ირაკლი ლექვინაძე ‘’მომავლის ქალაქის’’ პროექტის პრეზენტაციას დაესწრო
საქართველო, თბილისი - 13:05 | 29.01.2016 ნანახია: 2092
თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძე ‘’მომავლის ქალაქის’’ პროექტის პრეზენტაციას დაესწრო.
პროექტი Morgenstadt, ანუ მომავლის ქალაქი, Fraunhofer-ის კვლევითი ინსტიტუტის მიერ ხორციელდება. Fraunhofer გამოყენებით კვლევებში სპეციალიზებული გერმანულ ორგანიზაციათა ქსელია, რომლის მუშაობის მთავარ მიმართულებას განვითარების დაჩქარება და ენერგიისა და რესურსების ხარჯვის შემცირება წარმოადგენს.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ თბილისის მერიის საქალაქო სამსახურების წარმომადგენლები.
შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო მდგრადი განვითარების მიმართულების პრეზენტაცია. შეხვედრის მონაწილეებმა პროფილის ფარგლებში არჩეული რვა პროექტი დეტალურად განიხილეს.
„Morgenstadt-ის პროექტს ახორციელებს Fraunhofer-ის საზოგადოება, გერმანული ორგანიზაციების ქსელი, რომელიც გერმანული ორგანიზაცია KFW-ს დაფინანსებით და თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის მხარდაჭერით მიმდინარეობს. პროექტი გულისხმობს მომავლის ქალაქისთვის საჭირო სამოქმედო გეგმის ფორმირებას, თუ რა ქმედებები უნდა განხორციელდეს იმისათვის, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ თბილისი ჩამოყალიბდეს, როგორც მომავლის ქალაქი“, - განაცხადა თბილისის მერის მოადგილემ ირაკლი ლექვინაძემ.
მისივე თქმით, პროექტის პირველ ნაწილში, რომელიც დღევანდელ შეხვედრაზე განიხილეს, რამდენიმე სარეკომენდაციო მიმართულებაა წარმოდგენილი. როგორც თბილისის მერის მოადგილემ აღნიშნა, პრიორიტეტების შერჩევის შემდეგ რეკომენდაციების შესრულება დაიწყება.
„Morgenstadt-ის, იგივე მომავლის ქალაქის პროექტი თბილისისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგანაც ის ახორციელებს ურბანული სისტემის შეფასებას და იმ ქმედებების ერთობლიობას აყალიბებს, თუ რამ უნდა განაპირობოს ურბანული სისტემების წარმატება და განვითარებისთვის საჭირო ღონისძიებების ჩარჩო“, - განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.
პოლიტიკა
- სიმართლე არაა „ოცნების“ განცხადება, რომ ევროპარლამენტის გადაწყვეტილება ზღუდავს თავისუფალ მედიას, ეს ტელევიზიები დეზინფორმაციას ავრცელებენ - გიორგი შარაშიძე
- სპეცრაზმელების დაკავება ცალსახად კავშირშია აშშ-ს სახელმწიფო მდივნის წარმომადგენლის ვიზიტთან, სავარაუდოდ, ცდილობენ ამერიკელებს მიყიდონ, რომ მოძალადეები დააკავეს - ზურაბ ჯაფარიძე
- ჩვენ გვაქვს ჩვენი ხელწერა, ამბიცია, რომ ვიმოქმედოთ ევროპულზე და ამერიკულზე მაღალი სტანდარტით - ირაკლი კობახიძე ძალოვანების დაკავებაზე
- 300 ათასი ქართველი რომ არა, არანაირი ევროკავშირი და ევროპის დღე არ იარსებებდა - პაპუაშვილი
მსოფლიო
- კიევში, რუსეთის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 7-მდე გაიზარდა, მათ შორის ერთი ბავშვია, დაშავებულია 44, კიდევ 20-ს ეძებენ
- უკრაინის ძალებმა დაარტყეს იაროსლავლში ნავთობობიექტს, რომელიც საზღვრიდან 700 კილომეტრში მდებარეობს, უკრაინის "შორი მოქმედების სანქციები" გრძელდება - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაარღვია, სამხედრო და სადაზვერვო ანგარიშების საფუძველზე მივიღებთ გადაწყვეტილებებს შემდგომ ნაბიჯებზე - ვოლოდიმირ ზელენსკი
- პუტინის არმიამ აპრილში, უკრაინაში 120 კმ²-ით უკან დაიხია, დროა, კრემლმა თვალები გაახილოს და თავისი გაუმართლებელი და აგრესიული ომი დაასრულოს - ჟან-ნოელ ბარო
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ სრულიად ახალი, მე-6 თაობის Toyota RAV4 წარადგინა
- "გაიარე მეტი" Bridgestone-თან ერთად - თბილისში "თეგეტა მოტორსის" მასშტაბური ინსტალაციები გამოჩნდა
- „გაიარე მეტი“ – „თეგეტა მოტორსმა“ მომხმარებელს მაისში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა
- „საუკეთესო სანახაობა შენ წინაა“ - Steelcraft-მა ახალი კამპანია დაიწყო
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა

















