პირველი რესპუბლიკის მოედანზე დღეს მთავარი ნაძვის ხის ანთების ცერემონია გაიმართება
საქართველო, თბილისი - 12:32 | 25.12.2019 ნანახია: 1088
დედაქალაქში საახალწლო ღონისძიებები დღეს, 20:00 საათზე მთავარი ნაძვის ხის ანთების ცერემონიით გაიხსნება. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა თბილისის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.
კახა კალაძემ ადგილობრივი მცხოვრებლები და დედაქალაქის სტუმრები სადღესასწაულო ღონისძიებაზე მიიწვია.
"მინდა დავპატიჟო ყველა. აბსოლუტურად ყველა, განურჩევლად პოლიტიკური შეხედულებებისა. მობრძანდით, ცოტა ხანი გვერდზე გადადეთ თქვენი პოლიტიკა. წამოიყვანეთ თქვენი შვილები, შვილიშვილები. თქვენც, მთავრობის წევრებსაც გეხებათ ეს. თბილად ჩაიცვით, ცოტათი ცივა", - განაცხადა თბილისის მერმა.
მისივე თქმით, დღეიდან 13 იანვრის ჩათვლით, დღის 12:00-დან ღამის 00:00 საათამდე, პირველი რესპუბლიკის მოედანზე იფუნქციონირებს საახალწლო სოფელი; გაიმართება თეატრალური წარმოდგენები, კონცერტები და საბავშვო გასართობი ღონისძიებები.
"აბსოლუტურად ყველა ჩართულია კონცერტებში და დარწმუნებული ვარ, საინტერესო საახალწლო დღეები ელოდება დედაქალაქის მოსახლეობას და არამხოლოდ. რეგიონებიდან და სხვა ქალაქებიდან შეუძლიათ ჩამოვიდნენ მოქალაქეები და ძალიან ბევრი ტურისტიც ეყოლება ქალაქს. გვაქვს ორი ლოკაცია: პირველი რესპუბლიკის მოედანი და ორბელიანის მოედანი, სადაც განთავსებული იქნება ყინულის მოედანი ბავშვებისთვის, ძალიან ლამაზად არის მორთული და იქაც იქნება სხვადასხვა ღონისძიებები", - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.
25 დეკემბერს, 20:00 საათზე მთავარი საახალწლო ნაძვის ხის ანთებამდე, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, ზღაპრული მატარებლით დროში მოგზაურობა იქნება შესაძლებელი და ცნობილი არტისტები ყველასათვის საყვარელი საბავშვო ფილმების გმირებს გააცოცხლებენ.
პირველი რესპუბლიკის მოედანზე 25 დეკემბრიდან 13 იანვრის ჩათვლით იფუნქციონირებს საახალწლო სოფელი, სადაც თოვლის ბაბუა და მისი ასისტენტები სტუმრებს უმასპინძლებენ. აქ ყოველდღიურად, 12:00-დან 20:00 საათამდე მრავალფეროვანი გასართობ-შემეცნებითი წარმოდგენები მოეწყობა: ჟონგლიორი ჯამბაზების და ილუზიონისტების წარმოდგენა, შოუ ქიმიური ელემენტებით, მრავალფეროვანი ვორქშოფები პატარებისთვის, სასულე ორკესტრის და დრამერების წარმოდგენები, ზღაპრების კითხვა, საბავშვო ფილმების ჩვენებები, კონცერტები და ზღაპრის გმირების წარმოდგენები. გარდა ამისა, გაიმართება თბილისის საშობაო ბაზარი, რომელიც გააერთიანებს პროექტებს - "დააგემოვნე თბილისის ქუჩებში" და "თბილისური ბაზარი".
პირველი რესპუბლიკის მოედანზე, 27-30 დეკემბერს, ყოველ საღამოს გაიმართება ქართული ესტრადის ვარსკვლავების კონცერტები, ხოლო 1-12 იანვარს - მუსიკალური ბენდების კონცერტები და დიჯეების წარმოდგენები.
ტრადიციულად, 31 დეკემბერს, 23:00 საათზე, პირველი რესპუბლიკის მოედანზე გაიმართება გალაკონცერტი, სადაც ყველასათვის საყვარელი სატელევიზიო მუსიკალური შოუ „ერთი ერთში“ ღია ცის ქვეშ გადაინაცვლებს.
1 იანვარს 21:00 საათზე, ამავე ლოკაციაზე, 2020 წლის პირველ საღამოს მსოფლიოში სახელგანთქმული მუსიკალური პროექტი Max the Sax კონცერტს გამართავს.
5 და 10 იანვარს, თბილისს პატარა უფლისწული გადაუფრენს. საჰაერო შოუები 20:00 საათზე დაიწყება.
6 იანვარს, 20:00 საათზე გაიმართება ჯგუფის The Quintessence წინასაშობაო კონცერტი.
რაც შეეხება ორბელიანის მოედანს, 25 დეკემბრიდან 13 იანვრის ჩათვლით სტუმრებს ელის ზღაპრულად განათებული ათონელის ქუჩა, ჩიჩილაკების ტყე, მანათობელი პლანეტა, თოვლის ბაბუის სახლი და ყინულის მოედანი.
აქ მთელი დღის განმავლობაში გაიმართება საბავშვო გასართობი პროგრამები, სახალხო კარაოკე, დიჯეების მუსიკალური წარმოდგენები და საახალწლო გამოფენა-გაყიდვა; იფუნქციონირებს აგრო, ღვინის და სამეწარმეო ბაზარი, სტარტაპ მარკეტი და კვების ობიექტები.
საახალწლო ღონისძიებების დასკვნითი კონცერტი 13 იანვარს, 20:00 საათზე დაიწყება. კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ სტეფანე, ნინო ქათამაძე, ლელა წურწუმია, ნატო მეტონიძე, სოფო ნიჟარაძე და სხვები.
პოლიტიკა
- როგორ წარმოგიდგენიათ, ჟორჟოლიანის შექმნილი გმირი მართლა გმირი იქნება? გმირების ქვეყანაში თუ მან უნდა შექმნას გმირები, კარგად ყოფილა საქმე - თენგიზ შარმანაშვილი
- ტრაგიკული მოვლენაა, რომ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა ჯო უილსონის დონემდე დავიდა, ამ აქტიდან შესაბამის დასკვნებს გამოვიტანთ - ირაკლი კობახიძე
- ოპოზიციის სტრატეგია გაცხადებულია: შიგნით აქცია, გარეთ სანქცია - ნიკა გვარამია
- საქართველოს ხელისუფლება იყენებს რეპრესიულ კანონებს და პოლიტიკურად მოტივირებულ გამოძიებებს დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოების გასანადგურებლად, საერთაშორისო პარტნიორებმა რეაგირება უნდა მოახდინონ - Human Rights Watch
სამართალი
- ალეკო ელისაშვილს სასამართლომ 13 წლით პატიმრობა მიუსაჯა
- გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებულ გიორგი მალანიას ბრალდება წარედგინა
- კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოვაჩნეთ, ამოღებულია 7 კგ-მდე ნარკოტიკი - შსს
- 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ მარიამ მეყანწიშვილს 5000-ლარიანი ჯარიმა, ნანა სანდერს - 7 წლით, ანტონ უპერსა და აბო ნავერიანს კი 5-5 წლით პატიმრობა მიესაჯა
მსოფლიო
- აშშ-მა ირანზე ხუთსაათიანი იერიშების სერია დაასრულა - აშშ-ის ცენტრალური სარდლობა
- ევროკავშირის საბჭომ უნგრეთისთვის აღდგენისა და მდგრადობის ახალი გეგმა დაამტკიცა
- უკრაინას ჩვენი არსენალებიდან უკვე გადავეცით ყველაფერი, რის გადაცემაც შეგვეძლო, ახლა საჭიროა, სხვა ქვეყნებმაც მეტი წვლილი შეიტანონ - ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი
- ტრამპის ადმინისტრაცია ირანთან ახალი დაპირისპირებისა და ჰორმუზის სრუტეზე კონტროლისთვის საბრძოლველად ემზადება - Axios
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტამ“ Rainmaking-ისა და Startupbootcamp Georgia-ს ლიდერშიფსერიის პირველ ღონისძიებას უმასპინძლა
- Farizon საქართველოში - კომერციული ტრანსპორტი ბიზნესისთვის ფლობის 3-ჯერ შემცირებული ხარჯით
- Tegeta Fest - „თეგეტა მოტორსი“ წრიული რბოლის ჩემპიონატის ფარგლებში ავტოსპორტის მოყვარულებს უმასპინძლებს
- „თეგეტა გრინ პლანეტი“ სოციალური დიზაინის დღეების მხარდამჭერია
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















