მაია ბითაძემ ბირთვული უსაფრთხოების სამიტის მოსამზადებელ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა
საქართველო, თბილისი - 14:30 | 19.02.2016 ნანახია: 2084
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილემ მაია ბითაძემ, ბირთვული უსაფრთხოების შერპას რანგში, მონაწილეობა მიიღო ქ. სტოკჰოლმში (შვედეთის სამეფო), 2016 წლის 16-19 თებერვალს, გამართულ შერპების მეხუთე შეხვედრაში. ბირთვული უსაფრთხოების 2016 წლის სამიტის მოსამზადებელი ხსენებული შეხვედრის ფარგლებში საქართველოს ოფიციალურ დელეგაციაში შედიოდნენ, ასევე, სსიპ - ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს უფროსი ვასილ გედევანიშვილი და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი შალვა ბურდული. შეხვედრა აშშ-ს ინიციატივითა და შვედეთის სამეფოს ბირთვული უსაფრთხოების მარეგულირებელი ორგანოს ორგანიზებით გაიმართა.
ბირთვული უსაფრთხოების 2016 წლის სამიტის მოსამზადებელ შეხვედრაზე მაია ბითაძემ წარადგინა ინფორმაცია ბირთვული უსაფრთხოების მიმართულებით საქართველოში არსებული მდგომარეობის შესახებ. გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილემ, საკუთარ პრეზენტაციაში, განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა მაღალგამდიდრებული ურანის რეპატრიაციის ფაქტზე, რის შედეგადაც საქართველომ ბირთვული თვალსაზრისით თავისუფალი სახელმწიფოს სტატუსი შეიძინა. ხსენებული აქტივობისა და გამოხატული პოლიტიკური ნების გამო, საქართველო, ბირთვული უსაფრთხოების სამიტის მიმდინარეობისას, დაჯილდოვდება მსოფლიო ბირთვულ უსაფრთხოებაში შეტანილი წვლილისათვის.
შეხვედრის ფარგლებში, საქართველოს ოფიციალური დელეგაციის წევრთა მონაწილეობით, გაიმართა დისკუსია 2016 წლის სამიტის კომუნიკესა და სამოქმედო გეგმების საბოლოო ტექსტებთან დაკავშირებით. კომუნიკეში მითითებული იქნება ბირთვული უსაფრთხოების სფეროს ის ძირითადი საკითხები, რომელთა მოწესრიგებაც საერთაშორისო საზოგადოების ერთობლივ ძალისხმევას საჭიროებს. სამოქმედო გეგმები კი, ეხება ისეთ საერთაშორისო ორგანიზაციებს, როგორიცაა გაერთიანებული ერები, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო და საერთაშორისო პოლიცია (INTERPOL).
საქართველოს ოფიციალური დელეგაციის წევრები, ასევე, გაეცნენ სხვადასხვა სახელმწიფოსა და საინიციატივო ჯგუფების მიერ შემუშავებული ერთობლივი განცხადებების პროექტებს. მათ მონაწილეობა მიიღეს ამ მიზნით გამართულ პანელურ დისკუსიაში.
ზემოხსენებული დოკუმენტების მიღება მოხდება ბირთვული უსაფრთხოების სამიტზე, რომელიც 2016 წლის 31 მარტს - 1 აპრილს გაიმართება და მასში საქართველოს პრეზიდენტი მიიღებს მონაწილეობას.
პოლიტიკა
- როგორ წარმოგიდგენიათ, ჟორჟოლიანის შექმნილი გმირი მართლა გმირი იქნება? გმირების ქვეყანაში თუ მან უნდა შექმნას გმირები, კარგად ყოფილა საქმე - თენგიზ შარმანაშვილი
- ტრაგიკული მოვლენაა, რომ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა ჯო უილსონის დონემდე დავიდა, ამ აქტიდან შესაბამის დასკვნებს გამოვიტანთ - ირაკლი კობახიძე
- ოპოზიციის სტრატეგია გაცხადებულია: შიგნით აქცია, გარეთ სანქცია - ნიკა გვარამია
- საქართველოს ხელისუფლება იყენებს რეპრესიულ კანონებს და პოლიტიკურად მოტივირებულ გამოძიებებს დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოების გასანადგურებლად, საერთაშორისო პარტნიორებმა რეაგირება უნდა მოახდინონ - Human Rights Watch
სამართალი
- ალეკო ელისაშვილს სასამართლომ 13 წლით პატიმრობა მიუსაჯა
- გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებულ გიორგი მალანიას ბრალდება წარედგინა
- კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოვაჩნეთ, ამოღებულია 7 კგ-მდე ნარკოტიკი - შსს
- 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ მარიამ მეყანწიშვილს 5000-ლარიანი ჯარიმა, ნანა სანდერს - 7 წლით, ანტონ უპერსა და აბო ნავერიანს კი 5-5 წლით პატიმრობა მიესაჯა
მსოფლიო
- აშშ-მა ირანზე ხუთსაათიანი იერიშების სერია დაასრულა - აშშ-ის ცენტრალური სარდლობა
- ევროკავშირის საბჭომ უნგრეთისთვის აღდგენისა და მდგრადობის ახალი გეგმა დაამტკიცა
- უკრაინას ჩვენი არსენალებიდან უკვე გადავეცით ყველაფერი, რის გადაცემაც შეგვეძლო, ახლა საჭიროა, სხვა ქვეყნებმაც მეტი წვლილი შეიტანონ - ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი
- ტრამპის ადმინისტრაცია ირანთან ახალი დაპირისპირებისა და ჰორმუზის სრუტეზე კონტროლისთვის საბრძოლველად ემზადება - Axios
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- უმსხვილესი მაღალტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა რეგიონში - „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალი სრული დატვირთვით მუშაობს
- „თეგეტამ“ Rainmaking-ისა და Startupbootcamp Georgia-ს ლიდერშიფსერიის პირველ ღონისძიებას უმასპინძლა
- Farizon საქართველოში - კომერციული ტრანსპორტი ბიზნესისთვის ფლობის 3-ჯერ შემცირებული ხარჯით
- Tegeta Fest - „თეგეტა მოტორსი“ წრიული რბოლის ჩემპიონატის ფარგლებში ავტოსპორტის მოყვარულებს უმასპინძლებს
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
















