ზაზა ფირალიშვილი: აქ მთავრდება ჩვენი ქრისტიანობა და იწყება ბარბაროსობა
საქართველო, თბილისი - 12:02 | 13.03.2016 ნანახია: 2062
ახლა წარმოიდგინეთ, ერთ დღესაც ვინმემ ჩვენი მთელი ეს საიდუმლო ცხოვრება წინ რომ დაგვიდოს. ჰოდა, დაგვიდებენ ამას მოჰყვება ნიშნისმოგებით კიჟინი, რათა ვიღაცამ ასე დაივიწყოს საკუთარი სიბნელე და ვინძლო, ღმერთსაც მოაწონოს თავი. აქ მთავრდება ჩვენი ქრისტიანობა და იწყება ბარბაროსობა. მტერსაც ის უნდა, რომ ჩვენში ქრისტიანებად წოდებული ბარბაროსები გააღვიძოს“, - „თავისუფალი დემოკრატების“ წევრი ზაზა ფირალიშვილი რამდენიმე დღის წინ გავრცელებულ პირადი ცხოვრების ამსახველ კადრებს ეხმაურება.
"კარგახანს ვიჭოჭმანე, სანამ ამას გამოვაქვეყნებდი.
გოეთე ამბობდა, ამქვეყნად არ არსებობს ცოდვა, რომელსაც მე ვერ ჩავიდენდიო. ყოველ ჩვენგანს აქვს მეორე, ფარული ცხოვრება, რომლისაც სცხვენია, რომელსაც თვალს არიდებს, ან კიდევ რაღაც გამართლებებით მოსავს და ცდილობთ ნორმად შესთავაზოს სხვებს. ახლა წარმოიდგინეთ, ერთ დღესაც ვინმემ ჩვენი მთელი ეს საიდუმლო ცხოვრება წინ რომ დაგვიდოს. ჰოდა, დაგვიდებენ ამას მოჰყვება ნიშნისმოგებით კიჟინი, რათა ვიღაცამ ასე დაივიწყოს საკუთარი სიბნელე და ვინძლო, ღმერთსაც მოაწონოს თავი. აქ მთავრდება ჩვენი ქრისტიანობა და იწყება ბარბაროსობა. მტერსაც ის უნდა, რომ ჩვენში ქრისტიანებად წოდებული ბარბაროსები გააღვიძოს.
თუ მეტი არ შეგვიძლია, თავი მაინც დავანებოთ იმ ადამიანს და ვაცალოთ, თავად გაერკვეს თავის ფიქრებში. დღეს საქართველოში ასეთ მძიმე დღეში თითქმის არავინ მეგულება. სხვა საქმეა, ვისურვებთ თუ არა მის პოლიტიკოსობას. უადგილოც არის ამაზე საუბარი. ახლა მის ადამიანურ ბედზეა ლაპარაკი და არა პოლიტიკურზე.
არც ეს გახლავთ პოლიტიკური განცხადება. ნამდვილად არა ვარ „იმდენად“ პოლიტიკოსი, რომ ახლა პოლიტიკური განცხადებები ვაკეთო. უბრალოდ, არავის გვინდა ისეთ სამყაროში ცხოვრება, სადაც თვალს გვადევნებენ, ჩუმად გვიღებენ, რათა ეს შემდეგ პოლიტიკური მიზნებისათვის გამოიყენონ, სადაც ასე შეიძლება ადამიანი გაიმეტონ.
იმათ მივმართავ, ვის ხელშიც მსგავსი მასალაა - მნიშვნელობა არა აქვს, რომელ ჯგუფს მიეკუთვნებიან ან ვისი მითითებით მოქმედებენ. მათ ხელში ბოროტი იარაღია და თავისი ნებით უნდა გაანადგურონ, თუ სურთ, რომ ადამიანური სახე შეინარჩუნონ. ის, რაც ამ კადრებშია, კიდევ შეიძლება აიხსნას სიყვარულით, გატაცებით და ა.შ. მათ კი არავითარი გამართლება არა აქვთ და გამავრცელებლები ყველაზე ცუდი ადამიანები არიან, ვინ კი მინახავს ან გამიგონია. ცოდვილს მონანიებით ეშველება, ამათ - არაფერი. მათ სიცოცხლეშივე შეუძლიათ ზნეობის სახელით ადამიანს ჯოჯოხეთი მოუწყონ და მთელი ქვეყნიერების წინაშე მარტო დატოვონ. უნდა მაპატიოთ ეს განცხადება. მესამე დღეა, გონს ვერ მოვსულვარ“, - აცხადებს ზაზა ფირალიშვილი.
პოლიტიკა
- როგორ წარმოგიდგენიათ, ჟორჟოლიანის შექმნილი გმირი მართლა გმირი იქნება? გმირების ქვეყანაში თუ მან უნდა შექმნას გმირები, კარგად ყოფილა საქმე - თენგიზ შარმანაშვილი
- ტრაგიკული მოვლენაა, რომ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა ჯო უილსონის დონემდე დავიდა, ამ აქტიდან შესაბამის დასკვნებს გამოვიტანთ - ირაკლი კობახიძე
- ოპოზიციის სტრატეგია გაცხადებულია: შიგნით აქცია, გარეთ სანქცია - ნიკა გვარამია
- საქართველოს ხელისუფლება იყენებს რეპრესიულ კანონებს და პოლიტიკურად მოტივირებულ გამოძიებებს დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოების გასანადგურებლად, საერთაშორისო პარტნიორებმა რეაგირება უნდა მოახდინონ - Human Rights Watch
სამართალი
- ალეკო ელისაშვილს სასამართლომ 13 წლით პატიმრობა მიუსაჯა
- გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებულ გიორგი მალანიას ბრალდება წარედგინა
- კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოვაჩნეთ, ამოღებულია 7 კგ-მდე ნარკოტიკი - შსს
- 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ მარიამ მეყანწიშვილს 5000-ლარიანი ჯარიმა, ნანა სანდერს - 7 წლით, ანტონ უპერსა და აბო ნავერიანს კი 5-5 წლით პატიმრობა მიესაჯა
მსოფლიო
- აშშ-მა ირანზე ხუთსაათიანი იერიშების სერია დაასრულა - აშშ-ის ცენტრალური სარდლობა
- ევროკავშირის საბჭომ უნგრეთისთვის აღდგენისა და მდგრადობის ახალი გეგმა დაამტკიცა
- უკრაინას ჩვენი არსენალებიდან უკვე გადავეცით ყველაფერი, რის გადაცემაც შეგვეძლო, ახლა საჭიროა, სხვა ქვეყნებმაც მეტი წვლილი შეიტანონ - ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი
- ტრამპის ადმინისტრაცია ირანთან ახალი დაპირისპირებისა და ჰორმუზის სრუტეზე კონტროლისთვის საბრძოლველად ემზადება - Axios
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტამ“ Rainmaking-ისა და Startupbootcamp Georgia-ს ლიდერშიფსერიის პირველ ღონისძიებას უმასპინძლა
- Farizon საქართველოში - კომერციული ტრანსპორტი ბიზნესისთვის ფლობის 3-ჯერ შემცირებული ხარჯით
- Tegeta Fest - „თეგეტა მოტორსი“ წრიული რბოლის ჩემპიონატის ფარგლებში ავტოსპორტის მოყვარულებს უმასპინძლებს
- „თეგეტა გრინ პლანეტი“ სოციალური დიზაინის დღეების მხარდამჭერია
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















