საპატრიარქოს საავადმყოფო სკანდალში ეხვევა
საქართველო, თბილისი - 15:37 | 08.03.2016 ნანახია: 4589
დავიწყოთ თავიდან… მე თქვენთან ერთად შევეცდები, გავყვე იმ რთულ ისტორიას, რომლის მოყოლასაც ახლა ვაპირებ. საქმეში სამი მოქმედი მთავარი სუბიექტია – სახელმწიფო, საპატრიარქო და შპს „ემჯიაი“(MGI).
ისტორია ასე იწყება: ვერაზე, თარხნიშვილის ქუჩაზე მდებარე საავადმყოფო გადადის საპატრიარქოს კუთვნილებაში. თუმცა გარკვეული პერიოდი ის იურიდიულად რჩება მაშინდელი ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მფლობელობაში. ძალიან მალე ჩნდება ახალი მოთამაშე, შპს კომპანია „ემჯიაი“, რომელიც იმარჯვებს საპატრიარქოს მიერ გამოცხადებულ ტენდერში. ეკონომიკის სამინისტროსთან გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, შპს „ემჯიაი“ 1000 დოლარად იღებს პრესტიჟულ უბანში არსებულ შენობა-ნაგებობებს და მათზე დამაგრებულ 3854 კვ.მ მიწის ფართობს. ხოლო თარხნიშვილზე არსებული შენობის სანაცვლოდ, სახელმწიფო საპატრიარქოს სიმბოლურ ფასად – 1 დოლარად გადასცემს ორთაჭალაში მდებარე „ნიკოლოზ ბარნოვის სახელობის ჰოსპიტალის“100%-იან წილს. თუმცა, საპატრიარქოსა და სახელმწიფოს შორის გაფორმებული ხელშეკრულება ასეთი მარტივი არ ყოფილა. ორივე მხარე, დამატებით ვალდებულებებთან ერთად, კონკრეტულ შენობა-ნაგებობებსაც ცვლის. მაგალითად, საპატრიარქომ, შეთანხმების თანახმად, სახელმწიფოს უნდა დაუბრუნოს, წინანდლის #9-ში მდებარე უპოვართა ჰოსპიტალი, სახელმწიფომ კი საპატრიარქოს გადასცეს ქუთაისში არსებული ჰოსპიტალი.
როგორც მიხვდით, გაიყიდა თარხნიშვილზე მდებარე ფართი და ტენდერის საფუძველზე კომპანია „ემჯიაის“ გადაეცა. სანაცვლოდ, ამ უკანასკნელს დაევალა, სათანადოდ მოეწყო ბარნოვის სახელობის კლინიკა, დაემატებინა ფართი, კორპუსები და მოეხდინა კლინიკის ინვენტარიზაცია.
შპს „ემჯიაიმ“ აიღო გარკვეული ვალდებულებები, რომლის თანახმადაც, მაგალითად, ხელშეკრულების გაფორმებიდან 24 თვის განმავლობაში ქ. თბილისში „ნიკოლოზ ბარნოვის სახელობის ჰოსპიტალის“ ბაზაზე საქართველოს საპატრიარქოს ახალი ცენტრი უნდა აეშენებინა, აღეჭურვა და მისი ფუნქციონირების უზრუნველყოფა მოეხდინა. ასევე, საავადმყოფოს ეზოში უნდა აეშენებინა ეკლესია, სპეციალური სასწავლო კორპუსი და უპოვართა თავშესაფარი.
ჩვენი წყაროს ინფორმაციით, თითქმის ნახევარი საქმე არ შესრულებულა:
„თავიდან რაღაც საძირკველი ამოთხარეს დიდ ფართზე, მოიყვანეს პატრიარქი, აჩვენეს, აი, აქ განთავსდება ახალი საავადმყოფოო. მისი წასვლის შემდეგ ნახევარ საძირკველში ისევ მიწა ჩაყარეს და მხოლოდ მეორე ნახევარი, მცირე ნაწილი ააშენეს. რამდენიმე ხნის მერე, იმ ამოვსებულ ნაწილში მანქანაც კი ჩავარდა. რეალურად შპს „ემჯიაის“ არ შეუსრულებია საკუთარი დანაპირები. არ შემოუტანია ტექნიკა და საავადმყოფო თავიდანვე გასაკოტრებლად გაწირა. ერთგვარი ბიზნესია ეს. ამ „ემჯიაის“ მიღმა მანანა შარაშიძე დგას, რომელიც საპატრიარქოსთან დაახლოებული პირია. შორენა თეთრუაშვილის მეგობარია. რეალურად მათი დახმარებით, თარხნიშვილზე არსებული ჩვენი შენობა გაყიდა და მიღებული თანხა საპატრიარქოსაც გაუყო“.
მას შემდეგ, რაც საავადმყოფოს პერსონალი ხელშეკრულებაში გაწერილ ვადაზე ბევრად გვიან გადავიდა ახალ შენობაში, ანუ ბარნოვის სახელობის მრავალპროფილიან საავადმყოფოში, დაიწყო მთელი რიგი პრობლემები. თავიდან საავადმყოფოს ხელმძღვანელი მამა ადამი გახდა. როგორც პერსონალი ამბობს, ის ყველაფერს აკეთებდა საავადმყოფოს გადასარჩენად და გასამართად. თუმცა, ის ზემოთ, ანუ საპატრიარქოს თვალში აღარ მოსდიოდა და მის მაგივრად ახალი ხელმძღვანელობა მოვიდა. ვატო სურგულაძე, რომლის მმართველობის პერიოდი არც ისეთი წარმატებული აღმოჩნდა. ამის შესახებ ჩვენთან საავადმყოფოს პერსონალი და კონკრეტული წყარო საუბრობს. ვატოს მმართველობის ბოლოსკენ, საავადმყოფოში კერძო აუდიტის კომპანია შემოვიდა და უჩვეულო დასკვნის შემდეგ უჩვეულო გადაწყვეტილებაც იქნა მიღებული, საავადმყოფოს ახალი ხელმძღვანელი აუდიტის კომპანიის აწ უკვე ყოფილი დირექტორი ირაკლი სასანია გახდა. ანუ რეალურად შემოწმება საკუთარი თავის დასანიშნად განახორციელა. ირაკლი სასანიას პერიოდს ნეპოტიზმისა და კორუფციის პერიოდად გვიფასებენ. მის დროს იკარგებოდნენ პაციენტები. კონკრეტულად სამედიცინო მომსახურებაზე მოსული ადამიანების რიცხვი ყოველდღე ხელოვნურად ქრებოდა და შემოსული თანხა კონკრეტული ადამიანის ჯიბეში მიდიოდა.
წყარო: „ირაკლი სასანიას პერიოდში თანხები უმისამართოდ გაედინებოდა. ხშირად საავადმყოფოს მისი ქეიფების გადახდა უწევდა. კადრებს უაზროდ ბერავდა და საკუთარი ახლობლები მოჰყავდა. ქრებოდა პაციენტების რაოდენობა და ეს სისტემატურ ხასიათს ატარებდა. მერე ლიზინგით ტექნიკაც მოიტანა, რომელიც მალე ისევ წასაღები გახდება. ასევე, საბჭოში მამა გელე ჰყავდა მოწვეული, რომელიც ყოველთვიურად 3 000 ლარს არაფერში იღებდა. უბრალოდ, საპატრიარქოს წარმომადგენელი იყო და ირაკლის ზურგს უმაგრებდა. მოკლედ, მის პერიოდში საავადმყოფო, ფაქტობრივად, გაკოტრდა და ახლა შესაძლოა, თვითლიკვიდაციამდე ხელოვნურად მიიყვანონ და ეს შენობაც, თარხნიშვილის შენობის მსგავსად, გაყიდონ“.
ჩვენ კლინიკის ყოფილ დირექტორს ვატო სურგულაძესაც ვესაუბრეთ. მისი თქმით, აქ ერთი მხარის ბრალეულობაზე საუბარი ვერ იქნება. თუმცა ფაქტი, რომ აუდიტის ხელმძღვანელი კლინიკის ხელმძღვანელად ინიშნება, მეტად უცნაური და ალოგიკურია.
ვატო სურგულაძე: „მე თავად ირაკლის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს. თუმცა ფაქტი, როდესაც აუდიტის სამსახურის უფროსი, რომელიც შემოწმებას ატარებს, უცბად კლინიკის ხელმძღვანელი ხდება, მეტად უცნაური და არასამართლიანია. დიახ, კლინიკაში ბევრი პრობლემა იყო. ძველი საავადმყოფოდან ისე გადმოვედით, რომ საწოლის თავიც კი არ დაკარგულა. მაგრამ წარმოიდგინეთ, ქალაქის ცენტრიდან მარკეტინგულად საშინელ ადგილზე, ორთაჭალაში გადაგვიყვანეს და ეს ძალიან ცუდი ფაქტია. იცით, რომ საავადმყოფოს საპატრიარქო არ აფინანსებს და თავის შენახვა თავადვე უწევს“.
აღნიშნულ ბრალდებებს „პრაიმტაიმთან“ თავად ირაკლი სასანიაც პასუხობს. მისი თქმით, საავადმყოფოში ყოველთვის არსებობდა ადამიანთა ჯგუფი, რომელიც გარე ძალის მართული იყო და რევოლუციურ განწყობას თესავდა. საავადმყოფოს ყოფილი ხელმძღვანელის განცხადებით, მის დროს შემოსავლები მკვეთრად გაიზარდა. რაც შეეხება მისი დანიშვნის ფაქტს, ირაკლის თქმით, მან სამედიცინო აუდიტი ჩაატარა და მის მმართველად დანიშვნას ეს ხელს არ უშლიდა.
ირაკლი სასანია: „არ ვიცი, ვინ რას ავრცელებს ჩემზე. მე მხოლოდ ერთი წლის განმავლობაში ვმართავდი კლინიკას. ძალიან მძიმე მემკვიდრეობა ჩავიბარე. კლინიკას 2 მილიონ ნახევარი ლარი ჰქონდა დავალიანება და ეს ძალიან დიდი თანხაა. ამ პირობებში ჩვენ ძალიან ბევრი გავაკეთეთ. 4 ახალი დეპარტამენტი გავხსენით და საავადმყოფო საუნივერსიტეტო კლინიკად ვაქციეთ. ბუნებრივია, ხელისშემშლელი ფაქტები იყო. ერთი შემიძლია გითხრათ, საპატრიარქო დასახმარებლად არაფერს არ აკეთებდა და აი, ხელისშემშლელი ძალა გარედან ვინ იყო, ეგ არ ვიცი. ჩემი განთავისუფლების მიზეზად კონტრაქტის ამოწურვა დასახელდა“.
ირაკლი სასანიას შემდეგ საავადმყოფოს ხელმძღვანელი ვინმე მამა გიორგი ხდება, რომელსაც არანაირი სამედიცინო განათლება არ აქვს. ეს საავადმყოფოს თანამშრომლების გაღიზიანებას იწვევს. როგორც ისინი ამბობენ, მამა გიორგი საავადმყოფოში თითქმის არ არის და გადამზადებას სამედიცინო დაწესებულების ხარჯზე აპირებს. ამ ფაქტს ირაკლი სასანიაც აფასებს. მისი თქმით, საავადმყოფოს მენეჯერი უნდა მართავდეს და არა, უბრალოდ, სასულიერო პირი.
წყარო: „სრული განუკითხაობაა. ახლა მამა გიორგი დაგვინიშნეს, რომელიც მედიცინის აზრზე არ არის. მანაც თავისი კადრები მოიყვანა და ვითომ მართვას შეუდგა. არადა, საავადმყოფოში თითქმის არ არის. რაც ჩვენთან ხდება, ყველაფერი საპატრიარქოს ბრალია“.
„პრაიმტაიმი“ ოფიციალური კომენტარის გასაკეთებლად, პატრიარქის მდივანს მიქაელ ბოტკოველს დაუკავშირდა. საინტერესოა, რომ თავის დროზე საქმეების მწარმოებელი და საპატრიარქოს ოფიციალური წარმომადგენელი სახელმწიფოსთან ურთიერთობაში, მამა მიქაელი გახლდათ.
პოლიტიკა
- როგორ წარმოგიდგენიათ, ჟორჟოლიანის შექმნილი გმირი მართლა გმირი იქნება? გმირების ქვეყანაში თუ მან უნდა შექმნას გმირები, კარგად ყოფილა საქმე - თენგიზ შარმანაშვილი
- ტრაგიკული მოვლენაა, რომ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა ჯო უილსონის დონემდე დავიდა, ამ აქტიდან შესაბამის დასკვნებს გამოვიტანთ - ირაკლი კობახიძე
- ოპოზიციის სტრატეგია გაცხადებულია: შიგნით აქცია, გარეთ სანქცია - ნიკა გვარამია
- საქართველოს ხელისუფლება იყენებს რეპრესიულ კანონებს და პოლიტიკურად მოტივირებულ გამოძიებებს დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოების გასანადგურებლად, საერთაშორისო პარტნიორებმა რეაგირება უნდა მოახდინონ - Human Rights Watch
სამართალი
- ალეკო ელისაშვილს სასამართლომ 13 წლით პატიმრობა მიუსაჯა
- გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებულ გიორგი მალანიას ბრალდება წარედგინა
- კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოვაჩნეთ, ამოღებულია 7 კგ-მდე ნარკოტიკი - შსს
- 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ მარიამ მეყანწიშვილს 5000-ლარიანი ჯარიმა, ნანა სანდერს - 7 წლით, ანტონ უპერსა და აბო ნავერიანს კი 5-5 წლით პატიმრობა მიესაჯა
მსოფლიო
- აშშ-მა ირანზე ხუთსაათიანი იერიშების სერია დაასრულა - აშშ-ის ცენტრალური სარდლობა
- ევროკავშირის საბჭომ უნგრეთისთვის აღდგენისა და მდგრადობის ახალი გეგმა დაამტკიცა
- უკრაინას ჩვენი არსენალებიდან უკვე გადავეცით ყველაფერი, რის გადაცემაც შეგვეძლო, ახლა საჭიროა, სხვა ქვეყნებმაც მეტი წვლილი შეიტანონ - ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი
- ტრამპის ადმინისტრაცია ირანთან ახალი დაპირისპირებისა და ჰორმუზის სრუტეზე კონტროლისთვის საბრძოლველად ემზადება - Axios
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტამ“ Rainmaking-ისა და Startupbootcamp Georgia-ს ლიდერშიფსერიის პირველ ღონისძიებას უმასპინძლა
- Farizon საქართველოში - კომერციული ტრანსპორტი ბიზნესისთვის ფლობის 3-ჯერ შემცირებული ხარჯით
- Tegeta Fest - „თეგეტა მოტორსი“ წრიული რბოლის ჩემპიონატის ფარგლებში ავტოსპორტის მოყვარულებს უმასპინძლებს
- „თეგეტა გრინ პლანეტი“ სოციალური დიზაინის დღეების მხარდამჭერია
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















