სალომე ზურაბიშვილი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს შეხვდა
საქართველო, თბილისი - 15:17 | 28.01.2020 ნანახია: 971
საქართველოს პრეზიდენტმა სამუშაო ვიზიტი სტრასბურგში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან, ჰენდრიკ დემსისთან შეხვედრით დაიწყო. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მხარეებმა შეხვედრის შემდეგ მედიისათვის განცხადებები გააკეთეს და საქართველოს, როგორც ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე ქვეყნის საქმიანობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
როგორც საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, საქართველოს ევროპის საბჭოში გაწევრიანებიდან 21 წელი გავიდა. ამ ორგანიზაციაში გაწევრიანება უკვე იყო ქართველი ხალხისათვის ოცნების ასრულება.
"ის გზა, რომელიც 21 წლის წინ ავირჩიეთ, არ შეცვლილა და ამ გზაზე სვლა არ შეგვინელებია. მას შემდეგ თანმიმდევრულად მივიწევთ ევროპისაკენ და ვაშენებთ თანამედროვე ევროპულ სახელმწიფოს.
ამაში კი, დიდი წვლილი მიუძღვის ევროპის საბჭოს მხარდაჭერას და ზოგჯერ მის კრიტიკასაც კი. საქართველო ტერიტორიების ოკუპაციისა და კონფლიქტების მიუხედავად, არ აჩერებს ევროპისაკენ სვლას, აშენებს დემოკრატიულ ინსტიტუტებს, ქმნის დემოკრატიულ საზოგადოებას და იცავს ადამიანის უფლებებს, რითიც ჩვენ ძალიან ვამაყობთ.
შემდგომი ნაბიჯი, საქართველოს საერთაშორისო საზოგადოების სრულფასოვანი წევრობაა, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენ აზრი გამოვთქვათ არა მხოლოდ იმაზე, რაც ჩვენ გვეხება, არამედ მნიშვნელოვან, საერთაშორისო საკითხებზეც.
საქართველო ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარეობისას ყურადღებას გაამახვილებს გარემოს დაცვისა და ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე. ეს თემები საქართველოსათვის მნიშვნელოვანია, როგორც ქვეყნისათვის, რომელიც პარტნიორებთან ერთად გლობალურ გამოწვევებს უმკლავდება.
რა თქმა უნდა, ჩვენ დეტალურად განვიხილეთ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებული საკითხები. ამ საკითხთან მიმართებაში საქართველოს მომავალი დაკავშირებულია ევროპის საბჭოს მხარდაჭერასთან, რომელიც უკვე გამოიხატა ევროპის საბჭოს მიერ მიღებულ მრავალ რეზოლუციაში. მაგრამ ეს არ არის საკმარისი, ჩვენ გვჭირდება ქმედება, გვჭირდება ცვლილებები ადგილზე, (პირველ რიგში ადმინისტრაციულ ხაზთან), დეესკალაცია და საქართველოს მთელ ტერიტორიაზე თავისუფალი გადაადგილების შესაძლებლობა.
ეს მხოლოდ პირველი ეტაპია. იმისათვის, რომ გავცდეთ ოკუპაციას, განვმუხტოთ და მოვაგვაროთ ეს ვითარება, საჭიროა, საქართველოს ყველა პარტნიორის ჩართულობა დეოკუპაცია ჩვენი საერთო მიზანია", - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.
სალომე ზურაბიშვილმა ევროპის საბჭოს პრეზიდენტს მასპინძლობისათვის მადლობა გადაუხადა.
დღესვე, საქართველოს პრეზიდენტი, როგორც ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე ქვეყნის სახელმწიფოს მეთაური, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოვა.
სიტყვით გამოსვლის შემდეგ კი, საპარლამენტო ასამბლეის დეპუტატების შეკითხვებს უპასუხებს.
დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტის შეხვედრები ევროპის საბჭოს უმაღლესი თანამდებობის პირებთან: ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან, მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩთან, ადამიანის უფლებათა დაცვის კომისართან, დუნია მიატოვიჩთან, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეზიდენტთან, ლინოს-ალექსანდრე სიცილიანოსთან.
პოლიტიკა
- როგორ წარმოგიდგენიათ, ჟორჟოლიანის შექმნილი გმირი მართლა გმირი იქნება? გმირების ქვეყანაში თუ მან უნდა შექმნას გმირები, კარგად ყოფილა საქმე - თენგიზ შარმანაშვილი
- ტრაგიკული მოვლენაა, რომ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა ჯო უილსონის დონემდე დავიდა, ამ აქტიდან შესაბამის დასკვნებს გამოვიტანთ - ირაკლი კობახიძე
- ოპოზიციის სტრატეგია გაცხადებულია: შიგნით აქცია, გარეთ სანქცია - ნიკა გვარამია
- საქართველოს ხელისუფლება იყენებს რეპრესიულ კანონებს და პოლიტიკურად მოტივირებულ გამოძიებებს დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოების გასანადგურებლად, საერთაშორისო პარტნიორებმა რეაგირება უნდა მოახდინონ - Human Rights Watch
სამართალი
- ალეკო ელისაშვილს სასამართლომ 13 წლით პატიმრობა მიუსაჯა
- გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებულ გიორგი მალანიას ბრალდება წარედგინა
- კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოვაჩნეთ, ამოღებულია 7 კგ-მდე ნარკოტიკი - შსს
- 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ მარიამ მეყანწიშვილს 5000-ლარიანი ჯარიმა, ნანა სანდერს - 7 წლით, ანტონ უპერსა და აბო ნავერიანს კი 5-5 წლით პატიმრობა მიესაჯა
მსოფლიო
- აშშ-მა ირანზე ხუთსაათიანი იერიშების სერია დაასრულა - აშშ-ის ცენტრალური სარდლობა
- ევროკავშირის საბჭომ უნგრეთისთვის აღდგენისა და მდგრადობის ახალი გეგმა დაამტკიცა
- უკრაინას ჩვენი არსენალებიდან უკვე გადავეცით ყველაფერი, რის გადაცემაც შეგვეძლო, ახლა საჭიროა, სხვა ქვეყნებმაც მეტი წვლილი შეიტანონ - ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი
- ტრამპის ადმინისტრაცია ირანთან ახალი დაპირისპირებისა და ჰორმუზის სრუტეზე კონტროლისთვის საბრძოლველად ემზადება - Axios
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტამ“ Rainmaking-ისა და Startupbootcamp Georgia-ს ლიდერშიფსერიის პირველ ღონისძიებას უმასპინძლა
- Farizon საქართველოში - კომერციული ტრანსპორტი ბიზნესისთვის ფლობის 3-ჯერ შემცირებული ხარჯით
- Tegeta Fest - „თეგეტა მოტორსი“ წრიული რბოლის ჩემპიონატის ფარგლებში ავტოსპორტის მოყვარულებს უმასპინძლებს
- „თეგეტა გრინ პლანეტი“ სოციალური დიზაინის დღეების მხარდამჭერია
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















