საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული მეორე პაციენტი პირველადი ტესტით ჯანმრთელია
საქართველო, თბილისი - 11:29 | 15.03.2020 ნანახია: 922
კორონავირუსით დაინფიცირებული მეორე პაციენტი, რომელიც ინფექციურში მკურნალობდა და რომლის ისტორიაც ირანს უკავშირდება, პირველადი ტესტით ჯანმრთელია.
ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას თქმით, მეორე ინფიცირებულსაც, რომელსაც ასევე ირანთან მოგზაურობის ისტორია აქვს, გუშინ ჩაუტარდა ტესტი და არ აღმოაჩნდა კორონავირუსი.
„ამ დროისთვის ჩვენს ცენტრში 46 პაციენტი გადის მკურნალობას. გუშინ აღებულ იქნა 21 პაციენტზე ტესტირება COVİD-19-ზე. ამ 21-დან უკვე ცნობილია 15 პაციენტის პასუხი, რომ არის ნეგატიური. დანარჩენი ხუთი პაციენტის ანალიზის აღება მოხდა გვიან და დღეს დღის განმავლობაში იქნება ცნობილი. ამ პაციენტებს შორის არის ჩვენი პირველი პაციენტის ტესტირების პასუხიც, რადგან მას დღის მეორე ნახევარში აუღეს ანალიზი და დღეს დღის განმავლობაში მივიღებთ პასუხს“- აღნიშნა ეზუგბაიამ.
მისი თქმით, გუშინ ასევე ტესტი ჩაუტადრა მეორე პაციენტსაც, რომელიც უარყოფითი აღმოჩნდა.
„შემიძლია, კიდევ ერთი სასიამოვნო ინფორმაცია მოგაწოდოთ, რომ მეორე პაციენტი, რომელსაც აქვს ასევე ირანში მოგზაურობის ისტორია, მასთან მე-15 დღეზე გუშინ ჩატარდა ტესტირება და მიღებულ იქნა პირველადად უარყოფითი პასუხი. ახლა, ვიცით ჩვენ, რომ პირველადად მიღებული უარყოფითი პასუხი ძალიან კარგია, მაგრამ 24 საათია ინტერვალში. უნდა გაკეთდეს განმეორებითი ტესტირება და განმეორებით უარყოფითი პასუხის მიღების შემთხვევაში ვიტყვით, რომ ეს პაციენტიც გამოჯანმრთელდა“, – განაცხადა ეზუგბაიამ.
ბოლო მონაცემებით საქართველოში ახალი კორონავირუსის 30 შემთხვევაა დადასტურებული.
პოლიტიკა
- სპეცრაზმელების დაკავება ცალსახად კავშირშია აშშ-ს სახელმწიფო მდივნის წარმომადგენლის ვიზიტთან, სავარაუდოდ, ცდილობენ ამერიკელებს მიყიდონ, რომ მოძალადეები დააკავეს - ზურაბ ჯაფარიძე
- ჩვენ გვაქვს ჩვენი ხელწერა, ამბიცია, რომ ვიმოქმედოთ ევროპულზე და ამერიკულზე მაღალი სტანდარტით - ირაკლი კობახიძე ძალოვანების დაკავებაზე
- 300 ათასი ქართველი რომ არა, არანაირი ევროკავშირი და ევროპის დღე არ იარსებებდა - პაპუაშვილი
- პაპუაშვილი ერთი ზვიგენიანი მილიარდერის მონაა და იძულებულია ყოველ მეორე დღეს დებილობები ილაპარაკოს - ზურაბ ჯაფარიძე
მსოფლიო
- უკრაინის ძალებმა დაარტყეს იაროსლავლში ნავთობობიექტს, რომელიც საზღვრიდან 700 კილომეტრში მდებარეობს, უკრაინის "შორი მოქმედების სანქციები" გრძელდება - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაარღვია, სამხედრო და სადაზვერვო ანგარიშების საფუძველზე მივიღებთ გადაწყვეტილებებს შემდგომ ნაბიჯებზე - ვოლოდიმირ ზელენსკი
- პუტინის არმიამ აპრილში, უკრაინაში 120 კმ²-ით უკან დაიხია, დროა, კრემლმა თვალები გაახილოს და თავისი გაუმართლებელი და აგრესიული ომი დაასრულოს - ჟან-ნოელ ბარო
- ირანი შერცხვენილია, ის ჰორმუზის სრუტის კონტროლს ვერ ახერხს - პიტ ჰეგსეტი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- "გაიარე მეტი" Bridgestone-თან ერთად - თბილისში "თეგეტა მოტორსის" მასშტაბური ინსტალაციები გამოჩნდა
- „გაიარე მეტი“ – „თეგეტა მოტორსმა“ მომხმარებელს მაისში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა
- „საუკეთესო სანახაობა შენ წინაა“ - Steelcraft-მა ახალი კამპანია დაიწყო
- საკულტო მოდელით შთაგონებული: ახალი Cayenne Coupé Electric
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა

















