ჩინელი ექიმები, ქართველ სამედიცინო პერსონალს, თავიანთ გამოცდილებას გაუზიარებენ
საქართველო, თბილისი - 16:19 | 02.03.2020 ნანახია: 1101
კორონავირუსის პრევენციისა და მასზე რეაგირების საკითხების განხილვის მიზნით ჯანდაცვის მინისტრი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩს შეხვდა.
მხარეები ვირუსთან ბრძოლის მიზნით ურთიერთანამშრომლობის საკითხებზე შეთანხმდნენ. ეკატერინე ტიკარაძემ ხაზი გაუსვა ჩინელი ექიმების თავდადებას და აღნიშნა, რომ ის თუ როგორ უმკლავდება აღნიშნულ პრობლემას ქვეყანა მაგალითის მომცემია.
მინისტრმა ჩინეთის რესპუბლიკას კორონავირუსით გარდაცვლილთა გამო მიუსამძიმრა.
"მიმოვიხილეთ ის პრობლემატური საკითხები, რომლებიც ბოლო ორი თვის განმავლობაში ჩინეთში ვითარდებოდა. ვისაუბრეთ კორონავირუსის გამოსავლებზე, და ასევე შევთანხმდით გარკვეულ სტრატეგიაზე. ძალიან მნიშვნელოვანი შეთანხმება მოხდა დღეს ჩვენს შორის, ხვალ გაიმართება ვიდეო კონფერენცია სადაც ჩინელი ექიმები, ქართველ სამედიცინო პერსონალს, თავიანთ გამოცდილებას გაუზიარებენ. ეს რა თქმა უნდა იქნება პრევენციული ხასიათის. ჩინელი მედპერსონალი იქნება მუდმივ ხაზზე თუ ქართველ ექიმებს გარკვეული კითხვები ექნებათ ვირუსთან ბრძოლის შემთხვევაში“, - აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.
ჩინეთის ელჩმა ქართულ მხარეს, გვერდში დგომისთვის, მადლობა გადაუხადა და ის პრევენციული ღონისძიებები რასაც საქართველო ახორციელებს დადებითად შეაფასა.
"დღეს მინისტრთან განვიხილეთ კორონავირუსის პრევენციისა და კონტროლის მექანიზმები, გავცვალეთ ინფორმაცია ამ თემასთან დაკავშირებით. შევთანხმდით მომავალი თანამშრომლობის საკითხებზე, რათა ერთობლივად შევძლოთ ვირუსთან ბრძოლა და არსებული სიტუაციის გამოსწორება.
ჩვენს ექიმებს, პირველებს ჰქონდათ შეხება კორონავირუსთან, შესაბამისად პრევენციისა და კონტროლის მიზნით, ჩინელ და ქართველ ექიმებს შორის ხვალ ვიდეო კონფერენციაც გაიმართება, რათა ქართველმა მედპერსონალმა სწორედ მათგან მიიღონ უფრო მეტი ინფორმაცია“, - განაცხადა ლი იანმა, ჩინეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა.
პოლიტიკა
- როგორ წარმოგიდგენიათ, ჟორჟოლიანის შექმნილი გმირი მართლა გმირი იქნება? გმირების ქვეყანაში თუ მან უნდა შექმნას გმირები, კარგად ყოფილა საქმე - თენგიზ შარმანაშვილი
- ტრაგიკული მოვლენაა, რომ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა ჯო უილსონის დონემდე დავიდა, ამ აქტიდან შესაბამის დასკვნებს გამოვიტანთ - ირაკლი კობახიძე
- ოპოზიციის სტრატეგია გაცხადებულია: შიგნით აქცია, გარეთ სანქცია - ნიკა გვარამია
- საქართველოს ხელისუფლება იყენებს რეპრესიულ კანონებს და პოლიტიკურად მოტივირებულ გამოძიებებს დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოების გასანადგურებლად, საერთაშორისო პარტნიორებმა რეაგირება უნდა მოახდინონ - Human Rights Watch
სამართალი
- ალეკო ელისაშვილს სასამართლომ 13 წლით პატიმრობა მიუსაჯა
- გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებულ გიორგი მალანიას ბრალდება წარედგინა
- კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოვაჩნეთ, ამოღებულია 7 კგ-მდე ნარკოტიკი - შსს
- 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ მარიამ მეყანწიშვილს 5000-ლარიანი ჯარიმა, ნანა სანდერს - 7 წლით, ანტონ უპერსა და აბო ნავერიანს კი 5-5 წლით პატიმრობა მიესაჯა
მსოფლიო
- აშშ-მა ირანზე ხუთსაათიანი იერიშების სერია დაასრულა - აშშ-ის ცენტრალური სარდლობა
- ევროკავშირის საბჭომ უნგრეთისთვის აღდგენისა და მდგრადობის ახალი გეგმა დაამტკიცა
- უკრაინას ჩვენი არსენალებიდან უკვე გადავეცით ყველაფერი, რის გადაცემაც შეგვეძლო, ახლა საჭიროა, სხვა ქვეყნებმაც მეტი წვლილი შეიტანონ - ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი
- ტრამპის ადმინისტრაცია ირანთან ახალი დაპირისპირებისა და ჰორმუზის სრუტეზე კონტროლისთვის საბრძოლველად ემზადება - Axios
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტამ“ Rainmaking-ისა და Startupbootcamp Georgia-ს ლიდერშიფსერიის პირველ ღონისძიებას უმასპინძლა
- Farizon საქართველოში - კომერციული ტრანსპორტი ბიზნესისთვის ფლობის 3-ჯერ შემცირებული ხარჯით
- Tegeta Fest - „თეგეტა მოტორსი“ წრიული რბოლის ჩემპიონატის ფარგლებში ავტოსპორტის მოყვარულებს უმასპინძლებს
- „თეგეტა გრინ პლანეტი“ სოციალური დიზაინის დღეების მხარდამჭერია
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















