მანანა კობახიძე: ეს მკვლელობაა, ჩვეულებრივი უსისხლო მკვლელობა!
საქართველო, თბილისი - 12:16 | 13.03.2016 ნანახია: 2241
ამაზრზენია, სამარცხვინოა, ფარგლები არა აქვს იმ უსახელო არსებების უზნეობას, ვინც იღებდა, ინახავდა, ავრცელებდა და ავრცელებს, იყენებდა და იყენებს პირად ცხოვრებას იარაღად!!!", - ასე ეხმიანება საქართველოს პარლამენტის ვიცესპიკერი მანანა კობახიძე ფარულ ჩანაწერების გავრცელებას სოციალურ ქსელში. კობახიძე წერს, რომ იგი ნიუ-იორკში, გაეროში ქალთა სტატუსის კომისიის მე-60 სესიაში მიიღებს მონაწილეობას და როგორც თავად წერს, ასეთ სიტუაციაში რთულია კოლეგებთან მცირედ პროგრესზე საუბარი.
"14 მარტს ქალთა სტატუსის კომისიის მე-60 სესია იხსნება ნიუ-იორკში, გაეროში, ხოდა მეც წამოვედი, ჩვენს ქვეყანაში ქალთა უფლებებზე სასაუბროდ, თუნდაც იმ მცირედ პროგრესზე, რასაც მივაღწიეთ, თუმცა... აქ ჩამოსულს წამომეწია ის სიბინძურე (ინფორმაციას ამას ვერ დავარქმევ), რამაც საზოგადოება და მეც კიდევ ერთხელ შოკში ჩაგვაგდო, ისევ კადრები, ისევ პირადი ცხოვრება, ისევ ის ხელწერა... ვფიქრობ, საერთოდ რა აზრი აქვს ახლა ჩემს აქ ყოფნას?! რა გავუზიარო აქ ჩემს კოლეგებს, რაზე ვესაუბრო?! როგორ უთვალთვალებდნენ, როგორ იწერდნენ, როგორ ებრძოდნენ პოლიტიკურ ოპონენტებს და როგორ გრძელდება ამ ყველაფრით შანტაჟი დღესაც?! როგორი მოუშორებელი ჭირი გვჭირს და როგორ ვერ ვუმკლავდებით?!
ამაზრზენია, სამარცხვინოა, ფარგლები არა აქვს იმ უსახელო არსებების უზნეობას, ვინც იღებდა, ინახავდა, ავრცელებდა და ავრცელებს, იყენებდა და იყენებს პირად ცხოვრებას იარაღად!!! რაც არ უნდა არ გიყვარდეთ, არ მოგწონდეთ, არ გინდოდეთ, როგორ უნდა გაიმეტოთ პოლიტიკოსი, უბრალოდ, ადამიანი, კაცი თუ ქალი, არ აქვს მნიშვნელობა, ასეთი დარტყმისთვის! პირადი ცხოვრება არის პირადი და მორჩა!!! იარაღი აღარ არის საჭირო, ეს მკვლელობაა, ჩვეულებრივი უსისხლო მკვლელობა!!! არ იმსახურებს ამას არც ჩემი ქვეყანა, არც საზოგადოება და არც ადამიანი!" - წერს მანანა კობახიძე "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე.
პოლიტიკა
- როგორ წარმოგიდგენიათ, ჟორჟოლიანის შექმნილი გმირი მართლა გმირი იქნება? გმირების ქვეყანაში თუ მან უნდა შექმნას გმირები, კარგად ყოფილა საქმე - თენგიზ შარმანაშვილი
- ტრაგიკული მოვლენაა, რომ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა ჯო უილსონის დონემდე დავიდა, ამ აქტიდან შესაბამის დასკვნებს გამოვიტანთ - ირაკლი კობახიძე
- ოპოზიციის სტრატეგია გაცხადებულია: შიგნით აქცია, გარეთ სანქცია - ნიკა გვარამია
- საქართველოს ხელისუფლება იყენებს რეპრესიულ კანონებს და პოლიტიკურად მოტივირებულ გამოძიებებს დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოების გასანადგურებლად, საერთაშორისო პარტნიორებმა რეაგირება უნდა მოახდინონ - Human Rights Watch
სამართალი
- ალეკო ელისაშვილს სასამართლომ 13 წლით პატიმრობა მიუსაჯა
- გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებულ გიორგი მალანიას ბრალდება წარედგინა
- კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოვაჩნეთ, ამოღებულია 7 კგ-მდე ნარკოტიკი - შსს
- 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ მარიამ მეყანწიშვილს 5000-ლარიანი ჯარიმა, ნანა სანდერს - 7 წლით, ანტონ უპერსა და აბო ნავერიანს კი 5-5 წლით პატიმრობა მიესაჯა
მსოფლიო
- აშშ-მა ირანზე ხუთსაათიანი იერიშების სერია დაასრულა - აშშ-ის ცენტრალური სარდლობა
- ევროკავშირის საბჭომ უნგრეთისთვის აღდგენისა და მდგრადობის ახალი გეგმა დაამტკიცა
- უკრაინას ჩვენი არსენალებიდან უკვე გადავეცით ყველაფერი, რის გადაცემაც შეგვეძლო, ახლა საჭიროა, სხვა ქვეყნებმაც მეტი წვლილი შეიტანონ - ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი
- ტრამპის ადმინისტრაცია ირანთან ახალი დაპირისპირებისა და ჰორმუზის სრუტეზე კონტროლისთვის საბრძოლველად ემზადება - Axios
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტამ“ Rainmaking-ისა და Startupbootcamp Georgia-ს ლიდერშიფსერიის პირველ ღონისძიებას უმასპინძლა
- Farizon საქართველოში - კომერციული ტრანსპორტი ბიზნესისთვის ფლობის 3-ჯერ შემცირებული ხარჯით
- Tegeta Fest - „თეგეტა მოტორსი“ წრიული რბოლის ჩემპიონატის ფარგლებში ავტოსპორტის მოყვარულებს უმასპინძლებს
- „თეგეტა გრინ პლანეტი“ სოციალური დიზაინის დღეების მხარდამჭერია
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















