროპისა და აშშ-ის პოზიციები დაახლოვდა - ემანუელ მაკრონი
- ვოლოდიმირ ზელენსკი საკმაოდ კარგად უმკლავდება, ყოველ შემთხვევაში, პოზიციებს ინარჩუნებს, უნდა ვაღიაროთ, რომ ის მამაცია - დონალდ ტრამპი
- რუსეთმა საჰაერო თავდაცვის ძალები მოსკოვისა და ქერჩის ხიდის დასაცავად გადაისროლა - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსულმა ავიაკომპანია „აზიმუტმა“ განაცხადა, რომ ქვეყანაში ავიასაწვავის მხრივ კრიტიკული ვითარება შეიქმნა და დაგეგმილი რეისების შესრულება ეკონომიკურ აზრს მთლიანად კარგავს
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტამ“ „დეილი ჯგუფს“ საოპერაციო ლიზინგის ფარგლებში FAW-ის 50 სატვირთო ავტომობილი მიაწოდა
- „თეგეტა“ კავკასიის რეგიონში UD Trucks-ის ოფიციალური იმპორტიორი გახდა
- „გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტა მოტორსის“ საგზაო უსაფრთხოების კამპანია სკოლებში
- „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალში მომსახურების უნივერსალიზებული მოდელი დაინერგა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















