ტელეკომპანია „მაესტრო“ შენობის გარეშე რჩება
საქართველო, თბილისი - 14:31 | 07.03.2016 ნანახია: 2009
ტელეკომპანია "მაესტრო" შენობის გარეშე რჩება. ამის შესახებ ინფორმაცია „რუსთავი 2“ ავრცელებს. ტელეკომპანია "რუსთავი 2"-მა იმ მიმოწერიდან შეიტყო, რაც შპს "სტუდია მაესტროს" შპს "მ-ინვესტმენტმა" გაუგზავნა.
წერილი 2015 წლის 8 დეკემბრითაა დათარიღებული და აღნიშნულია, რომ მ-ინვესტმენტს 2015 წლის 31 დეკემბრის შემდეგ სტუდია „მაესტროსთან“ აღარ სურს საიჯარო ხელშეკრულების გაგრძელება.
მოგეხსენებათ ტელეკომპანია "მაესტრო" განთავსებულია მ-ინვესტმენტის შენობაში, ტექნიკა კი "სტუდია მაესტროს" ეკუთვნის.
მ-ინვესტმენტის წარმომადგენელი წერილში აღნიშნავს, რომ მათ აღარ სურთ ხელშეკრულების გაფორმება, თუმცა მაუწყებლობის შეფერხების თავიდან ასაცილებლად არ ითხოვენ საიჯარო ქონების დაუყოვნებლივ გამოთავისუფლებას.
წერილში ასევე საუბარია სტუდია „მაესტროს“ მხრიდან მ-ინვესტმენტის მიმართ არსებულ დავალიანებაზე, რაც 255 ათას 90 ლარს შეადგენს.
„იმის გათვალისწინებით, რომ სტუდია მაესტროს გააჩნია საიჯარო დავალიანება 255 090 ლარი, შპს „მ-ინვესტმენბტი იტოვებს უფლებას, რომ საჭიროების შემთხვევაში ისარგებლოს შენობაში განთავსებული სტუდია მაესტროს მოძრავი ქონებით (ტექნიკით), რის სანაცვლოდაც შპს სტუდია მაესტროს გაუქვითავს იჯარას დავალიანებიდან თვეში 20 ათასი ამერიკული დოლარის ეკვივალენტს ეროვნულ ვალუტაში“, - ვკითხულობთ დოკუმენტში.
შპს მ-ინვესტმენტის 100 პროცენტიანი წილი მაკა ასათიანს ეკუთვნის. შპს სტუდია მაესტროს საკონტროლო პაკეტს (55 პროცენტი) კი ბოლო მონაცემებით გია გაჩეჩილაძე ფლობს. 15 პროცენტის მფლობელი მამუკა ღლონტია, 5 პროცენტის მფლობელი ეკატერინე აკობია, 25 პროცენტს მაკა ასათიანი.
შეგახსენებთ, საჯარო რეესტრმა ლევან გაჩეჩილაძე ტელეკომპანია მაესტროს დირექტორად დაარეგისტრირა.
პოლიტიკა
- სიმართლე არაა „ოცნების“ განცხადება, რომ ევროპარლამენტის გადაწყვეტილება ზღუდავს თავისუფალ მედიას, ეს ტელევიზიები დეზინფორმაციას ავრცელებენ - გიორგი შარაშიძე
- სპეცრაზმელების დაკავება ცალსახად კავშირშია აშშ-ს სახელმწიფო მდივნის წარმომადგენლის ვიზიტთან, სავარაუდოდ, ცდილობენ ამერიკელებს მიყიდონ, რომ მოძალადეები დააკავეს - ზურაბ ჯაფარიძე
- ჩვენ გვაქვს ჩვენი ხელწერა, ამბიცია, რომ ვიმოქმედოთ ევროპულზე და ამერიკულზე მაღალი სტანდარტით - ირაკლი კობახიძე ძალოვანების დაკავებაზე
- 300 ათასი ქართველი რომ არა, არანაირი ევროკავშირი და ევროპის დღე არ იარსებებდა - პაპუაშვილი
მსოფლიო
- კიევში, რუსეთის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 7-მდე გაიზარდა, მათ შორის ერთი ბავშვია, დაშავებულია 44, კიდევ 20-ს ეძებენ
- უკრაინის ძალებმა დაარტყეს იაროსლავლში ნავთობობიექტს, რომელიც საზღვრიდან 700 კილომეტრში მდებარეობს, უკრაინის "შორი მოქმედების სანქციები" გრძელდება - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაარღვია, სამხედრო და სადაზვერვო ანგარიშების საფუძველზე მივიღებთ გადაწყვეტილებებს შემდგომ ნაბიჯებზე - ვოლოდიმირ ზელენსკი
- პუტინის არმიამ აპრილში, უკრაინაში 120 კმ²-ით უკან დაიხია, დროა, კრემლმა თვალები გაახილოს და თავისი გაუმართლებელი და აგრესიული ომი დაასრულოს - ჟან-ნოელ ბარო
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ სრულიად ახალი, მე-6 თაობის Toyota RAV4 წარადგინა
- "გაიარე მეტი" Bridgestone-თან ერთად - თბილისში "თეგეტა მოტორსის" მასშტაბური ინსტალაციები გამოჩნდა
- „გაიარე მეტი“ – „თეგეტა მოტორსმა“ მომხმარებელს მაისში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა
- „საუკეთესო სანახაობა შენ წინაა“ - Steelcraft-მა ახალი კამპანია დაიწყო
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა

















