მე წარმოვადგენ ქვეყანას, რომლის ტერიტორიის 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ და მტკიცედ ვეწინააღმდეგებით ამ აგრესორი ქვეყნის დელეგაციის უფლებამოსილების ცნობას - ირაკლი ბერაია
საქართველო, თბილისი - 10:45 | 30.01.2020 ნანახია: 1031
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაზე, სადაც რუსეთის ფედერაციის დელეგაციისთვის უფლებამოსილების აღდგენის საკითხი განიხილებოდა, საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წევრი, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ბერაია სიტყვით გამოვიდა რუსეთის აგრესიულ ქმედებებსა და მის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის შესახებ ისაუბრა.
„მე წარმოვადგენ ქვეყანას, რომლის ტერიტორიის 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ და ჩვენ მტკიცედ ვეწინააღმდეგებით ამ აგრესორი ქვეყნის დელეგაციის უფლებამოსილების ცნობას. რუსეთი კვლავ აგრძელებს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის უკანონო ოკუპაციას. საერთაშორისო სამართლის, მათ შორის გაეროს ქარტიისა და ჰელსინკის საბოლოო აქტის, ასევე ევროკავშირის შუამდგომლობით დადებული ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულების, ევროპულის ადამიანის უფლებების კონვენციის ეს აშკარა დარღვევა გულისხმობს პირდაპირ თავდასხმას ევროპის უსაფრთხოებასა და საერთაშორისო წესრიგზე. მოსკოვის აგრესიული ქმედებების გამო საქართველოსა და შემდეგ უკვე უკრაინაში დადგა რუსეთისაგან მომავალი გამოწვევების და ევროპაში მოუგვარებელი კონფლიქტების სათანადოდ შეფასების გარდაუვალი აუცილებლობა. დღეს, ასამბლეა განიხილავს იმ ქვეყნის უფლებამოსილებას, რომელიც უგულებელყოფს და პატივს არ სცემს საკუთარ გადაწყვეტილებებს, ევროპის ადამიანის უფლებების სასამართლოსა და სხვა საერთაშორისო იურიდიული ინსტრუმენტების რეგულაციებს. მეტიც, ზოგიერთ რუს დელეგატს, რომელიც დღეს სესიას ესწრება, დარღვეული აქვს საქართველოს კანონი ოკუპირებული ტერიტორიების თაობაზე.
ასამბლეის რეზოლუციის შესრულების მაგივრად, ჩვენ ყველა თვალსაჩინოდ ვხედავთ რუსეთისგან დაზარალებულ ქვეყნებში სიტუაციის მუდმივ გაუარესებას. რუსეთს ეკისრება სრული პასუხისმგებლობა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში მძიმე უსაფრთხოების მდგომარეობის, ჰუმანიტარული კრიზისისა და ადამიანის უფლებების დარღვევებისათვის. იგი უარს ამბობს ძალის არგამოყენების პირობის შესრულებაზე, ოკუპირებული რეგიონების უკანონოდ დამოუკიდებელ სახელმწიფოებად ცნობის უკან გაწვევაზე და საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმების დაშვებაზე", - აღნიშნა ირაკლი ბერაიამ.
საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წევრის განცხადებით, მაშინ როდესაც სტრასბურგში, რუსეთის ფედერაციის დელეგაციისთვის უფლებამოსილების ცნობის საკითხის განხილვა მიმდინარეობს, საქართველოში კვლავ გრძელდება ბორდერიზაციის უკანონო პროცესი, საზოგადოებისა და ოჯახების გაყოფა, მათთვის საკუთარ სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთებზე, რელიგიურ ადგილებსა და ჯანდაცვის ორგანიზაციებზე წვდომის წართმევა. ე.წ. გადამკვეთი პუნქტის დახურვა კი ჰუმანიტარულ კატასტროფას იწვევს.
„ეთნიკურ ნიადაგზე დისკრიმინაცია, ადამიანის უფლებების დარღვევა, მკვლელობები, წამება, ჩვენი მოქალაქეების უკანონო დაკავება და მათ საკუთრებისა და მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლების დარღვევა ყოველდღიურ რეალობას წარმოადგენს. მიუხედავად საერთაშორისო საზოგადოების მუდმივი მოწოდებისა, რუსეთი დაბრკოლებებს უქმნის აღნიშნული გამოძიებასა და შესაბამისად, დამნაშავეები დაუსჯელი რჩებიან. ოკუპირებული ტერიტორიების ექსპანსიის მცდელობები კიდევ უფრო აუარესებს უსაფრთხოებას ადგილზე და ქნის უფრო ფართომასშტაბიან ესკალაციების რისკს. რუსეთის სამხედრო ძალის არსებობა არსებით საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთელი რეგიონის უსაფრთხოებას!", - განაცხადა ირაკლი ბერაიამ.
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების უფლებებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ასობით ათასს ლტოლვილს, რომლებიც მუდმივი ეთნიკური წმენდის შედეგად იყვნენ გამოძევებული საკუთარი სახლებიდან, რუსეთი აღნიშულ უფლებებს უზღუდავს. მისივე განცხადებით, ოკუპირებულ რეგიონებში უკანონო არჩევნები, რასაც თან ერთვის ბოლო დროს სოხუმში განვითარებული მოვლენები, მიუღებელია და ემსახურება მხოლოდ რუსეთის უკანონო ინტერესების გაძლიერებას.
„დღეს, როდესაც ჩვენ უნდა ვეძებდეთ უფრო ეფექტურ გზებს საერთაშორისო საზოგადოების გადაწყვეტილების აღსრულებისათვის და რუსეთის მიერ მათი შესრულების უზრუნველყოფისათვის, ჩვენ ვკამათობთ უფლებამოსილების აღიარების საკითხზე და ამით ვახალისებთ დაუსჯელობის გრძნობას და ვახდენთ კიდევ უფრო აგრესიული ქმედებების პროვოცირებას მომავალში სუვერენული ქვეყნების წინააღმდეგ. საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას მოყვა ყირიმის ანექსია. ვინ იქნება შემდეგი? სანამ რუსეთი ახდენს თავისუფალი დემოკრატიების თამაშის წესების იგნორირებას, მისი ადგილი არ იქნება ამ ოჯახში. ამის გათვალისწინებით, ჩვენ ვერ დავუჭერთ მხარს რუსეთის დაბრუნებას", - განაცხადა ირაკლი ბერაიამ.
პოლიტიკა
- როგორ წარმოგიდგენიათ, ჟორჟოლიანის შექმნილი გმირი მართლა გმირი იქნება? გმირების ქვეყანაში თუ მან უნდა შექმნას გმირები, კარგად ყოფილა საქმე - თენგიზ შარმანაშვილი
- ტრაგიკული მოვლენაა, რომ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა ჯო უილსონის დონემდე დავიდა, ამ აქტიდან შესაბამის დასკვნებს გამოვიტანთ - ირაკლი კობახიძე
- ოპოზიციის სტრატეგია გაცხადებულია: შიგნით აქცია, გარეთ სანქცია - ნიკა გვარამია
- საქართველოს ხელისუფლება იყენებს რეპრესიულ კანონებს და პოლიტიკურად მოტივირებულ გამოძიებებს დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოების გასანადგურებლად, საერთაშორისო პარტნიორებმა რეაგირება უნდა მოახდინონ - Human Rights Watch
სამართალი
- ალეკო ელისაშვილს სასამართლომ 13 წლით პატიმრობა მიუსაჯა
- გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებულ გიორგი მალანიას ბრალდება წარედგინა
- კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოვაჩნეთ, ამოღებულია 7 კგ-მდე ნარკოტიკი - შსს
- 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ მარიამ მეყანწიშვილს 5000-ლარიანი ჯარიმა, ნანა სანდერს - 7 წლით, ანტონ უპერსა და აბო ნავერიანს კი 5-5 წლით პატიმრობა მიესაჯა
მსოფლიო
- აშშ-მა ირანზე ხუთსაათიანი იერიშების სერია დაასრულა - აშშ-ის ცენტრალური სარდლობა
- ევროკავშირის საბჭომ უნგრეთისთვის აღდგენისა და მდგრადობის ახალი გეგმა დაამტკიცა
- უკრაინას ჩვენი არსენალებიდან უკვე გადავეცით ყველაფერი, რის გადაცემაც შეგვეძლო, ახლა საჭიროა, სხვა ქვეყნებმაც მეტი წვლილი შეიტანონ - ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი
- ტრამპის ადმინისტრაცია ირანთან ახალი დაპირისპირებისა და ჰორმუზის სრუტეზე კონტროლისთვის საბრძოლველად ემზადება - Axios
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტამ“ Rainmaking-ისა და Startupbootcamp Georgia-ს ლიდერშიფსერიის პირველ ღონისძიებას უმასპინძლა
- Farizon საქართველოში - კომერციული ტრანსპორტი ბიზნესისთვის ფლობის 3-ჯერ შემცირებული ხარჯით
- Tegeta Fest - „თეგეტა მოტორსი“ წრიული რბოლის ჩემპიონატის ფარგლებში ავტოსპორტის მოყვარულებს უმასპინძლებს
- „თეგეტა გრინ პლანეტი“ სოციალური დიზაინის დღეების მხარდამჭერია
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















