გიგლა აგულაშვილი „საყდრისის დაცვის საზოგადოებრივი კომიტეტის“ წევრებს შეხვდა
საქართველო, თბილისი - 13:10 | 02.02.2016 ნანახია: 1802
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისა და გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებთან ერთად, „საყდრისის დაცვის საზოგადოებრივი კომიტეტის“ წევრებს შეხვდა.
შეხვედრაზე შპს „RMG Gold”-ისა და სს „RMG Copper”-ის მიერ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვება-გადამუშავების შედეგად ბოლნისის მუნიციპალიტეტში შექმნილი ეკოლოგიური მდგომარეობა და კომპანიების მიერ საქმიანობის შედეგად გარემოზე მავნე ზემოქმედების საკითხები განიხილეს.
სამინისტროს წარმომადგენლების განცხადებით, ბოლნისის მუნიციპალიტეტში არსებულ სენსიტიურ წერტილებში რეგულარულად ტარდება გეგმიური მონიტორინგი როგორც წყლის, ისე მიწის, ჰაერის ხარისხის მდგომარეობის შესწავლის მიზნით. მინისტრის განმარტებით, აღნიშნული პროცესი უწყვეტ რეჟიმში მომავალშიც გაგრძელდება.
მონიტორინგის ეფექტურად განხორციელებისთვის მდინარეებზე: მაშავერა და კაზრეთულა ასევე დამონტაჟებულია ავტომატური სადგურები, რომლის საშუალებითაც წყლის ხარისხის გაუარესების შემთხვევაში, ავტომატურად ხდება წყლის სინჯების აღება და გარემოს ეროვნული სააგენტოს შესაბამის ლაბორატორიაში სათანადო კვლევების ჩატარება.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ახორციელებს შპს „RMG Gold”-ისა და სს „RMG Copper”-ის მიერ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვება-გადამუშავების მიზნით გაცემულ გარემოზე ზემოქმედების ნებართვებისა და ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნებით დადგენილი პირობების შემოწმებას.
ინსპექტირების დასრულების შემდეგ, სამინისტროსა და არასამთავრობო ორგანიზაცია „საყდრისის დაცვის საზოგადოებრივი კომიტეტის“ წარმომადგენლებთან შეხვედრა-დიალოგი კვლავ გაიმართება, სადაც მოხდება აღნიშნული ინსპექტირების შედეგების გაცნობა და დაიგეგმება ერთობლივი ღონისძიებები.
პოლიტიკა
- სიმართლე არაა „ოცნების“ განცხადება, რომ ევროპარლამენტის გადაწყვეტილება ზღუდავს თავისუფალ მედიას, ეს ტელევიზიები დეზინფორმაციას ავრცელებენ - გიორგი შარაშიძე
- სპეცრაზმელების დაკავება ცალსახად კავშირშია აშშ-ს სახელმწიფო მდივნის წარმომადგენლის ვიზიტთან, სავარაუდოდ, ცდილობენ ამერიკელებს მიყიდონ, რომ მოძალადეები დააკავეს - ზურაბ ჯაფარიძე
- ჩვენ გვაქვს ჩვენი ხელწერა, ამბიცია, რომ ვიმოქმედოთ ევროპულზე და ამერიკულზე მაღალი სტანდარტით - ირაკლი კობახიძე ძალოვანების დაკავებაზე
- 300 ათასი ქართველი რომ არა, არანაირი ევროკავშირი და ევროპის დღე არ იარსებებდა - პაპუაშვილი
მსოფლიო
- კიევში, რუსეთის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 7-მდე გაიზარდა, მათ შორის ერთი ბავშვია, დაშავებულია 44, კიდევ 20-ს ეძებენ
- უკრაინის ძალებმა დაარტყეს იაროსლავლში ნავთობობიექტს, რომელიც საზღვრიდან 700 კილომეტრში მდებარეობს, უკრაინის "შორი მოქმედების სანქციები" გრძელდება - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაარღვია, სამხედრო და სადაზვერვო ანგარიშების საფუძველზე მივიღებთ გადაწყვეტილებებს შემდგომ ნაბიჯებზე - ვოლოდიმირ ზელენსკი
- პუტინის არმიამ აპრილში, უკრაინაში 120 კმ²-ით უკან დაიხია, დროა, კრემლმა თვალები გაახილოს და თავისი გაუმართლებელი და აგრესიული ომი დაასრულოს - ჟან-ნოელ ბარო
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ სრულიად ახალი, მე-6 თაობის Toyota RAV4 წარადგინა
- "გაიარე მეტი" Bridgestone-თან ერთად - თბილისში "თეგეტა მოტორსის" მასშტაბური ინსტალაციები გამოჩნდა
- „გაიარე მეტი“ – „თეგეტა მოტორსმა“ მომხმარებელს მაისში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა
- „საუკეთესო სანახაობა შენ წინაა“ - Steelcraft-მა ახალი კამპანია დაიწყო
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა

















