გიორგი მარგველაშვილი პანკისის ხეობაში მოსახლეობას შეხვდა
საქართველო, თბილისი - 12:15 | 30.01.2016 ნანახია: 1968
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, პანკისის ხეობაში, სოფელ დუისში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.
დუისში საქართველოს პრეზიდენტი ევროკავშირის და ამერიკის ელჩებთან - იან კელისთან და იანოშ ჰერმანთან ერთად ჩავიდა.
საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა იმ ახალგაზრდებს, რომლებიც პანკისის ხეობიდან სახელმწიფო დროშის დღეს დროშის აღმართვის ცერემონიაში მონაწილეობდნენ და განაცხადა, რომ სიამოვნებით მიიღო მათი მოწვევა და პანკისის ხეობას ესტუმრა.
გიორგი მარგველაშვილმა ადგილობრივი მცხოვრები თამარ თურქოშვილი წიგნის ფონდის გადარჩენისა და ახალგაზრდა თაობის განათლების საქმეში შეტანილი პირადი წვლილისათვის ღირსების ორდენით დააჯილდოვა და მოქალაქეობრივი ღვაწლისათვის მადლობა გადაუხადა.
პანკისის მოსახლეობამ პრეზიდენტთან და ელჩებთან ხეობაში არსებულ სოციალურ პრობლებეზე გაამახვილეს ყურადღება და არსებული პრობლემებიდან ძირითად პრობლემებად დასაქმების, მოქალაქეობის მინისჭებისა და გაზიფიკაციის საკითხები დაასახელეს.
„დღეს ჩვენ შევხვდით პანკისის მოსახლეობას. აქ პრობლემები იგივეა, რაც საქართველოს სხვა კუთხეებში. გადასაწყვეტია ინფრასტრუქტურული საკითხები, გაზიფიკაციის საკითხი, არის საჭიროება, რომ დავასაქმოთ მოსახლეობა.
დღეს ჩემთან ერთად არიან ამერიკის და ევრიკავშირის ელჩები და ჩვენ ერთად ვნახეთ, რომ ხეობაში სიმშვიდეა, სირთულე არ არის და როგორც აქ მაცხოვრებლები აცხადებენ, საქართველოს სხვა კუთხეებთან შედარებით, კრიმინოგენული ვითარება უკეთესია და კრიმინალი თითქმის საერთოდ არ არის",-განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
პანკისის მოსახლეობასთან შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, პრეზიდენტის მრჩეველები სოფიო შამანიდი და ალექსანდრე ბარბაქაძე, უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი, თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა დოლიძე და კახეთის მხარის რწმუნებული ირაკლი შიოლაშვილი.
პოლიტიკა
- როგორ წარმოგიდგენიათ, ჟორჟოლიანის შექმნილი გმირი მართლა გმირი იქნება? გმირების ქვეყანაში თუ მან უნდა შექმნას გმირები, კარგად ყოფილა საქმე - თენგიზ შარმანაშვილი
- ტრაგიკული მოვლენაა, რომ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა ჯო უილსონის დონემდე დავიდა, ამ აქტიდან შესაბამის დასკვნებს გამოვიტანთ - ირაკლი კობახიძე
- ოპოზიციის სტრატეგია გაცხადებულია: შიგნით აქცია, გარეთ სანქცია - ნიკა გვარამია
- საქართველოს ხელისუფლება იყენებს რეპრესიულ კანონებს და პოლიტიკურად მოტივირებულ გამოძიებებს დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოების გასანადგურებლად, საერთაშორისო პარტნიორებმა რეაგირება უნდა მოახდინონ - Human Rights Watch
სამართალი
- ალეკო ელისაშვილს სასამართლომ 13 წლით პატიმრობა მიუსაჯა
- გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებულ გიორგი მალანიას ბრალდება წარედგინა
- კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოვაჩნეთ, ამოღებულია 7 კგ-მდე ნარკოტიკი - შსს
- 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ მარიამ მეყანწიშვილს 5000-ლარიანი ჯარიმა, ნანა სანდერს - 7 წლით, ანტონ უპერსა და აბო ნავერიანს კი 5-5 წლით პატიმრობა მიესაჯა
მსოფლიო
- აშშ-მა ირანზე ხუთსაათიანი იერიშების სერია დაასრულა - აშშ-ის ცენტრალური სარდლობა
- ევროკავშირის საბჭომ უნგრეთისთვის აღდგენისა და მდგრადობის ახალი გეგმა დაამტკიცა
- უკრაინას ჩვენი არსენალებიდან უკვე გადავეცით ყველაფერი, რის გადაცემაც შეგვეძლო, ახლა საჭიროა, სხვა ქვეყნებმაც მეტი წვლილი შეიტანონ - ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი
- ტრამპის ადმინისტრაცია ირანთან ახალი დაპირისპირებისა და ჰორმუზის სრუტეზე კონტროლისთვის საბრძოლველად ემზადება - Axios
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- უმსხვილესი მაღალტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა რეგიონში - „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალი სრული დატვირთვით მუშაობს
- „თეგეტამ“ Rainmaking-ისა და Startupbootcamp Georgia-ს ლიდერშიფსერიის პირველ ღონისძიებას უმასპინძლა
- Farizon საქართველოში - კომერციული ტრანსპორტი ბიზნესისთვის ფლობის 3-ჯერ შემცირებული ხარჯით
- Tegeta Fest - „თეგეტა მოტორსი“ წრიული რბოლის ჩემპიონატის ფარგლებში ავტოსპორტის მოყვარულებს უმასპინძლებს
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
















