საბჭოთა რეჟიმის მიერ საქართველოში დახვრეტილია 17500, გადასახლებულია - 300 000 ადამიანი
საქართველო, თბილისი - 10:16 | 25.02.2016 ნანახია: 1926
25 თებერვალს 95 წელი სრულდება ბოლშევიკური რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციიდან.
სამწუხაროდ, საარქივო მასალები არ იძლევა საშუალებას ზუსტად აღირიცხოს საბჭოთა რეჟიმის მსხვერპლთა რაოდენობა. ამის მიუხედავად, როგორც შსს საარქივო მასალებზე დაყრდნობით ახალი ამბების სააგენტო „ჯი-ეიჩ-ენმა“ გაარკვია, საბჭოთა რეჟიმის მსხვერპლთა და რეპრესირებულთა რაოდენობა 500 ათას ადამიანს აჭარბებს.
1921-1990 წლებში რეჟიმის მიერ სხვადასხვა „დანაშაულის“ გამო დახვრეტილია 17 500 ადამიანი. მონაცემები არ არის სრულყოფილი, რადგან როგორც „ჯი-ეიჩ-ენს“ შსს არქივში განუმარტეს, საქმეთა დიდი ნაწილი დამწვარია.
ასევე, არასრულყოფილია მონაცემები 1937-1938 წლებში გადასახლებულთა შესახებ. ამჟამად არქივში არსებული მონაცემებით, ორი წელიწადში გადასახლებულთა რაოდენობა 13 ათას შეადგენს.
საკმაოდ ყურადსაღებია 1941-1951 წლებში საეშელონო გადსახლებულთა რაოდენობა საეშელენო სიის მიხედვით, 113 800 ადამიანი. ეს მაჩვენებელიც არასრულყოფილია, რადგან „ჯი-ეიჩ-ენმა“ გაარკვია, რომ ამ პერიოდის 40 ათასამდე საქმე დამწვარია.
მასალაზე მუშაობისას გაირკვა, რომ საეშელონო სიის საშუალო მონაცემი 300 ათას ადამიანს აღემატება.
აღნიშნული რაოდნობა დგინდება შემდეგი სახით. თუ ბოლშევიკური ხელისუფლება არასანდოობის ან სხვა ბრალდების გამო აპატიმრებდა 1 ადამიანს, გადასახლებაში - საეშელონო სიაში, ხვდებოდნენ მისი ოჯახის წევრი. მაგალითად, არქივში მითიღებულია რომ კონკრეტული პირის არასანდოობის გამო გადასახლებულია მისი შვიდსულიანი ოჯახი, თუმცა აღრიცხულია როგორც ერთი.
უნდა აღინიშნოს, რომ საეშელონო სიით გადასახლებულები, რომლებიც გადარჩნენ, გარკვეული პერიოდის შემდეგ ბრუნდებოდნენ სამშობლოში. მაგრამ საარქივო მასალებით საკმაოდ ბევრია შემთხვევა, როდესაც ისინი ხელმეორედ ხვდებოდნენ გადასახლებაში.
პოლიტიკა
- „თავისუფლება სინდისის პატიმრებს - მადლობა ბრძოლისთვის“ - ფილარმონიიდან პარლამენტისკენ მსვლელობა იმართება
- სრული ბოდვაა, ქვეყნის შიგნით რა კანონებია საჭირო, ხელისუფლება გადაწყვეტს - კახა კალაძე „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშზე
- მინდა, ვუთხრა რეჟიმის ყველა მსხვერპლს - თქვენ მოიპოვეთ ახალი მნიშვნელოვანი მექანიზმი იმისთვის, რომ ამ რეჟიმმა პასუხი აგოს სამართლებრივად ყველა დარღვევაზე - სალომე სამადაშვილი
- ეუთო-ს რეკომენდაციები ან უნდა შესრულდეს, ან დადგება ანგარიშში აღწერილი პოლიტიკური და სამართლებრივი შედეგები - ლონდა თოლორაია
სამართალი
- კახეთში ახალგაზრდა კაცს თანხის გამოძალვის მიზნით, პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალა სოციალურ ქსელში გაუვრცელეს, რის შემდეგაც მან თავი მოიკლა - დაკავებულია 2 პირი
- თბილისში უცხო ქვეყნის მოქალაქეს ყაჩაღურად თავს დაესხნენ
- დააკავეს 4 არასრულწლოვანი, რომელთაც აფთიაქებიდან და მაღაზიიდან პროდუქცია გაიტაცეს
- თინა ხიდაშელი და გუბაზ სანიკიძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე დაიბარეს
მსოფლიო
- სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ბელარუსის მიერ კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი შესაძლო დანაშაულების გამოძიება დაიწყო - Reuters
- ჩვენ მთლიანად ვანადგურებთ ირანის ტერორისტულ რეჟიმს, ნახეთ, რა დაემართებათ დღეს ამ შეშლილ ნაძირლებს, მე, როგორც აშშ-ის პრეზიდენტი, ვკლავ მათ, დიდი პატივია ამის გაკეთება - დონალდ ტრამპი
- ერაყში, სამხედრო ბაზაზე დრონების თავდასხმის შედეგად ერთი ფრანგი სამხედრო დაიღუპა და ექვსი დაიჭრა
- ევროკავშირის სანქციები იმ ადამიანებზეც უნდა გავრცელდეს, ვინც პასუხისმგებლები არიან საქართველოში დემოკრატიის განადგურებაზე - მალგოჟატა გოშევსკა
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება

















