Fox News - მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობის ზრდის ფონე, გამოირჩევა ერთი ქვეყანა, სადაც ეს მაჩვენებელი ნულის ტოლია და ეს ქვეყანა საქართველოა
საქართველო, თბილისი - 11:53 | 04.04.2020 ნანახია: 1162
მაშინ, როცა კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა მსოფლიოს მასშტაბით იზრდება, საერთო ფონზე გამოირჩევა ერთი ქვეყანა, სადაც ეს მაჩვენებლი ნულოვან ნიშნულზეა. ეს არის საქართველო, ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა. წერს ამერიკული ტელეკომპანია Fox News-ი.
როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა, რისკის ჯგუფის ქვეყნებთან ჯერ კიდევ იანვარში მიმოსვლის შეჩერებამ არსებითი როლი შეასრულა ვირუსის გავრცელების დაბალი მაჩვენებლის შენარჩუნების მხრივ.
"ჩვენ ადრეულ ეტაპზევე ყოყმანის გარეშე მივიღეთ მტკიცე და გაბედული ზომები. გარდა იმისა, რომ ჩვენ შემოვიღეთ ტემპერატურის შემოწმება ყველა ჩამოსულ პირთან მიმართებაში, ჩვენ 28 იანვარს ასევე შევაჩერეთ ფრენები გლობალური ეპიდემიის ცხელ წერტილებთან, რასაც მოჰყვა ყველა საერთაშორისო ფრენის შეჩერება, - აცხადებს გახარია, რომელიც პრემიერ-მინისტრის პოსტს სექტემბრიდან იკავებს, - გარდა ამისა, ჩვენ ადრეულ ეტაპზე, კერძოდ მაისის შუა რიცხვებში, მივიღეთ საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის შეჩერების და ხალხმრავალი ღონისძიებების შეზღუდვის გადაწყვეტილება“.
პარასკევის მონაცემებით, საქართველოში ოფიციალურად დადასტურდა ინფიცირების 148 შემთხვევა, რომელთაგან 27 უკვე გამოჯანმრთელდა. აღსანიშნავია, რომ ქვეყანაში ვირუსისგან არავინ გარდაცვლილა.
კორონავირუსის (COVID-19) პირველი შემთხვევა საქართველოში დაფიქსირდა 26 თებერვალს: საქართველოს მოქალაქეს, რომელიც ბრუნდებოდა სამშობლოში, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე დაუდგინდა დაინფიცირება.
"მინიშნებები ჩვენ ადრეულ ეტაპზევე დავინახეთ და მივიღეთ შესაბამისი ზომები. პირველი ოფიციალური პასუხი გაჟღერდა 22 იანვარს, როცა საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა გამოაქვეყნა გაფრთხილება უხანში მოგზაურობასთან დაკავშირებით, - ამბობს გახარია, - მაშინ ჩვენ ვაცნობეთ საქართველოს მოქალაქეებს, რომ არსებობდა ქვეყანაში ვირუსის შემოსვლის „მცირე, მაგრამ თეორიული“ შანსი. რამდენიმე დღის შემდეგ, როგორც ყველას გვახსოვს, სიტუაცია უხანში გაუარესდა და 26 იანვარს ჩვენ დავიწყეთ ჩინეთიდან ჩამოსული ყველა მგზავრის შემოწმება“.
მართალია, სიტუაცია, როგორც ჩანს, კონტროლის ქვეშაა, მაგრამ საფრთხე, როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ჯერ კიდევ ძალიან რეალურია.
„ჩვენ სულაც არ გვინდა იმის თქმა, რომ შევაჩერეთ ვირუსის გავრცელება, მაგრამ ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ შეგვეკავებინა გავრცელება, - აღნიშნა გახარიამ, - ჩვენ ვთვლით, რომ სიტუაცია სტაბილური ხდება. დაუშვებელია ზედმეტად ემოციური, მწვავე რეაგირება და წინდაუხედავი ნაბიჯების გადადგმა. ჩვენ გავაგრძელებთ თანამშრომლობას საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ლუგარის ლაბორატორიის ექსპერტებთან და ჯანდაცვის სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან, რათა დავადგინოთ, როდის იქნება შესაძლებელი საქართველოს „ხელახლა გახსნა“.
და მაინც, მიუხედავად სიკვდილიანობის ნულოვანი მაჩვენებლისა, გარდაუვალი იყო ის ზარალი, რომელიც მიადგა ქვეყნის ეკონომიკას - მზარდ თავისუფალ ბაზარს, რომელიც მეტწილად დამოკიდებულია მიწათმოქმედებაზე და სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოებაზე, ასევე მანგანუმის, სპილენძის და ოქროს მოპოვებაზე.
„COVID-19 წაუშლელ კვალს დატოვებს ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაზე და საზოგადოებრივ ქცევაზე. რა თქმა უნდა, მას სერიოზული უარყოფითი გავლენა ექნება მსოფლიო ეკონომიკაზე - ამის ნათელი მაგალითია ბაზარზე მიმდინარე ტენდენციები“, - აცხადებს გახარია. „რასაკვირველია, ჩვენ მიერ გატარებულმა ზომებმაც შედეგი მოიტანა. ისევე, როგორც თითქმის ყველა ქვეყნაში, ჩვენც მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე შემოვიღეთ სოციალური დისტანციის დაცვა და, არსებითად მნიშვნელოვანი კომპანიების გარდა, დავხურეთ ყველა ბიზნესი“.
მიუხედავად ამისა, მთავრობამ წარადგინა ანტიკრიზისული ეკონომიკური პაკეტი: ბიზნესებისთვის ასობით მილიონი დოლარის ოდენობის დახმარების, რამდენიმე თვით ქონების და საშემოსავლო გადასახადების გადავადების და დღგ-ს დაბრუნების ჩათვლით, ბიზნესებისთვის ფულადი ნაკადის მხრივ დახმარების გასაწევად.
საქართველო, რომლის მოსახლეობა შეადგენს დაახლოებით 3,7 მილიონს, მდებარეობს აღმოსავლეთ ევროპისა და დასავლეთ აზიის გასაყარზე. დასავლეთით ქვეყანას ესაზღვრება შავი ზღვა, სამხრეთით - თურქეთი და სომხეთი, სამხრეთ-აღმოსავლეთით - აზერბაიჯანი, ხოლო ჩრდილოეთით - რუსეთი. ჩამოთვლილ ქვეყნებში დადასტურდა ინფიცირების 23 500 შემთხვევა და 372 გარდაცვლილი.
„საქართველოს შემთხვევაში უმთავრესი როლი შეასრულა ადრეულ ეტაპზე გადამწყვეტმა მოქმედებამ და მოქალაქეებთან მკაფიო და თანმიმდევრულმა კომუნიკაციამ. გადაწყვეტილება ქვეყნის იზოლირების შესახებ არ არის იოლი მისაღები, თუმცა ეს ცალსახად უფრო მარტივია ისეთ პატარა ქვეყანაში, როგორიცაა საქართველო, ვიდრე მსოფლიოს ყველაზე მსხვილ ეკონომიკაში, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა, - ჩვენ მივიღეთ ქმედითი გადაწყვეტილება ყველა საზოგადოებრივი ღონისძიების და შეკრების გაუქმების შესახებ, მარტის შუა რიცხვებში შევაჩერეთ სწავლა საგანმანათლებლო დაწესებულებებში და შემოვიღეთ თვითიზოლაციის რეჟიმი. ჩვენ ათასობით თანამემამულე უზრუნველვყავით საკარანტინო სივრცით და ავკრძალეთ გადაადგილება ღამის საათებში“.
პოლიტიკა
- როგორ წარმოგიდგენიათ, ჟორჟოლიანის შექმნილი გმირი მართლა გმირი იქნება? გმირების ქვეყანაში თუ მან უნდა შექმნას გმირები, კარგად ყოფილა საქმე - თენგიზ შარმანაშვილი
- ტრაგიკული მოვლენაა, რომ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა ჯო უილსონის დონემდე დავიდა, ამ აქტიდან შესაბამის დასკვნებს გამოვიტანთ - ირაკლი კობახიძე
- ოპოზიციის სტრატეგია გაცხადებულია: შიგნით აქცია, გარეთ სანქცია - ნიკა გვარამია
- საქართველოს ხელისუფლება იყენებს რეპრესიულ კანონებს და პოლიტიკურად მოტივირებულ გამოძიებებს დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოების გასანადგურებლად, საერთაშორისო პარტნიორებმა რეაგირება უნდა მოახდინონ - Human Rights Watch
სამართალი
- ალეკო ელისაშვილს სასამართლომ 13 წლით პატიმრობა მიუსაჯა
- გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებულ გიორგი მალანიას ბრალდება წარედგინა
- კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოვაჩნეთ, ამოღებულია 7 კგ-მდე ნარკოტიკი - შსს
- 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ მარიამ მეყანწიშვილს 5000-ლარიანი ჯარიმა, ნანა სანდერს - 7 წლით, ანტონ უპერსა და აბო ნავერიანს კი 5-5 წლით პატიმრობა მიესაჯა
მსოფლიო
- აშშ-მა ირანზე ხუთსაათიანი იერიშების სერია დაასრულა - აშშ-ის ცენტრალური სარდლობა
- ევროკავშირის საბჭომ უნგრეთისთვის აღდგენისა და მდგრადობის ახალი გეგმა დაამტკიცა
- უკრაინას ჩვენი არსენალებიდან უკვე გადავეცით ყველაფერი, რის გადაცემაც შეგვეძლო, ახლა საჭიროა, სხვა ქვეყნებმაც მეტი წვლილი შეიტანონ - ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი
- ტრამპის ადმინისტრაცია ირანთან ახალი დაპირისპირებისა და ჰორმუზის სრუტეზე კონტროლისთვის საბრძოლველად ემზადება - Axios
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტამ“ Rainmaking-ისა და Startupbootcamp Georgia-ს ლიდერშიფსერიის პირველ ღონისძიებას უმასპინძლა
- Farizon საქართველოში - კომერციული ტრანსპორტი ბიზნესისთვის ფლობის 3-ჯერ შემცირებული ხარჯით
- Tegeta Fest - „თეგეტა მოტორსი“ წრიული რბოლის ჩემპიონატის ფარგლებში ავტოსპორტის მოყვარულებს უმასპინძლებს
- „თეგეტა გრინ პლანეტი“ სოციალური დიზაინის დღეების მხარდამჭერია
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















