სტინგის თბილისური ვოიაჟის კულუარები – გასეირნება ქუჩებში, ვიზიტი აბანოებში და ბევრი სხვა…
საქართველო, თბილისი - 14:14 | 29.02.2016 ნანახია: 2959
სტინგისა და კრის ბოტის ორდღიანმა კონცერტმა ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში მელომანებისა თუ უბრალოდ, გლამურულ ღონისძიებებზე დამსწრეთა სრული მობილიზაცია გამოიწვია. ბოტისა და სტინგის პროექტი, რომელიც ორსაათნახევარს გრძელდება, მუსიკის მოყვარულებისთვის ნამდვილი ზეიმი აღმოჩნდა. ცნობილი მესაყვირისა და ბრწყინვალე მუსიკოსის მეგობრობა და ტანდემი ოც წელიწადს ითვლის. ისინი ახლა ერთობლივ ტურნეში არიან, სადაც საქართველოც შევიდა. „საქართველოს ბანკის“ ფინანსური მხარდაჭერით, მათივე ერთ-ერთი პროდუქტის მომხმარებლებისთვის და „ისტერნ პრომოუშენის“ მომსახურებით, ბრწყინვალე პროექტმა საქართველოს დედაქალაქშიც ჩამოაღწია.
კონცერტზე დუღილის ტემპერატურამ მაქსიმუმს მიაღწია. შესანიშნავი მუსიკოსების გამოსვლას სიურპრიზების გარეშე არ ჩაუვლია. კრის ბოტიმ გია ყანჩელის 80 წლის იუბილე, ნიკოლოზ რაჭველთან ერთად, „ყვითელი ფოთლების“ შესრულებით აღნიშნა, რასაც დარბაზში ხანგრძლივი აპლოდისმენტები მოჰყვა. აღარაფერს ვიტყვით თავად მესაყვირის პროფესიონალიზმსა და იმ პროგრამაზე, რომელიც თბილისელი მაყურებლის წინაშე წარადგინა. პიანისტი ჯეფრი კიზერი საქართველოში 16 წლის ასაკში, 1989 წელს გახლდათ ნამყოფი და მისთვის ეს ვიზიტი ორმაგად სასიამოვნო აღმოჩნდა. დრამერმა, ლი პირსონმა მელომანების დიდი აღფრთოვანება გამოიწვია რამდენიმე სოლოთი, რომლებიც საღამოს განმავლობაში ჰქონდა, კრის ბოტისთან და კეროლაინ კემპბელთან ერთად, ცნობილი კომპოზიცია „Time To Say Goodbye“ კვლავ ქართველმა ტენორმა, ოთარ ჯორჯიკიამ შეასრულა…
ამის შემდეგ კრის ბოტიმ სცენაზე სტინგი მოიხმო… შეუძლებელია იმის აღწერა, რაც დარბაზში ხდებოდა. როგორც შევიტყვეთ, წინასწარ კონტრაქტით იყო გაწერილი, თუ რამდენი სიმღერა უნდა შესრულებულიყო. 16-16 ნომერი ორივე მუსიკოსისგან. სტინგმა თითქმის ყველა ის სიმღერა შეასრულა, რომელსაც მისგან მისი შემოქმედების თაყვანისმცემლები ველოდით და ბისზეც გამოვიდა.
რა ხდებოდა სცენის მიღმა? „ფორტუნასთვის“ ექსკლუზიური დეტალები გახდა ცნობილი. როგორც შევიტყვეთ, ყველა ის ტექნიკური პირობა, რომელიც სტინგის მენეჯმენტმა მოითხოვა, სრულად დაკმაყოფილდა. პირველი კონცერტის შემდეგ, სცენიდან კულისებში გასულმა მუსიკოსმა აღნიშნა, რომ ძალიან კმაყოფილი დარჩა დარბაზით, აკუსტიკითა და საუნდით, ასევე ძალიან მოეწონა კულისები. სხვათა შორის, მუსიკოსების გამასპინძლება საკუთარ თავზე „რედისონმა“ და „ელვისმა“ აიღეს. სამზარეულოში ნაკლებად, მაგრამ მაინც შედიოდა ქართული კერძები.
კრის ბოტის ინიციატივით, ისიც და სხვა მუსიკოსებიც, მათ შორის, სტინგიც, სასტუმრო „რუმსში“ დაბინავდნენ, სადაც ბოტი ადრეც გახლდათ ნამყოფი. სტინგის მენეჯმენტს წესით, ბრენდული სასტუმრო უნდა მოეთხოვა და ასეც იქნებოდა, მაგრამ ბევრი რამ საკუთარ თავზე ახლა უკვე საქართველოს ელჩად წოდებულმა ბოტიმ აიღო, მათ შორის, იმ ადგილების შერჩევაც, სადაც თავისი დიდი ხნის მეგობრის წაყვანა სურდა. მათ საკმაო დრო ჰქონდათ, ასე რომ, პროგრამა შედგა.
პირველი კონცერტის მეორე დილას, სტინგმა, კრის ბოტიმ, „ისტერნ პრომოუშენის“ წარმომადგენელმა, ნიკუშა კანდელაკმა და ბოტის ქართველმა მეგობარმა, სერგი ნაკაიძემ, რუსთაველზე, ლესელიძესა და შარდენზე ფეხით გაისეირნეს. რასაკვირველია, მათ ახლდათ დაცვა, მაგრამ საინტერესო ისაა, რომ მათთან არავინ მისულა, როგორც ჩანს, ვერ იცნეს, ან უბრალოდ, ვერ წარმოიდგინეს, რომ მუსიკოსები თბილისის ქუჩებში დაიწყებდნენ სეირნობას. მოგვიანებით, თავად სტინგის „ინსტაგრამზე“ გამოჩნდა ფოტო, რომელიც ამ სეირნობას ასახავს.
მეორე კონცერტის შემდეგ სტინგმა და კრის ბოტიმ ისევ შარდენზე გადაინაცვლეს, იყვნენ რამდენიმე კლუბში, ასევე შეიარეს „ბუდა ბარში“, სადაც სერგი ნაკაიძე დაბადების დღეს აღნიშნავდა, თუმცა იქაურობა მალევე დატოვეს, ვინაიდან სტინგი სიგარეტის კვამლს ერიდება მაშინ, როდესაც კონცერტები აქვს.
„რუმსმა“ მუსიკოსებს შესანიშნავ მასპინძლობა გაუწია, ისინი სასტუმროს სამზარეულოთიც მოიხიბლნენ. გაიმართა ბანკეტი, სადაც მოულოდნელად სუფრის წევრებს ჩოხებში ჩაცმული „ქართული ხმების“ წევრები გამოეცხადნენ. მათ ერთი სიმღერა უნდა შეესრულებინათ, თუმცა სტინგის თხოვნით, რამდენიმე სიმღერა შეასრულეს, შემდეგ მუსიკოსმა მათთან სურათის გადაღების სურვილი გამოთქვა და აღფრთოვანებული დარჩა ქართველების შესრულებით…
კიდევ ერთი დეტალი – ბათუმში ყოფნისას, სასტუმროში სტინგმა ჰამამის მომსახურებით ისარგებლა და იკითხა, თუ იყო იგივე რამ თბილისშიც. მას გოგორდის წყლების შესახებ მოკლე „ლექცია“ ჩაუტარეს, რის შემდეგაც ის აბანოთუბანში აბანოებს ესტუმრა და იმდენად მოეწონა, რომ დღეს დილიდან, გამგზავრებამდე ისევ აბანოებში გახლდათ.
ის თბილისს შუადღეს დატოვებს და როგორც გვითხრეს, ძალიან კმაყოფილი მიდის საქართველოს დედაქალაქიდან. ამ დონის მუსიკოსის კომპლიმენტები კი მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ შემდეგში მისი რანგის არტისტები ჩვენს ქვეყანაში უფრო მეტი ხალისითა და ინტერესით ჩამოვიდნენ…
რადიო ფორტუნა
პოლიტიკა
- სიმართლე არაა „ოცნების“ განცხადება, რომ ევროპარლამენტის გადაწყვეტილება ზღუდავს თავისუფალ მედიას, ეს ტელევიზიები დეზინფორმაციას ავრცელებენ - გიორგი შარაშიძე
- სპეცრაზმელების დაკავება ცალსახად კავშირშია აშშ-ს სახელმწიფო მდივნის წარმომადგენლის ვიზიტთან, სავარაუდოდ, ცდილობენ ამერიკელებს მიყიდონ, რომ მოძალადეები დააკავეს - ზურაბ ჯაფარიძე
- ჩვენ გვაქვს ჩვენი ხელწერა, ამბიცია, რომ ვიმოქმედოთ ევროპულზე და ამერიკულზე მაღალი სტანდარტით - ირაკლი კობახიძე ძალოვანების დაკავებაზე
- 300 ათასი ქართველი რომ არა, არანაირი ევროკავშირი და ევროპის დღე არ იარსებებდა - პაპუაშვილი
მსოფლიო
- კიევში, რუსეთის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 7-მდე გაიზარდა, მათ შორის ერთი ბავშვია, დაშავებულია 44, კიდევ 20-ს ეძებენ
- უკრაინის ძალებმა დაარტყეს იაროსლავლში ნავთობობიექტს, რომელიც საზღვრიდან 700 კილომეტრში მდებარეობს, უკრაინის "შორი მოქმედების სანქციები" გრძელდება - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაარღვია, სამხედრო და სადაზვერვო ანგარიშების საფუძველზე მივიღებთ გადაწყვეტილებებს შემდგომ ნაბიჯებზე - ვოლოდიმირ ზელენსკი
- პუტინის არმიამ აპრილში, უკრაინაში 120 კმ²-ით უკან დაიხია, დროა, კრემლმა თვალები გაახილოს და თავისი გაუმართლებელი და აგრესიული ომი დაასრულოს - ჟან-ნოელ ბარო
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ სრულიად ახალი, მე-6 თაობის Toyota RAV4 წარადგინა
- "გაიარე მეტი" Bridgestone-თან ერთად - თბილისში "თეგეტა მოტორსის" მასშტაბური ინსტალაციები გამოჩნდა
- „გაიარე მეტი“ – „თეგეტა მოტორსმა“ მომხმარებელს მაისში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა
- „საუკეთესო სანახაობა შენ წინაა“ - Steelcraft-მა ახალი კამპანია დაიწყო
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა





















