მკაცრი შეზღუდვები გვჭირდება იმისათვის, რომ ეს შეზღუდვები რაც შეიძლება მალე მოვხსნათ და ეკონომიკამ იმუშაოს - მდინარაძე
საქართველო, თბილისი - 17:40 | 13.04.2020 ნანახია: 757
„უკვე შევდივართ კრიტიკულ ფაზაში და შევუერთდები კოლეგების მოწოდებას იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ დღეს შეზღუდვების და რეკომენდაციების მაქსიმალური დაცვა, მათ შორის, მკაცრი შეზღუდვები გვჭირდება იმისათვის, რომ ეს შეზღუდვები რაც შეიძლება მა;ლე მოვხსნათ. იმისათვის, რომ ეკონომიკამ იმუშაოს და იმისათვის, რომ რეცესიის ხარისხი შემცირდეს. ამიტომ, ასევე კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ ყველა მოქალაქეს მოვუწოდოთ შეასრულონ რეკომენდაციები მაქსიმალურად რათა ჩვენ, უმოკლეს დროში, კრიტიკული ფაზის შემდეგ შევძლოთ, რომ ეკონომიკის სხვადასხვა სფეროები გაიშვას და ნელ-ნელა მოვახერხოთ ძველ რიტმზე დაბრუნება ან მიახლოვება მაინც",-ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ვიცე-სპიკერმა მამუკა მდინარაძემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა.
მამუკა მდინარაძემ ასევე ისაუბრა არსებულ ვითარებაში საპარლამენტო უმრავლესობის წევრების საქმიანობის შესახებ და მათ აქტიურობისთვის, ჩართულობისთვის მადლობა გადაუხადა.
„საპარლამენტო უმრავლესობის ოთხი წარმომადგენელი ჩართულია საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობაში და საქმიანობაში. მათ შორის, პარლამენტის თავმჯდომარე. ყველა კომიტეტი ჩართულია შესაბამის სფეროებთან კომუნიკაციაში. რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში პრიორიტეტულია და ჯანდაცვის კომიტეტი მთლიანად ჩართულია აღსრულებაშიც კი და საზედამხედველო საქმინობას ახორციელებს ძალიან წარმატებულად. ასევე, ჩვენი ეკონომ იკური გუნდის წარმომადგენლები და შესაბამისი ლიდერები ჩართულები არიან პოსტ-კრიზისული გეგმის შემუშავებაში, რასაც ჩვენ უახლოეს მომავალში ველოდებით. ასევე, სხვა კომიტეტები. უკლებლივ ყველა, ჩართულია შესაბამის სფეროსთან კოორდინაციაში და ისინი წარმატებებით ახორციელებენ როგორც ინიციატივების დაყენებას, ასევე ზედამხედველობას კონკრეტული საკითხების აღსრულებასთან დაკავშირებით. ასევე, მადლობა უნდა ვუთხრა ჩვენს მაჟორიტარებს. უმრავლესობის აბსოლუტურად ყველა, მაჟორიტარი ჩართულია შესაბამისი რაიონის შტაბების მუშაობაში და ისინი იღებენ უშუალო მონაწილეობას აღსრულებაში",-განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
პოლიტიკა
- სპეცრაზმელების დაკავება ცალსახად კავშირშია აშშ-ს სახელმწიფო მდივნის წარმომადგენლის ვიზიტთან, სავარაუდოდ, ცდილობენ ამერიკელებს მიყიდონ, რომ მოძალადეები დააკავეს - ზურაბ ჯაფარიძე
- ჩვენ გვაქვს ჩვენი ხელწერა, ამბიცია, რომ ვიმოქმედოთ ევროპულზე და ამერიკულზე მაღალი სტანდარტით - ირაკლი კობახიძე ძალოვანების დაკავებაზე
- 300 ათასი ქართველი რომ არა, არანაირი ევროკავშირი და ევროპის დღე არ იარსებებდა - პაპუაშვილი
- პაპუაშვილი ერთი ზვიგენიანი მილიარდერის მონაა და იძულებულია ყოველ მეორე დღეს დებილობები ილაპარაკოს - ზურაბ ჯაფარიძე
მსოფლიო
- უკრაინის ძალებმა დაარტყეს იაროსლავლში ნავთობობიექტს, რომელიც საზღვრიდან 700 კილომეტრში მდებარეობს, უკრაინის "შორი მოქმედების სანქციები" გრძელდება - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაარღვია, სამხედრო და სადაზვერვო ანგარიშების საფუძველზე მივიღებთ გადაწყვეტილებებს შემდგომ ნაბიჯებზე - ვოლოდიმირ ზელენსკი
- პუტინის არმიამ აპრილში, უკრაინაში 120 კმ²-ით უკან დაიხია, დროა, კრემლმა თვალები გაახილოს და თავისი გაუმართლებელი და აგრესიული ომი დაასრულოს - ჟან-ნოელ ბარო
- ირანი შერცხვენილია, ის ჰორმუზის სრუტის კონტროლს ვერ ახერხს - პიტ ჰეგსეტი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- "გაიარე მეტი" Bridgestone-თან ერთად - თბილისში "თეგეტა მოტორსის" მასშტაბური ინსტალაციები გამოჩნდა
- „გაიარე მეტი“ – „თეგეტა მოტორსმა“ მომხმარებელს მაისში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა
- „საუკეთესო სანახაობა შენ წინაა“ - Steelcraft-მა ახალი კამპანია დაიწყო
- საკულტო მოდელით შთაგონებული: ახალი Cayenne Coupé Electric
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა

















